... (S-2781), XIX ს.

157. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთრვალია მიხუდა თქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია

158. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდე ზედაზედრე მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონენ გული შენი მოიმდედრე

159. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა

160. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა ვით მიბრძანე რა გვარა ვქმნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე ჰსჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე

161. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად რა მიჯნური ველთა რბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად მარგალიტი არვის მიხუდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად

162. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქმს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა კულავ ნუთუმცა შემოვიქეც ღმერთმან სრულად არ დამკარგა

163. ფათერაკი ჰსწორად მოკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

164. დაწერა თუ ჩემნო ყმანო საზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო

165. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მა რასა თვით ვიქმ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა

166. საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი დავყო მარტოდ და ღარიბად სამ ათ ექვს თვეულ მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

167. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკუდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს სცურიდეთ არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

168. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არს ვითამცა ავთანდილი ბუკსა იკრას აქმნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქმნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

169. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვანაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს მოვივლიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

170. ბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა

171. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად კარგად გაეკიდა

172. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს იგი პირმზე ვეღარ ჰპოვეს პირი მათი იფერმკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს

173. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დაჰრბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს

174. შერმადინ ერთგან შეჰყარნა ხასნი და დიდებულები უჩუჱნა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულდანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

175. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა გაღანამცა გმორჩილობდით თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანი სცა