... (S-2781), XIX ს.

39. თუცა ქალია ჴელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა უთქვენოდ გვითქვამს კულა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირსპასალარისა საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერ უწუჱრული სადარო ბროლმინა საცნობარისა მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერ მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულმოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხუდა სიამე ვსება სჭირს მას აქ ალისა სთქუა ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუ თუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან გაანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმა შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი სთქვეს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასუა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა

46. უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხუაგნით სხუათა ბუკსა კრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა ქალი სტირს და ცრემლსა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლოფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად სტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩემგან ჴელმწიფედ ხმობილი აქადგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წურილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების უხვი თჳთ იგი ორგული ერთგულად შეეწონების უხუად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგიცა ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რას არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წურთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქმს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა

52. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვი ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად განამდიდრებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქმ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუ ვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქალსა რომე გუანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა არ უტევებს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდახდა პურობა სმაჭამა იყო ხილობა ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაკიდა შეექმნა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ზის პირმზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია სთქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

58. სთქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თუარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა ავთანდილ სთქუა სოგრატ ვკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა ვკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა