... (S-2781), XIX ს.

117. მონათა ჰკადრეს მეფეო ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა მით ვერა გავიხარენით მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით

118. მეფე ბრძანებს მართალ იყო ასული და ჩემი ძეო ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული გარდმოჭრილი ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება არა მგამა ყოლა მეო

119. ესე სთქუა და სიხარულით თამაშობა ადიადა მგოსანი და მოშაითი უხმეს პოვეს რაცა სადა უხვად გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა

120. ავთანდილ სჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მართ პერანგი იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი

121. ავთანდილს მიხუდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცუა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ხივა ვარდისა არ ერთგან შეუყრელისა ამაოა ჭურეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

122. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან ჰსრცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჰსჯდა ელვისა მსგავსად ჰშვენოდა მთუარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

123. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვითა რიდითა პირისპირ პირსა უჭურეტდა სავსე ლხინითა დიდითა

125. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების მზესა მთუარე შეეყაროს დაილევის დაცაჭნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეწამების

126. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვად არ დუხჭირად იტყვის თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად მიკვირს მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად მაგრამ გითხრობ პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

127. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა ყმა გენახათ უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახო ცა

128. აქანამდის ნაუბარსა თუმცა ვერას ვერ გეტყვია მაგრამ შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია

129. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არა ჭორად წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

130. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა გარე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

131. სამსა ჰსძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი პოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი

132. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მცა მომხვდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლევდის სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

133. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავე წა მე

134. კულავცა კადრა აჰა მზეო რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მედიადა ვარდი ჩემი არ დაჭკნების შუქი შენი იეფადა

135. კულავ შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გაერთდნენ და გაამრავლეს საუბარი სიტყვახშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

136. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასად აგეს ბროლ ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს