... (S-2781), XIX ს.

275. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯ დია რადგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესსა რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო თავი ზომსა გარდგიხდია

276. ყმამან უთხრა რას მენუკვი არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე გაღანამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე

277. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გეახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოკლა არ იყო არსავნებლისა ვნებითა

278. მან უბრძანა თუ მიჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას უზამ უგემურსა არა ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან ეამების ვაამებ და შევიყვარებ

279. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოკიდა მოყუანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ სთქუა მზისა დასაგვანებლად

280. წინ მიეგება ტარიელ მათთან სჩანს მზეცა მზედ არად ვერ მართებს მთუარე უღრუბლო შუქთა რა ფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად გუანდეს შვიდთავე მნათობთა სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად

281. მათ აკოცეს ერთმანერთსა უცხოობით არ დაჰრიდეს ვარდსა ხლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭვდეს ერთმანერთსა აუტირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი თუმცა ლალად ღირდეს

282. მობრუნდეს ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დაჰხოცთ ნუ ბნელიქმთ მზესა თქვენითა ბნელითა

283. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არდაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადით სადა მოარული მე სიკუდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა განწირული

284. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

285. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თჳთ მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავმაგრებია თუმცა არ მიცნობ გინახავ თავი ვით გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დახოცე მონები არსაპყრებია

286. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა მიდენით

287. ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კუალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგვემალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად გავაშეთეთ

288. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ხელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე გავს ვერ ეთერია

289. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა წახდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამ წლამდის მითხრა დადება უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავსძელ ვერ ჭურეტა მისისა მე ღიმილისა

290. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის სიტყუა რამე გაემკუახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკუდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულმობრძავი სამე გლახა

291. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუმცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვსტიროდი მომეგონა მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

292. რას მაქნევდით რა გინდოდა ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით დაგულვანდით აწ ვეჭუ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

293. მოვიხედე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ხელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შევუზრახე ჩემი ცხენი უჩინოს გავს სხუამცა რად ვასახე

294. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება