... (S-2781), XIX ს.

ავთანდილისაგან ტარიელის საძებრად წასლვა

176. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

177. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა სთქუა თუ მე მასმცა ვეახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

178. ახალმან ფიფქმან დაჰსთოვა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიჰმართის დანასა ჰსთქუა ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა და ნასა

179. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა გულსა უთხრის თუ დათმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა კითხევდა ამბავთა მათ თანა ემოყვრებოდა

180. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა ჰსდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად ჰსთქვის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ვთქვა ვისად შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად

181. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა არ იარა მაგრამ იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა

182. მიხუდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა სიყვარულსა მასვე მისსა

183. მას მიხუდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის არად სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

184. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორანიღა ამად სულთქვამს ამად იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს კვლავ ამისთვის გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

185. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად სთქუა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორადცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

186. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნა ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს კადრეს მეფესა საქმენი დასაგვანანი

187. უანმბოს ჩემი სიკვდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექმნან გლოვა ტირილი ჰყონ საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი სადმე სხვაგან მე რებული ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული

188. იტყვის ღმერთო სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცრუდენ გულით ჩემით სიხარულნი აღუფხვრენ ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ

189. კულავცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკუდები გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არსაქმნელი არ იქმნების

190. [თავს] უთხრა მოკვე გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა მიხუალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ამბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიჰყვების ტყის პირსა შამბნარწყლიანსა

191. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრამ საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

192. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს იცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

193. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

194. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ გულამოსკვნით და კვნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავუგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კვესითა