... (S-2781), XIX ს.

235. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირნი მომითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიანბე ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

236. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების თრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყუა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქმენო

237. კულაცა კითხა ზენარობით მიუყარნა მუხლნი წინა მაგრა ვერა ვერ დაყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თუალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბჯინა

238. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თუარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

239. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მომკლავ არ მოვკვდები მრთელი ვარ და მოუკლავი რა ვით გითხრა სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი კულავ თუ მომკლავ სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი

240. კულავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

241. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრნე სიტყუანი მისანდონია

242. ყმამან სთქუა თუ არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა სხუასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დასჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

243. ქალი დაუჯდა კუშტგვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კულავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულნალმობარია

244. ყმა მტირალი შეებრალა ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა მაგრამ უჯდა უცხოს უცხო არ ბაგენი აუბარნა ყმამან სცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლდენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

245. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად გაგარისხე დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდგზის თქმულა შესანდობლად

246. თავი ჩემი სამსახურად თუმცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე სხუაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გაქონე

247. რა ქალსა მიხუდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება გულამოსკუნითა დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება კულავ გაამაღლა ზახილით ტირილი არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულისა ლხინება

248. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კულავ უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

249. ვარ მიჯნური ხელი ვინმე გაუწყვედლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხუდების მე მისრულვარ სადა მი სად გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

250. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ჴელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყვე მქმენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მომიმატე

251. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყუა მოიგონე დია რამე უკეთესი ძოღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი აწ მოყუარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

252. მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნივე დაგაღონე შენთვის მოვკვდე ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე

253. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხუდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მამისმენ ვერ ჰპოვებ რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები მოგხუდების მდურვა სოფლისა მოჰკვდები გაცასწბილდები

254. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხუასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაყიოდა ტირს იძახის ვაგლახვასა