... (S-2781), XIX ს.

შესავალი პირველი ვეფხისტყაოსანისა ამა ამბისა

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჱე ღმერთო ერთო შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც შეტრფობა კეთილთა სიკვდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება შუბისა ფარშიმშერისა მეფისა მზის თამარისა ღაწვ ბადახშ თმაგიშერისა მას თვით შევკადრო შესხმა ხოტბისა შერისა მისსა არ მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ მიშერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგეკბილისა ბროლ ბადახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადცა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა აქუსთ ერთმანერთის მონება

7. მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი ამბად ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხუა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხუაა სიძვა სხუაა შუა უზის დიდი მზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა გესმას ჩემი ნაუბარი

10. ხამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს საყვარელსა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიჰხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა გავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქმს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა ჭირთა მალვა თავისწინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდეს ხალვა შორით ბნედა შორით კდომა შორით დაგვა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსით უჩნდეს მიჯნურობა არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგო მას ავნოს და თვითცა ივნოს რითამცაღა ასახელა რა სიტყვითა მოაყივნოს დია სჯობს რომ საყვარელსა კაცმან გული არ ატკივნოს

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დავუძლურდი მიჯნურთათვის კულავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება ანუ მიწა მე სამარი

16. ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ჴელისჴელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდავთქვი საქმე ვქმენ საჭოჭმანები ჩემმან ჴელმქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები

17. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიჰხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწვა კმა არს მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს მეომარი გულოვნობდეს კულავ მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს არცა სხვათა უწუნობდეს

19. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი საღმრთო საღმრთოდ გასაგონი მსმენელთათვის დიდი მარგი კულავ აქაცა იამების ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი