... (S-2781), XIX ს.

255. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცდიდე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინა გაუკვირდა მეტად კიდე შემოყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

256. აწ დაო შენთა ხელითაა ჩემი საბელი ყელისა სხუათ უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ჴელისა თუარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა

257. ქალმან უთხრა მამეწონა ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარი ვინათგან ხარ აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნია საძებარი

258. იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების თჳთ თუ არ გითხრობს არ ითქმის არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოვნების

259. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა მკლავს წვა ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელისა

260. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა იგი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მემაჯანსა ვსჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

261. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხუაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნო თავი შენი შევაყვარო თჳთ გიანბოს საქმე მისი საყვარელსა გაახარო

262. ქალსა ყმამან მოუსმინა დაჰმორჩილდა დაჰრთო ნება ამა ზედა მოიხედეს ხევით ესმა ჩხაპუნება მთუარე წყალსა გამოსრული ნახეს შუქთა მოფინება უკურიდეს აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება

263. ქალმან უთხრა ყმაო მოგცა ჟამად ღმერთმან რაცა გინა მაგრამ თავი უჩინო ქმენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა ნუთუ ვით რა მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

264. ავთანდილ ქუაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა შუჱნოდა კაპარჭხრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღუთაებრივ შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

265. ამარტის ფერად შესცუალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკუჱთნა შავმან გიშრისა დანამან

266. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

267. მან ქალმან ჴელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ქმნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

268. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა დიდნი დაიზახნა წამოიჭრა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი

269. რად დაბრუნდი მოახსენა მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფანჩვა მარეკი და

270. სევდად მეცა კაცთა ნახუა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიუვე ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე ვსთქვი ნუთუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

271. ქალსა ცრემლი გარდმოჰსცვივდა ასნაკეცი ბევრისბევრად მოახსენა მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად

272. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია გეახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოკუდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

273. უბრძანა დაო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრამ არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ უძს პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკუდილი გაყრა ხორცთა და სულისა

274. ღმერთმან სხუამცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ხორციელი დაო მივის არასადა