... (S-2781), XIX ს.

295. აწ ვაშად მოხვე მეამა ნახუა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მსგავსი გმირისა მაგრამ გარჯილხარარა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა

296. ავთანდილ კადრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცულად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

297. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქმნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკუდილამდინ ამის მეტი არა მინდა

298. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრამ წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყუარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების

299. წამოსრულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ შენცა სცდილხარ მამაცურად მაგრამ ჩემსა რა გიანბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალად მურად

300. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი ცრემლითა დავალებული

301. კაცმან ვით ჰპოოს ღმერთისაგან რაც არა დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადია აწ ჴელთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია

302. მაგრამ ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთი მზითა ორი თვისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

303. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა იძმოს თუ დაცა იდოს ხამს თუ მისთვის სიკუდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაცა გინდა წამეკიდოს

304. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკუდარი მნახო დამიტირე სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

305. ღილჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხანს შუქნი არ ადარნა ვერ გაახუნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

306. მოთქუამს ჰაი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს ქვაბსა შინა უამბო პირველი

307. ისმენდი მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ჴელმქმნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შევუცავთ სევდათა სისხლისა ღუართა დენასა

308. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

309. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქუა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ კადრებდის წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთროგაუმწარავი

310. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები სთქუა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქუს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

311. ფარსადანს წინა დაასკუნა გაგზავნა მოციქულისა კადრა თუ შენ გაქუს მეფობა ინდოეთისა სრულისა დია მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა

312. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ანბისა მცნობელმან შესთუალა ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რათგან ეგე ქმენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა ძმამან და მშობელმან

313. ერთი სამეფო საკარგყმო უბოძა ამირბარობა თჳთ ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდა იშუჱბდა აქვს ლხინთა შენაყურობა სხუად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა