... (S-2781), XIX ს.

137. ყმა წავიდა სიშორესა თუმცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

138. სთქუა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვქმნა ვერ ჭვრეტა რა მომხვდეს კულავ უგრძესადრე ჰხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

139. საწოლს დაწუა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მირულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების

140. მოშორვება საყვარლისა მას შექმნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ყრის ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭურეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ

141. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა თქვენ ხმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი ჰსცნან რაცა გარემონია

142. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო მორჩილქმნილი გავახარო ურჩი ყოვლი ავატირო ძღვენნი გკადრო ზედაზედა არ სალამი დავაძვირო

143. მეფესა ეთქუა ამისი დიადი მადრიელობა ებრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა წა მაგრამ მამხუდეს რაღა ვქმნა თუ სიშორისა გრძელობა

144. ყმა შევიდა თაყუანი სცა მადლი რამე მოახსენა ჴელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუმცა კულავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა

145. მეფე ჴელსა მოეკიდა გარდაკოცნა ვითა შვილი სხუა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჰსჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ლბილი

146. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამეცა დღეზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი არ მისცილდება თინათინ ვისგან სწვავს ცეცხლი მხურვალი

147. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა მიხუდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა

148. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა გარე კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა გაზრდილი თვისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა

149. ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავდადებული მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული

150. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან მაგრამ არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდა პატიჟნი აწ მასვე მოულხენიან

151. შენცა იცი თინათინის სხივი მზესა უაღრესობს გული ჩემი ვააბადე იგი ჩემზედ ტალობს კვესობს აც ფიცხადებ დაფარულსა გაბრჭე რაცა უმჯობესობს მონათათვის ბრძანებულის აღსრულება სჯულად წესობს

152. მიბრძანა მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენოდ აჰა თქმა დაფარულისა ამით მცა გულისა აქამდის დადაგულისა

153. პირველ ყმა ვარ წასვლა მმართებს პატრონისა სამსახურად ჰხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად ჯერ არს კაცი არს შეუდრკეს ჭირს მიუხდეს მამაცურად

154. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონყმათასა ამისთვის გთხოვე სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად ჩემთა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა

155. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ჰპატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

156. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე სპათა ჩემთა ეთავადე საჴელმწიფო შეინახე ღმერთმან ღირს მყოს შემოვბრუნდე მხიარულმან კულავცა გნახე აქა სამ წელ არ მოვიდე მიტირე და მივაგლახე