... (S-2781), XIX ს.

1598. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს მოიმატნეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს

1599. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს ობოლ ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს ავის მქმნელნი დააშინნეს კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდე

1600. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა გარდახდეს გავლეს სოფელი ნახეთ სიმუხთლე ჟამისა ვის გრძლად გონია მისთვისცა არის ერთისა წამისა ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა

1601. ქართველთა ღუთისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად ორგულთა მათთა დამწველად ერთგულთა გამახარებლად

1602. დავითის ქნანი ვითა ვსთქუნე სიჩალხე სიხაფეთანი ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ჴელმწიფეთანი პირველ ზნენი და საქმენი ქებანი მათ მეფეთანი ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ ამითა ვილაყფეთანი

1603. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ ბედია მაყივნებელი ვის არ შეუცვლის კარგია ორისავ იყოს მხლებელი

1604. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა აბდულმესია შავთელსა ლექსი მას უქეს რომელსა დილარგეთ სარგის თმოგველსა მას ენა დაუშრომელსა ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა