... (S-2781), XIX ს.

215. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემაჟლეტად ანუ მომკლავს ანუ მოვკლავ დაიმალვის მეტისმეტად

216. ავთანდილ ეტყვის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რაზომც მოვლიდეს ზღუდენი მუნითგან ვსძებნო ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

217. წინაუკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ შეჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

218. დღისით ჰვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყუნეს ძირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრონი თვალუწთომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

219. მან ყმამან ქუაბსა მიმართა გავლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭურეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უმზერდა იგი ყმა მივა ცრემლმინადენია

220. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქუაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

221. ყმამან უთხრა დაო ასმათ ხიდნი ზღუასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხუდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე სთქუა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს

222. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოთქმიდიან მოსცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ ჭურეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევაზმასა

223. სული დაიღო მან ქალმან დათმო გულისა წყლულობა ქუაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსრულობა

224. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

225. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასრე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი კულავ უფრორე დაიღრეჯდა

226. ავთანდილ ახლოს კულა ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

227. მასუჱ გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილ სჭურეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა სთქუა თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

228. აწ ამას ჩემთვის ღუთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ჰამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი მართალი გავაბრჭობინო მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა არც მისი დავისობინო

229. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა გამობმული ზედა შეჯდა გაემართა ქუაბი დახვდა კარგანხმული მუნით ქალი გამოიჭრა გულმდუღარე ცრემლდასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლბაკმული

230. ვერ იცნა სახე არ გუანდა მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

231. მას ყმასა წინა მიურბოდა ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა მჭურეტთა მიდამო ძრწებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

232. ეტყოდა სულე რამც გიყავ კაცი ვარ ადამიანი უფეროქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტანსარო პირბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

233. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ ჰსცთები ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა

234. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა ტირილი სიცილსა ვაგლახი მიჯობს მღერასა