... (S-4988), XVII-XVIII სს.

159. თქუა჻ მზეო჻ ვარდსა჻ სიშორე჻ შენი჻ დამაჩნდეს჻ ეს჻ ადრე: ბროლი჻ და჻ ლალი჻ გასრულვარ჻ ქარვისა჻ უყვითლესადრე: მაშინ჻ რაღა჻ ვქმნა჻ ვერ჻ ჭურეტა჻ რა჻ მომხვდეს჻ კვლა჻ უგრძესადრე: ჴამს჻ მოყვრისათვის჻ სიკვდილი჻ ესე჻ მე჻ დამიც჻ წესადრე:

160. საწოლს჻ დაწვა჻ ტირს჻ მტირალსა჻ ცრემლი჻ ძნელად჻ ეჴოცების: ვითა჻ ვერხვი჻ ქარისაგან჻ ირხევის჻ და჻ ეკეცების: რა჻ მილულნის჻ სიახლევე჻ საყუარლისა჻ ეოცების: შეკრთის჻ დიდი჻ დაიძახის჻ მით჻ პატიჟი჻ ეოცების:

161. მოშორვება჻ საყვარლისა჻ მას჻ შეჰქმნოდა჻ მისად჻ ღაზოდ: ცრემლსა჻ ვითა჻ მარგალიტსა჻ წვიმს჻ ვარდისა჻ დასანაზოდ: რა჻ გათენდა჻ შეეკაზმა჻ მისთა჻ მჭვრეტთა჻ სალამაზოდ: ცხენსა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დარბაზს჻ მივა჻ სადარბაზოდ:

162. დარბაზს჻ ეჯიბი჻ შეგზავნა჻ მართ჻ მისგან჻ შენარბონია: შესთვალა჻ გკადრებ჻ მეფეო჻ მე჻ ესე჻ მამიგონია: ყოველი჻ პირი჻ მიწისა჻ თქუენ჻ ჴმლითა჻ დაგიმონია: აწ჻ თუ჻ სჯობს჻ ესე჻ ამბავი჻ სცნან჻ რაცა჻ გარემონია:

163. მე჻ წავიდე჻ მოვიარო჻ ვილაშქრო჻ და჻ ვინაპირო: თინათინის჻ ჴელმწიფობა჻ მტერთა჻ თქვენთა჻ გულსა჻ ვგმირო: მორჩილქმნილთა჻ გავახარო჻ ურჩი჻ ყუელა჻ ავატირო: ძღვენნი჻ გკადრნე჻ ზედაზედა჻ არ჻ სალამი჻ დავაძვირო:

164. შევიწიო჻ ბედი჻ თქვენი჻ და჻ შევიბა჻ საგდებელი: ვინაპირო჻ მტერთა჻ მოსრვად჻ კულავ჻ გიახლო჻ სისხლთა჻ მღურელი: არ჻ გაუშვა჻ შეუპყრობლად჻ ბულბულიცა჻ ინდოელი: სანაპირო჻ დავარბივო჻ დაგამონო჻ თქუენ჻ ყოელი:

165. მეფესა჻ ეთქუა჻ ამისი჻ დიადი჻ მადლიერობა: ებრძანა჻ ლომო჻ არა჻ გჭირს჻ შენ჻ ომთა჻ გამდრეკელობა: აწე჻ მაგ჻ შენსა჻ თათბირსა჻ ჰგავსო჻ შენივე჻ ქველობა: მაშინ჻ რაღა჻ ვქნა჻ თუ჻ მამხუდეს჻ კულავ჻ სიშორისა჻ გრძელობა:

166. ყმა჻ შევიდა჻ თაყვანისცა჻ მადლი჻ რამე჻ მოახსენა: ჴელმწიფეო჻ მიკვირს჻ ქება჻ რად჻ იკადრეთ჻ ჩემი჻ თქუენა: აწ჻ ნუთუ჻ კულა჻ სიშორისა჻ ღმერთმან჻ ბნელი჻ გამითენა: პირი჻ თქუენი჻ მხიარული჻ მხიარულსა჻ კულა჻ მიჩუენა:

167. მეფე჻ ყელსა჻ მოეკიდა჻ გარდაჰკოცნა჻ ვითა჻ შვილი: სხვა჻ მისებრივ჻ არ჻ ყოფილა჻ არ჻ გამზრდელი჻ არ჻ გაზრდილი: ყმა჻ ადგა჻ და჻ წამოვიდა჻ მას჻ დღე჻ მათი჻ ჩანს჻ გაყრილი: როსტან჻ მისთვის჻ აატირა჻ გონიერი჻ გული჻ ტკბილი:

168. გამოემართა჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ მჴნე჻ ლაღად჻ მავალი: ოც჻ დღე჻ იარა჻ ღამეცა჻ დღეზედა჻ წართო჻ მრავალი: იგია჻ ლხინი჻ სოფლისა჻ იგია჻ ნივთი჻ და჻ ვალი: არ჻ მისცილდება჻ თინათინ჻ მისი჻ მას჻ ვისგან჻ სწვავს჻ ალი:

169. რა჻ მოვიდა჻ სიხარული჻ შიგან჻ გაჰჴდა჻ სამეფოსა: მოეგებნეს჻ დიდებულნი჻ ძღვენსა჻ სძღვნიდეს჻ იეფოსა: იგი჻ პირმზე჻ არ჻ მოსცთების჻ სიარულსა჻ სასწრაფოსა: მიხუდეს჻ მყოფნი჻ მას჻ წინაშე჻ სიხარულსა჻ სასწრაფოსა:

170. ქალაქი჻ ჰქონდა჻ მაგარი჻ საზაროდ჻ სანაპიროსა: გარე჻ კლდე჻ იყო჻ გიამბობ჻ ზღუდესა჻ უქვითკიროსა: ყმამან჻ მუნ჻ დაჰყო჻ სამი჻ დღე჻ ამოსა჻ სანადიროსა: გაზრდილი჻ მისი჻ შერმადინ჻ დაისვა჻ სავაზიროსა:

171. ესეა჻ მონა჻ შერმადინ჻ ზემოთცა჻ სახელდებული: თანა჻ შეზრდილი჻ ერთგული჻ და჻ მისთვის჻ თავდადებული: მან჻ არ჻ იცოდა჻ აქამდის჻ მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ დებული: აწ჻ გაუცხადა჻ სიტყვები჻ მის჻ მზისა჻ იმედებული:

172. უბრძანა჻ აჰა჻ შერმადინ჻ ამად჻ მე჻ შენგან჻ მრცხუენიან: ჩემნი჻ საქმენი჻ ყოველნი჻ გიცნია჻ გაგივლენიან: მაგრამ჻ არ჻ იცი჻ აქამდის჻ რანიცა჻ ცრემლნი჻ მდენიან: მე჻ ვისგან჻ მქონდეს჻ პატიჟნი჻ აწ჻ მასვე჻ მოულხენიან:

173. მოუკლავარ჻ თინათინის჻ სურვილსა჻ და჻ სიყუარულსა: ცრემლი჻ ცხელი჻ ასოვლებდის჻ ნარგისთაგან჻ ვარდსა჻ ზრულსა: ვერ჻ ვაჩენდი჻ აქანამდის჻ ჭირსა჻ ჩემგან჻ დაფარულსა: აწ჻ მიბრძანა჻ საიმედო჻ ამად჻ მხედავ჻ მხიარულსა:

174. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ ყმისა჻ დაკარგულისა: მოხვიდე჻ სრულ჻ ვქმნა჻ მაშინღა჻ შენი჻ წადილი჻ გულისა: ქმარი჻ არ჻ მინდა჻ უშენოდ჻ მამხუდეს჻ ხისა჻ რგულისა: მამცა჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა:

175. ავთანდილ჻ ეტყუის჻ შერმადინს჻ ლაღი჻ და჻ შეუპოველი: თინათინ჻ მითხრა჻ იმედი჻ პოვნასა჻ ზეცით჻ მოველი: მისიმცა჻ შოვნა჻ ვის჻ ძალუც჻ დაფასდეს჻ მოუქსოველი: ფიცი჻ მაქუს჻ ვერ჻ გამიცრუვებს჻ მოწმად჻ მყავს჻ არსი჻ ყოველი:

176. პირველ჻ ყმა჻ ვარ჻ წასულა჻ მინდა჻ პატრონისა჻ სამსახურად: ჴამს჻ მეფეთა჻ ერთგულობა჻ ყოფა჻ გუმართებს჻ ყმასა჻ ყმურად: მერმე჻ ცეცხლი჻ დაუვსია჻ აღარა჻ მწვავს჻ გულსა჻ მურად: ჴამს჻ თუ჻ კაცი჻ არ჻ შეუდრკეს჻ ჭირს჻ მიუჴდეს჻ მამაცურად:

177. ვართ჻ უმოყვრესნი჻ მე჻ და჻ შენ჻ ყოველთა჻ პატრონყმათასა: ამისთვის჻ გნუკევ჻ სმენასა჻ შენ჻ ამა჻ ჩემთა჻ ჴმათასა: ჩემ჻ წილ჻ დაგაგდებ჻ პატრონად჻ თავადად჻ სხვათა჻ ყმათასა: ამა჻ საქმესა჻ ვერა჻ ვიქ჻ მე჻ განდობასა჻ სხვათასა:

178. ლაშქართა჻ და჻ დიდებულთა჻ ალაშქრებდი჻ ნაპირობდი: დარბაზს჻ კაცსა჻ გაგზავნიდი჻ და჻ ამბავსა჻ მათსა჻ ცნობდი: წიგნსა჻ სწერდი჻ ჩემ჻ მაგიერ჻ უფასოსა჻ ძღვენსა჻ სძღვნობდი: აქა჻ სამ჻ წელ჻ არ჻ ყოფასა჻ ჩემსა჻ მათმცა჻ რად჻ აგრძნობდი: