... (S-4988), XVII-XVIII სს.

99. თვალთა჻ ჴელი჻ უკუივლო჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ მოიწურნა: ჴრმალ჻ კაპარჭი჻ მოიმაგრა჻ მკლავნი჻ გაიმამაცურნა: ცხენსა჻ შეჯდა჻ მონათამცა჻ საუბარნი჻ რად჻ იყურნა: სხვასა჻ მჴარსა჻ გაემართა჻ მათი჻ ჭირი჻ არ჻ გაჰკურნა:

100. მონათა჻ ჴელი჻ გამართეს჻ მის჻ ყმისა჻ შესაპყრობელად: მან჻ გლახ჻ იგინი჻ დაჴადნა჻ მტერთაცა჻ საწყალობელად: ჰკრა჻ ერთმანერთსა჻ დაჴოცა჻ თავისა჻ ჴელ჻ აუპყრობელად: ზოგსა჻ გადაჰკრის჻ მათრაჴი჻ მკრდამდის჻ გასაპობელად:

101. მეფე჻ გაწყრა჻ გაგულისდა჻ მონანიცა჻ შეუზახა: მან჻ მდევართა჻ მიწევნამდის჻ არ჻ უჭურიტა჻ არცა჻ ნახა: რაზომიცა჻ მიეწივნეს჻ ყოვლნი჻ მკვდართა჻ დაასახა: კაცნი჻ კაცსა჻ შემოსტყორცნა჻ როსტან჻ ამად჻ ივაგლახნა:

102. შესხდეს჻ მეფე჻ და჻ ავთანდილ჻ მის჻ ყმისა჻ მისაწეველად: იგი჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ მივა჻ ტანისა჻ მრხეველად: ტაიჭი჻ მიუქს჻ მერანსა჻ მიეფინების჻ მზე჻ ველად: შეიგნა჻ მისულა჻ მეფისა჻ მისად჻ უკანა჻ მდეველად:

103. რა჻ ცნა჻ მეფე჻ მოვიდაო჻ ჰკრა჻ მათრაჴი჻ მისსა჻ ცხენსა: მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ არ჻ უნახავს჻ თუალსა჻ ჩვენსა: ჰგვანდა჻ ქვესკნელს჻ ჩაძრომილსა჻ ანუ჻ ზეცად჻ ანაფრენსა: ეძებდეს჻ და჻ ვერ჻ ჰპოეს჻ კვალსა჻ მისგან჻ წანარბენსა:

104. კვალი჻ ძებნეს჻ და჻ უკვირდათ჻ ვერ჻ პოვნა჻ ნაკვალევისა: აგრე჻ კუალ჻ წმიდად჻ წაჴდომა჻ კაცისა჻ ვითა჻ დევისა: ლაშქარნი჻ მკვდართა჻ ტიროდეს჻ სწრაფა჻ აქუთ჻ წყლულთა჻ ხევისა: მეფემან჻ ბრძანა჻ ვნახეო჻ მიზეზი჻ ლხინთა჻ ლევისა:

105. ბრძანა჻ ღ~თსა჻ მოეწყინა჻ აქანამდის჻ ჩემი჻ შუება: ამად჻ მიყო჻ სიამისა჻ სიმარითა჻ დანაღულება: სიკუდილამდი჻ დამაწყლულა჻ ვერვის჻ ძალუც჻ განკურნება: მასვე჻ მადლი჻ ესე჻ იყო჻ წადილი჻ და჻ მისი჻ ნება:

106. ესე჻ თქვა჻ და჻ შემობრუნდა჻ დაღრეჯილი჻ წამოვიდა: არცა჻ ჰკრაღა჻ ასპარეზსა჻ ვამი჻ ვამსა჻ მოურთვიდა: ყველაკაი჻ მოიშალა჻ სადაცა჻ ვინ჻ მჴეცთა჻ სრვიდა: ზოგთა჻ თქვეს჻ თუ჻ უმართლეა჻ ზოგნი჻ ღმერთო჻ უზრახვიდა:

107. მეფე჻ საწოლს჻ შემოვიდა჻ სევდიანი჻ დაღრეჯილი: მისგან჻ კიდევ჻ არვინ჻ შეჰყვა჻ ავთანდილ჻ უჩნს჻ ვითა჻ შვილი: ყველაკაი჻ გაიყარა჻ ჯალაბი჻ ჩანს჻ არ჻ დაჯრილი: გაბედითდა჻ სიხარული჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ტკბილი:

108. თინათინს჻ ესმა჻ ეგეთი჻ მამისა჻ დაღრეჯილობა: ადგა჻ და჻ კარსა჻ მივიდა჻ ჰქონდა჻ მზისაცა჻ ცილობა: მოლარე჻ უჴმო჻ უბრძანა჻ ძილია჻ თუ჻ უძილობა: მან჻ მოახსენა჻ დაღრეჯით჻ ზის჻ სჭირსო჻ ფერშეშლილობა:

109. ერთიღა჻ ახლავს჻ ავთანდილ჻ წინაშე჻ უზის჻ სკამითა: უცხო჻ ყმა჻ ვინმე჻ უნახავს჻ ასრე჻ დაღრეჯით჻ ამითა: თინათინ჻ ბრძანა჻ აწ჻ წავალ჻ შესლვა჻ ჴამს჻ ჩემი჻ ჟამითა: მიკითხოს჻ ჰკადრე჻ იყოთქო჻ აქა჻ ერთითა჻ წამითა:

110. ავთანდილცა჻ შეუზარდა჻ და჻ თხრობასა჻ დაუპირდა: ნუ჻ იჭირვით჻ მოახსენა჻ ჴელმწიფესა჻ გაუკვირდა: მუხთალია჻ ეს჻ სოფელი჻ შურს჻ და჻ ლხინი჻ დაგვიძვირდა: მისსა჻ მზესა჻ შეუთუალა჻ ჴელმწიფესა჻ რაცა჻ სჭირდა:

111. ხანი჻ გამოჰხდა჻ იკითხა჻ ნეტარ჻ რასა჻ იქს჻ ქალიო: ჩემი჻ ლხინი჻ და჻ ჯავარი჻ ჩემი჻ სოფლისა჻ წყალიო: მოლარე჻ ჰკადრებს჻ მოვიდა჻ აწეღა჻ ფერნამკრთალიო: დაღრეჯით჻ გცნა჻ და჻ მიბრუნდა჻ წინაშე჻ მამავალიო:

112. უბრძანა჻ თუ჻ წადი჻ უჴმე჻ უმისობა჻ ვით჻ გავძლეო: მოახსენე჻ რად჻ დაბრუნდი჻ შენ჻ მამისა჻ სიცოცხლეო: მოდი჻ ჭმუნვა჻ გამიქარვე჻ მე჻ თუ჻ ლხინსა჻ რადა჻ ვლეო: გითხრა჻ ჩემი჻ სამიზეზო჻ გულსა჻ წყლულსა჻ მიწამლეო:

113. თინათინ჻ ადგა჻ მივიდა჻ მიჰყუა჻ მამისა჻ ნებასა: უგავს჻ პირისა჻ სინათლე჻ მთვარისა჻ მოვანებასა: მამამან჻ გვერცა჻ დაისვა჻ აკოცებს჻ ნებანებასა: უბრძანა჻ მახლავ჻ რად჻ არა჻ რად჻ მელი჻ მოყვანებასა:

114. ქალმან჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფეო჻ დაღრეჯილსა჻ ვინცა჻ გცნობდეს: ვინმცა჻ გნახა჻ კადნიერად჻ რაზომ჻ გინდა჻ ამაყობდეს: თქვენი჻ აგრე჻ დაღრეჯანი჻ მნათობთაცა჻ დაამჴობდეს: კაცმან჻ საქმე჻ მოიგუაროს჻ ვეჭუ჻ ჭმუნვასა჻ ესე჻ სჯობდეს:

115. იგი჻ პირმზე჻ ეუბნების჻ ვერვინ჻ ნახა჻ ნაუბარი: მიცემულხარ჻ ჭირსა჻ რასმე჻ ცრემლთა჻ აფრქვევ჻ გულმდუღარი: ზოგჯერ჻ შეთად჻ გაიძახი჻ ჰგავს჻ ატყინებს჻ ცეცხლსა჻ ქარი: მეჯლიშითა჻ გავიახლოთ჻ ესე჻ სევდა჻ რამე჻ არი:

116. უბრძანა჻ შვილო჻ რაზომცა჻ მჭირს჻ საქმე჻ სავაგლახია: შენი჻ ჭურეტა჻ და჻ სიახლე჻ ლხინადვე჻ დამისახია: მამქარვებილი჻ სევდისა჻ მართ჻ ვითა჻ მუფარახია: ვეჭუ჻ რა჻ სცნა჻ შენცა჻ მამართლო჻ ჩემი჻ სულთქმა჻ და჻ ახია:

117. უცხოსა჻ და჻ საკვირველსა჻ ყმასა჻ რასმე჻ გარდვეკიდე: მისმან჻ შუქმან჻ გაანათლა჻ სამყარო჻ და჻ ჴმელთა჻ კიდე: რა჻ უმძიმდა჻ არ჻ ვიცოდით჻ ან჻ ტიროდა჻ ვისთვის჻ კიდე: ჩემად჻ ნახვად჻ არ჻ მოვიდა჻ გავგულისდი჻ წავეკიდე:

118. მე჻ რა჻ მნახა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ თვალთა჻ ცრემლნი჻ მოიჴოცნა: შესაპყრობლად჻ შეუძახე჻ სპანი჻ სრულად჻ დამიჴოცნა: ვითა჻ ეშმა჻ დაგვეკარგა჻ არ჻ კაცურად჻ გარდამკოცნა: ჯერეც჻ ესე჻ არა჻ ვიცი჻ ცხადი჻ იყო჻ თუ჻ მეოცნა: