... (S-4988), XVII-XVIII სს.

40. თინათინ჻ მიჰყავს჻ მამასა჻ პირითა჻ მით჻ ნათელითა: დასვა჻ და჻ თავსა჻ გვირგვინი჻ დასდგა჻ თავისა჻ ჴელითა: მისცა჻ სკიპტრა჻ და჻ შემოსა჻ მეფეთა჻ სამოსელითა: ქალი჻ სჭურეტს჻ მზეებრ჻ ყოველთა჻ ცნობითა჻ ბრძნად჻ მხედველითა:

41. უკუდგეს჻ და჻ თაყვანი჻ სცეს჻ მეფემან჻ და჻ მისთა჻ სპათა: დალოცეს჻ და჻ მეფედ჻ დასვეს჻ ქება჻ უთხრეს჻ სხვაგნით჻ სხვათა: ბუკსა჻ ჰკრეს჻ და჻ წინწილანი჻ დაატკბობდეს჻ მათთა჻ ჴმათა: ქალი჻ ტირს჻ და჻ ცრემლთა჻ აფრქვევს჻ ხრის჻ ყორნისა჻ ბოლო჻ ფრთათა:

42. მამისა჻ ტახტსა჻ საჯდომად჻ თავი჻ არ჻ ეღირსებოდა: ამად჻ ტირს჻ ბაღი჻ ვარდისა჻ ცრემლითა჻ აივსებოდა: მეფე჻ სწურთნის჻ მამა჻ ყოველთა჻ ძისაგან჻ ითავსებოდა: ამისად჻ ქნამდის჻ დამწველი჻ ცეცხლი჻ არ჻ დამევსებოდა:

43. უბრძანა჻ ნუ჻ სტირ჻ ასულო჻ ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი: დღეს჻ შენ჻ ხარ჻ მეფე჻ არაბეთს჻ ჩემგან჻ ჴელმწიფედ჻ ჴმობილი: აქამდია჻ ესე჻ სამეფო჻ მართ჻ შენია჻ მინდობილი: ხარმცა჻ ბრძნად჻ მქმნელი჻ საქმისა჻ იყავ჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი:

44. ვარდთა჻ და჻ ნეხვთა჻ ვინათგან჻ მზე჻ სწორად჻ მოეფინების: დიდთა჻ და჻ წურილთა჻ წყალობა჻ შენცა჻ ნუ჻ მოგეწყინების: უხვი჻ ახსნილსა჻ დააბამს჻ იგი჻ თვით჻ ების჻ ვინ჻ ების: უხვად჻ გასცემდი჻ ზღვათაცა჻ შესდის჻ და჻ გაედინების:

45. უთრუთ,჻ საამ,჻ ზაალ,჻ როსტომ,჻ აიოზ჻ და჻ სალიმ,჻ თურა,჻ –: ვერც჻ მათ჻ იპყრეს჻ ეს჻ სოფელი,჻ დაემართა,჻ იცი,჻ თუ჻ რა?–: კაცს჻ ეჭიროს჻ კარგი჻ საქმე,჻ ჴელთა჻ ქორსა჻ ვითა჻ თურა,: არ჻ დაიგმოს჻ მოყურისაგან,჻ ათქმევინოს,჻ რა჻ ქნა჻ თურა:

46. მეფეთა჻ შიგან჻ სიუხვე჻ ვით჻ ედემს჻ ალვა჻ რგულია: უხუსა჻ მორჩილობს჻ ყოველი჻ იგინიც჻ ვინ჻ ორგულია: სმა჻ ჭამა჻ დიდად჻ შესარგი჻ დება჻ რა჻ სავარგულია: რასაცა჻ გასცემ჻ ჩვენია჻ რას჻ არა჻ დაკარგულია:

47. ამა჻ მამისა჻ სწავლასა჻ ქალი჻ ბრძნად჻ მოისმინებდა: ყურსა჻ უპყრობდა჻ ისმენდა჻ წურთასა჻ არ჻ მოიწყინებდა: მეფე჻ სმასა჻ და჻ მღერასა჻ იქს჻ მეტად჻ მოილხინებდა: თინათინ჻ მზესა჻ სწუნობდა჻ მაგრა჻ მზე჻ თინათინებდა:

48. რა჻ გადიდა჻ ნადიმობა჻ დაატკბობდეს჻ ჩანგი჻ ჴმასა: მათ჻ ტურფათ჻ სანახავად჻ ჯარი჻ მოდგის჻ ბანის჻ ბანსა: ბულბული჻ და჻ იადონი჻ იძახოდენ჻ მულღანზარსა: თავის჻ მსუმელთა჻ დავლიოთო჻ ძალი჻ მისცეს჻ ღვინის჻ სმასა:

49. მოიჴმო჻ მისი჻ გამზრდელი჻ ერთგული჻ ნაერთგულევი: უბრძანა჻ ჩემი჻ საჭურჭლე჻ შენგანვე჻ დანაბეჭდულევი: მამართვი჻ ჩემი჻ ყველაი჻ ჩემი჻ ნაუფლისწულევი: მოართვეს჻ გასცა჻ უზომო჻ უანგარიშო჻ ულევი:

50. მას჻ დღე჻ გასცემს჻ ყველაკასა჻ სივაჟისა჻ მოგებულსა: რომე჻ სრულად჻ აავსებდა჻ მცირესა჻ და჻ დიდებულსა: მერმე჻ ბრძანა჻ ვიქ჻ საქმესა჻ მამისაგან჻ სწავლებულსა: ჩემსა჻ ნურვინ჻ ნუ჻ დამალავთ჻ საჭურჭლესა჻ დადებულსა:

51. უბრძანა჻ წადით჻ გახსენით჻ რაცა჻ სად჻ საჭურჭლენია: ამილახორნო჻ მოასხით჻ რემა჻ ჯოგი჻ და჻ ცხენია: მოიღეს჻ გასცა჻ უზომო჻ სიუხვე჻ არ჻ მოსწყენია: ლარსა჻ ხვეტდიან჻ ლაშქარნი჻ მართ჻ ვითა჻ მეკობრენია:

52. ალაფობდეს჻ საჭურჭლესა჻ მისსა჻ ვითა჻ ნათურქალსა: მას჻ ტაიჭსა჻ არაბულსა჻ ქვე჻ ნაბამსა჻ ნასუქალსა: რომე჻ გვანდა჻ სიუხვითა჻ ბუქსა჻ ზეცით჻ ნაბუქალსა: არ჻ დაარჩენს჻ ცალიერსა჻ არ჻ ყმასა჻ და჻ არცა჻ ქალსა:

53. მის჻ ჯარისა჻ სიხარული჻ მე჻ გიამბო჻ ამად჻ კიდე: რა჻ გარდაჰჴდა჻ ოდენ჻ ჭამა჻ ჴელმწიფემან჻ თავი჻ ჰკიდა: ავთანდილ჻ და჻ სოგრატ჻ ჰკვირან჻ ნეტარ჻ რამცა჻ წაეკიდა: საჭურჭლეთა჻ გარდაგება჻ დაუმძიმდა჻ მეტად჻ კიდა:

54. დღე჻ ერთ჻ გარდაჰჴდა჻ პურობა჻ სმა჻ ჭამა჻ იყო჻ ხილობა: ნადიმად჻ მჯდომთა჻ ლაშქართა჻ მუნ჻ დიდი჻ შემოყრილობა: მეფემან჻ თავი჻ დაჰკიდა჻ და჻ ჰქონდა჻ დაღრეჯილობა: ნეტარ჻ რა჻ უმძიმს჻ რა჻ სჭირსო჻ შექნეს჻ ამისი჻ ცილობა:

55. თავსა჻ ზის჻ პირმზე჻ ავთანდილ჻ მჭურეტთაგან჻ მოსანდომია: დიდი჻ სპასპეტი჻ ჩაუქი჻ ვითა჻ ვეფხი჻ და჻ ლომია: ვეზირი჻ ბერი჻ სოგრატი჻ თვით჻ მასთანავე჻ მჯდომია: თქუეს჻ თუ჻ რა჻ უმძიმს჻ მეფესა჻ ანუ჻ რა჻ ფერი჻ ჰკრთომია:

56. თქვეს჻ თუ჻ მეფე჻ ცუდსა჻ რასმე჻ გონებასა჻ ჩავარდნილა: თვარემ჻ აქა჻ სამძიმარი჻ მათი჻ ყოლე჻ არა჻ ქმნილა: ავთანდილ჻ თქვა჻ სოგრატ჻ ვჰკითხოთ჻ გვითხრას჻ რამცა჻ შეგვეცილა: ვჰკადროთ჻ რამე჻ სალაღობო჻ რასათვისმცა჻ გაგვაწბილა:

57. ადგეს჻ სოგრატ჻ და჻ ავთანდილ჻ ტანითა჻ მშვენიერითა: თვითო჻ აიღეს჻ ჭიქები჻ მივლენ჻ ქცევითა჻ წყნარითა: წინა჻ მიუსხდეს჻ მუჴლ჻ მოყრით჻ პირითა჻ მოცინარითა: ვეზირი჻ ჰკადრებს჻ ენითა჻ წყლიანად჻ მოუბარითა:

58. დაგიღრეჯია჻ მეფეო჻ აღარ჻ გიცინის჻ პირიო: მართალ჻ ხარ჻ წაჴდა჻ საჭურჭლე჻ თქუენი჻ მძიმე჻ და჻ ძვირიო: ყუელასა჻ გასცემს჻ ასული჻ თქვენი჻ საბოძვარ჻ ხშირიო: ყოლემცა჻ მეფედ჻ ნუ჻ დასვი჻ თავსა჻ რად჻ უგდე჻ ჭირიო:

59. რა჻ მეფემან჻ მოისმინა჻ გაცინებით჻ შემოხედნა: გაუკვირდა჻ ვით჻ მკადრაო჻ ან჻ სიტყუა჻ ვით჻ გაბედნა: კარგად჻ ჰქენო჻ დაუმადლა჻ ბრძანებანი჻ უიმედნა: ჩემი჻ ძრახვა჻ სიძუნწისა჻ ტყვის჻ ვინცა჻ დაიყბედნა: