... (S-4988), XVII-XVIII სს.

60. ეგე჻ არ჻ მიმძიმს჻ ვაზირო჻ ესეა჻ რომე჻ მწყენია: სიბერე჻ მახლავს჻ დავლიე჻ სიყმაწვილისა჻ დღენია: კაცი჻ არ჻ არის჻ სითკენცა჻ საბრძენებელი჻ ჩვენია: რომე჻ მას჻ ჩემგნით჻ ესწავლნეს჻ სამამაცონი჻ ზნენია:

61. ერთაი჻ მიზის჻ ასული჻ ნაზარდი჻ სათუთობითა: ღმერთმან჻ არ჻ მომცა჻ ყმა჻ შვილი჻ ვარ჻ საწუთროსა჻ თმობითა: ანუმცა჻ მგვანდა჻ მშვილდოსნად჻ ანუ჻ კვლავ჻ ბურთაობითა: ცოტასა჻ შემწევს჻ ავთანდილ჻ ჩემგანვე჻ ნაზარდობითა:

62. ყმა჻ მეფისა჻ ბრძანებასა჻ ლაღი჻ წყნარად჻ მოისმენდა: თავ჻ მოდრეკით჻ გაიღიმნა჻ გაცინება჻ დაუშვენდა: თეთრთა჻ კბილთათ჻ გამომკრთალსა჻ შუქსა჻ ველთა჻ მოაფენდა: მეფე჻ ბრძანებს჻ რას჻ იცინი჻ ანუ჻ ჩემგან჻ რა჻ შეგრცხვენდა:

63. კვლავ჻ უბრძანა჻ თავსა჻ ჩემსა჻ რას჻ იცინი჻ რა჻ დამგმეო: ყმამან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ და჻ ფარმანი჻ მიბოძეო: რაცა჻ გკადრო჻ არ჻ გეწყინოს჻ არ჻ გარისხდე჻ არ჻ გასწყრეო: არ჻ გამჴადო჻ კადნიერად჻ არ჻ ამიკლო჻ ამაზეო:

64. უბრძანა჻ რადმცა჻ ვიწყინე჻ თქუმა჻ შენგან჻ საწყინარისა: ფიცა჻ მზე჻ თინათინისა჻ მის჻ მზისა჻ მოწუნარისა: ავთანდილ჻ იტყვის჻ დავიწყო჻ კადრება჻ საუბარისა: ნუ჻ მოჰკვეხ჻ მშვილდოსნობასა჻ თქმა჻ სჯობს჻ სიტყვისა჻ წყნარისა:

65. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ თქვენს჻ წინა჻ მშვილდოსანია: ნაძლევი჻ დავდვათ჻ მოვასხნეთ჻ მოწმად჻ თქვენივე჻ სპანია: მოასპარეზედ჻ ვინ჻ მჯობთო჻ ცუდნიღა჻ უკუთქმანია: გარდამწყვედელი჻ მისიცა჻ ბურთი჻ და჻ მოედანია:

66. მეფე჻ ლაღი჻ და჻ წყლიანი჻ გამხიარულდა჻ მეტადრე: სიცილით჻ უთხრა჻ ავთანდილს჻ შვილად჻ გზრდი჻ მით჻ შემეკადრე: იცი჻ არ჻ ვიწყენ჻ გაზრდილი჻ მით჻ შემამიხველ჻ ზედადრე: თუ჻ არ჻ მაჯობო჻ გასწბილდე჻ ბედი჻ გეყოფის჻ ბედადრე:

67. როსტევან჻ უთხრა჻ მით჻ მკადრე჻ არ჻ ეჭუდი჻ ჩემგან჻ წყენასა: რასთვის჻ შემკადრე჻ საუბრად჻ ვით჻ ათქმევინე჻ ენასა: სრულ჻ სპათა჻ ყური჻ მოუპყარ჻ ჩემთა჻ ნათქვამთა჻ სმენასა: თუ჻ არ჻ გასწბილდე჻ მაჯობო჻ ბედი჻ გითოვდეს჻ ზე჻ ნამსა:

68. მე჻ არ჻ შეგარჩენ჻ შენ჻ ჩემსა჻ მაგისა჻ დაცილებასა: წავიდეთ჻ ხვალე჻ ვისროლოთ჻ ნუ჻ იქო჻ შედრეკილობა჻ კლებასა: კარგთა჻ კაცთასა჻ ვიქმოდეთ჻ მოწმად჻ ჩვენთანა჻ ხლებასა: ვინცა჻ ვესროლოთ჻ უკეთა჻ მას჻ შეასხმიდენ჻ ქებასა:

69. ავთანდილცა჻ დამორჩილდა჻ საუბარი჻ გარდაწყვიდეს: იცინობდეს჻ ყმაწვილობდეს჻ საყუარლად჻ და჻ კარგად჻ ზმიდეს: ნაძლევიცა჻ გააჩინეს჻ ამა჻ პირსა჻ დაასკვნიდეს: ვინცა჻ იყოს჻ უარესი჻ თავშიშველი჻ სამ჻ დღე჻ ვლიდეს:

70. მეფე჻ უბრძანებს჻ კაცი჻ ჴამს჻ ჩვენთა჻ ნაკრავთა჻ მთვალავად: ნაკრავთა჻ შემადარებლად჻ და჻ მკვდართა჻ არ჻ დამმალავად: სხვანი჻ ისრისა჻ მამრთმევლად჻ მომრთუმელი჻ არ჻ ღაფალ჻ ავად: შენთა჻ ნაკრავთა჻ მართლად჻ თქმა჻ სხვათათვის჻ არ჻ დამალავად:

71. კულავ჻ ბრძანეს჻ მონა჻ თორმეტი჻ შევსხათ჻ ჩვენთანა჻ მარებლად: თორმეტი჻ ჩემად჻ ისრისა჻ მამრთმევლად჻ მოსახმარებლად: ნასროლ჻ ნაკრავსა჻ დასთულიდენ჻ უტყუვრად჻ მიუმცდარებლად: ერთაი჻ შენი჻ შერმადინ჻ არს჻ მათად჻ დასადარებლად:

72. მონადირეთა჻ უბრძანა჻ მინდორნი჻ მოიარენით: დასცემი჻ ჯოგი჻ მრავალთა჻ თავნი჻ ამისთვის჻ არენით: ლაშქარნი჻ სამზოდ჻ აწვიეს჻ მოდით჻ და჻ მოიჯარენით: გაყარეს჻ სმა჻ და჻ ნადიმი჻ მუნ჻ ამაოდ჻ გავიხარენით:

73. უბრძანა჻ სრულად჻ ლაშქართა჻ ვით჻ ჴელმწიფეთა჻ წესია: ყოვლგნით჻ მოცევით჻ მინდორი჻ მუნ჻ ცეცხლი჻ ნუ჻ აკვესია: სადაც჻ რომ჻ ნახოთ჻ ნადირი჻ ჩუენზედა჻ მოასესია: აწ჻ პატრონ჻ ყმანი჻ ნახენით჻ რომელი჻ უარესია:

74. დილასა჻ ადრე჻ მოვიდა჻ იგი჻ ნაზარდი჻ სოსანი: ძოწეულითა჻ მოსილი჻ პირად჻ ბროლ჻ ბალახშოსანი: თავს჻ ოქრო჻ რიდე჻ ეხვია჻ შვენოდა჻ ქარქაშოსანი: მეფესა჻ გასულად჻ აწვევდა჻ მოდგა჻ თეთრ჻ ტაიჭოსანი:

75. შეეკაზმა჻ მეფე჻ შეჯდა჻ ნადირობას჻ გამოვიდეს: მგურგულივ჻ მინდორსა჻ მოსდგომოდეს჻ ალყად჻ გარე჻ შემოჰკრვიდეს: ზეიმი჻ და჻ ზარი჻ იყო჻ სპანი჻ ველთა჻ დაჰფარვიდეს: ნაძლევისა჻ მათისათვის჻ ისროდეს჻ და჻ ერთგან჻ სრვიდეს:

76. უბრძანა჻ მონა჻ თორმეტი჻ მოდით჻ ჩვენთანა჻ ვლიდითა: მშვილდსა჻ ფიცხელსა჻ მოგუცემდით჻ ისარსა჻ მოგვართმიდითა: ნაკრავსა჻ შეადარებდით჻ ნასროლსა჻ დასთვალვიდითა: დაიწყო჻ მოსულა჻ ნადირმან჻ ყოვლთა჻ მინდორთა჻ კიდითა:

77. მოვიდა჻ ჯოგი჻ ნადირთა჻ ანგარიშ჻ მიუჴდომელი: ირემი჻ თხა჻ და჻ კანჯარი჻ ქურციკი჻ მაღლა჻ მხლდომელი: მას჻ პატრონ჻ ყმანი჻ გაუჴდეს჻ ჭვრეტადმცა჻ სჯობდა჻ რომელი: აჰა჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ და჻ მკლავი჻ დაუშრომელი:

78. ცხენთა჻ მათთა჻ ნატერფალნი჻ მზესა჻ შუქთა჻ წაუხმიდეს: მიჰჴოცდეს჻ და჻ მიისროდეს჻ მინდორს჻ სისხლთა჻ მიასხმიდეს: რა჻ ისარი჻ დაელევის჻ მონანივე჻ მოართმიდეს: მჴეცნი჻ მათგან჻ დაკოდილნი჻ ბიჯსა჻ წაღმა჻ ვერ჻ წასდგმიდეს:

79. იგი჻ ველი჻ გაირბინეს჻ ჯოგი჻ წინა჻ შემოისხეს: დაჴოცეს჻ და჻ ამოწყვიდეს჻ ცათა჻ ღ~თი჻ შეარისხეს: ველნი჻ წითლად჻ შეეღებნეს჻ ცათა჻ ღ~თი჻ შეარისხეს: ავთანდილის჻ შემხედველთა჻ თქუეს჻ თუ჻ ალვა჻ ედემის჻ ხეს: