... (S-4988), XVII-XVIII სს.

80. იგი჻ მინდორი჻ დალივეს჻ მართ჻ მათგან჻ განარბენია: მინდორსა჻ იქით჻ წყალი჻ დის჻ და჻ წყლისა჻ პირსა჻ კლდენია: ნადირნი჻ ტყესა჻ შეესწრნეს჻ სადა჻ ვერა჻ რბის჻ ცხენია: იგი჻ მაშურალნი჻ ორნივე჻ მოსწყდეს჻ რაზომცა჻ მჴნენია:

81. ერთმანერთსა჻ თუ჻ მე჻ გჯობო჻ სიცილით჻ ეუბნებოდეს: ამხანაგობდეს჻ ლაღობდეს჻ იქით჻ და჻ აქათ჻ დგებოდეს: მერმე჻ მოვიდეს჻ მონანი჻ რომელნი჻ უკან჻ ჰყვებოდეს: უბრძანა჻ თქვითო჻ მართალი჻ ჩვენ჻ თქუენგან჻ არა჻ გუთნებოდეს:

82. მონათა჻ ჰკადრეს჻ მართალსა჻ გკადრებთ჻ და჻ ნუ჻ გემცდარებით: მეფეო჻ ყოლე჻ ვერ჻ ვიტყვით჻ შენსა჻ მაგისა჻ დარებით: აწეცა჻ დაგუჴოც჻ ვერა჻ ჰგავ჻ ვერათ჻ ვერ჻ მოგეჴმარებით: მისგან჻ ნაკრავნი჻ გვინახავნ჻ მხეცნი჻ ვერ჻ წაღმა჻ წარებით:

83. ორთავე჻ ერთგან჻ მოკლული჻ ყველაი჻ ათჯერ჻ ოცია: მაგრამ჻ ავთანდილს჻ ოცითა჻ უფროსი჻ დაუჴოცია: არ჻ დასცდენია჻ ერთიცა჻ რაც჻ ოდენ჻ შეუტყორცია: თქუენი჻ მრავალი჻ მიწითა჻ დასურილი჻ გაგვიჴოცია:

84. მეფესა჻ ესე჻ ამბავი჻ უჩნს჻ ვითა჻ მღერა჻ ნარდისა: უხარის჻ ეგრე჻ სიკეთე჻ მისისა჻ განაზარდისა: აქუს჻ მიჯნურობა჻ ამისი჻ ვითა჻ ბულბულსა჻ ვარდისა: სიცილით჻ ლაღობს჻ მიეცა჻ გულით჻ ამოსულა჻ დარდისა:

85. იგი჻ ორნივე჻ საგრილად჻ გარდაჴდეს჻ ძირსა჻ ხეთასა: ლაშქართა჻ შექნეს჻ მოდენა჻ მოდგეს჻ უფროსი჻ ბზეთასა: ახლოს჻ უთქს჻ მონა჻ თორმეტი჻ უმჴნესი჻ სხვათა჻ მჴნეთასა: თამაშობდეს჻ და჻ უჭვრეტდეს჻ წყალსა჻ და჻ პირსა჻ ტყეთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან ყმისა მის ვეფხისტყაოსნისა:

86. აქა჻ ჩადის჻ წყალი჻ რამე჻ პირსა჻ ხე჻ უთქს჻ ამოსრული: ხეთა჻ ძირსა჻ ლომი჻ იჯდა჻ ტანად჻ ალვა჻ ჯავარსრული: ტანსა჻ ეცვა჻ ვეფხის჻ ტყავი჻ წამს჻ არ჻ მისცის჻ თვალსა჻ ლული: სხვად჻ სევდასა჻ შეევიწრა჻ და჻ შეექმნა჻ დანასრული:

87. ნახეს჻ უცხო჻ მოყმე჻ ვინმე჻ ჯდა჻ მტირალი჻ წყლისა჻ პირსა: შავი჻ ცხენი჻ სადავითა჻ ჰყვანდა჻ ლომსა჻ და჻ ვითა჻ გმირსა: ხშირად჻ ესხა჻ მარგალიტი჻ ლაგამ჻ აბჯარ჻ უნაგირსა: ცრემლსა჻ ვარდი჻ დაეთრთვილა჻ გულსა჻ მდუღრად჻ ანატირსა:

88. მას჻ ტანსა჻ კაბა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავისა: ვეფხის჻ ტყავისა჻ ქუდივე჻ იყო჻ სარქმელი჻ თავისა: ჴელთა჻ ნაჭედი჻ მათრაჴი჻ ჰქონდა჻ უსხოსი჻ მკლავისა: ნახეს჻ და჻ ნახვა჻ მოუნდა჻ უცხოსა჻ სანახავისა:

89. როსტან჻ მონა჻ გაუგზავნა჻ ნახე჻ ვინ჻ ზის჻ წყლისა჻ პირსა: ხელსა჻ ვისმე჻ დავამგზავსე჻ მით჻ საწუთრო჻ არა჻ ჰკვირსა: შემოჰყრია჻ კაეშანი჻ მიცემულა჻ ძნელსა჻ ჭირსა: მოახსენე჻ სოფლის჻ მზესა჻ ტკბილად჻ ჰკითხე჻ რასთვის჻ ტირსა:

90. მეფემან჻ ბრძანა჻ ვინ჻ არის჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანადო: უბრძანა჻ ერთსა჻ მონასა჻ წადი჻ ფიცხლად჻ და჻ ჯანადო: გიბრძანებს჻ უთხარ჻ ვერ჻ გიცნობ჻ ჩემთა჻ ლაშქართა჻ თანადო: ვინცა჻ ხარ჻ მოდი჻ წინაშე჻ შენ჻ ჩვენგან჻ მონაყუანადო:

91. მოახსენა჻ მეფე჻ გიხმობს჻ დაიმდაბლოს჻ იმან჻ სული: თავმან჻ ჩემმან჻ მე჻ მას჻ მივსცემ჻ რაცა჻ უნდეს჻ ჩემეული: ბრძანებასა჻ დამორჩილდეს჻ ამად჻ ნუ჻ აქვს჻ გული჻ წყლული: ვითვისო჻ და჻ შევეთვისო჻ გაუახლო჻ გული჻ წყლული:

92. მოვიდა჻ მონა჻ საუბრად჻ მის჻ ყმისა჻ გულმდუღარისად: თავჩამოგდებით჻ მტირლისა჻ არ჻ მჭურეტთა჻ მოლიზღარისად: მუნვე჻ წვიმს჻ წვიმა჻ ბროლისა჻ ჰგია჻ გიშრისა჻ ღარი჻ სად: ახლოს჻ მივიდა჻ მოსცალდა჻ სიტყუისა჻ თქმად჻ აღარისად:

93. ვერა჻ ჰკადრა჻ საუბარი჻ მონა჻ მეტად჻ შეუზარდა: დიდხან჻ უჭვრეტს჻ გარეტებიებით჻ თუცა჻ გული჻ უმაგარდა: მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ახლოს჻ მიდგა჻ დაუწყნარდა: იგი჻ ტირს჻ და჻ არა჻ ესმის჻ მისგან჻ გაუუმეცარდა:

94. მის჻ მონისა჻ არა჻ ესმა჻ სიტყვა჻ არცა჻ ნაუბარი: მათ჻ ლაშქართა჻ ზახილისა჻ იყო჻ ერთობ჻ უგრძნობარი: უცხოდ჻ რასმე჻ ამოსკვნიდა჻ გული჻ ცეცხლთა჻ ნადებარი: ცრემლსა჻ სისხლი჻ ერეოდა჻ გასდის჻ ვითა჻ ნაგუბარი:

95. სხვაგან჻ ქნის჻ მისი჻ გონება჻ მისმან჻ თავისა჻ წონამან: ესე჻ მეფისა჻ ბრძანება჻ კულავ჻ ერთხელ჻ ჰკადრა჻ მონამან: არცა჻ დააგდო჻ ტირილი჻ არცა჻ რა჻ გაიგონა჻ მან: არცა჻ გაჰჴლიჩა჻ ბაგეთათ჻ თავი჻ ვარდისა჻ კონამან:

96. რა჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ მონა჻ გარე჻ შემობრუნდა: როსტანს჻ ჰკადრა჻ შემიტყვია჻ იმას჻ თქვენი჻ არა჻ უნდა: თვალნი჻ მზეებრ჻ გამირეტდა჻ გული჻ მეტად჻ შემიძრწუნდა: ვერ჻ ვასმინე჻ საუბარი჻ მით჻ დავჰყოვნე჻ ხანი჻ მუნ჻ და:

97. მეფე჻ გაჰკვირდა჻ გაცაწყრა჻ გული჻ უც჻ მისთვის჻ მწყრომარე: გაგზავნა჻ მონა჻ თორმეტი჻ მისი჻ წინაშე჻ მდგომარე: უბრძანა჻ თქუენ჻ ჴელთა჻ აიღეთ჻ აბჯარი჻ მუნ჻ საომარე: მიდით჻ და჻ აქა჻ მომგუარეთ჻ ვინ჻ არის჻ იქი჻ მჯდომარე:

98. მონანი჻ მიდგეს჻ მივიდეს჻ გაჰჴდა჻ აბჯრისა჻ ჩხარია: მაშინღა჻ შეჰკრთა჻ იგი჻ ყმა჻ ტირს჻ მეტად჻ გულმდუღარია: თვალნი჻ მოავლო჻ ყოველგან჻ ნახა჻ ლაშქართა჻ ჯარია: ერთხელ჻ ესე჻ თქუა჻ ვაიმე჻ სხვად჻ არას჻ მოუბარია: