... (S-4988), XVII-XVIII სს.

198. ღ~თი჻ ლომო჻ შენად჻ ნაცულად჻ სხვასა჻ ვისმცა჻ დანერგვიდეს: დარბოდეს჻ და჻ სხვაგნით჻ სხვათა჻ მოამბეთა჻ მოასხმიდეს: ვეღარა჻ სცნეს჻ მისი჻ საქმე჻ გაიარა჻ აქათ჻ კიდეს: მისნი჻ სპანი჻ გულმოკლულნი჻ ცრემლსა჻ ცხელსა჻ გარდმოჰყრიდეს:

199. შერმადინ჻ ერთგან჻ შეყარნა჻ ხასი჻ და჻ დიდებულები: უჩვენა჻ იგი჻ უსტარი჻ ამბავი჻ მისი჻ თქმულები: რა჻ მოისმინეს჻ ყოველნიი჻ დარჩა჻ გულ჻ დანაწყლულები: თავსა჻ იცემდეს჻ არ჻ იყო჻ თვალი჻ უცრემლო჻ ულები:

200. შერმადინ჻ უთხრა჻ მართლ჻ ხართ჻ თუ჻ ცრემლსა჻ თვალთათ჻ დამილდეთ: მაგრამ჻ გვიჯობს჻ რომე჻ მისსა჻ ბრძანებასა჻ დავმორჩილდეთ: არა჻ გაჰრყუნათ჻ სამსახური჻ მას჻ წინაშე჻ არ჻ დავწბილდეთ: ცხადად჻ გვიჩნდეს჻ სიხარული჻ სიმძიმილსა჻ გარდავსცილდეთ:

201. ყოვლთა჻ ჰკადრეს჻ თუცა჻ ყოფა჻ ჩუენ჻ უმისოდ჻ გვიარმისცა: უშენოსა჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ მისი჻ ვისმცა჻ მისცა: გაღანამცა჻ გმორჩილობდეთ჻ თუ჻ გვიბრძანო჻ რაცა჻ ვისცა: იგი჻ მონა჻ აპატრონეს჻ ყველაკამან჻ თაყუანისსცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა:

202. ამ჻ საქმესა჻ მემოწმების჻ დეიონოსი჻ ბრძენი჻ ეზროს: საბრალოა჻ ოდის჻ ვარდი჻ დაეთურთვილოს჻ დაცაეზროს: ვის჻ ბალახში჻ არა჻ ჰგვანდეს჻ და჻ ლერწამი჻ ტანად჻ ეზროს: იგი჻ სადმე჻ გაღარიბდეს჻ სამყოფთაგან჻ იაბეზროს:

203. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ პირსა჻ მზესა჻ ანათებდა: თინათინის჻ გონება჻ ჰკლავს჻ სხვთა჻ შუქსა჻ დაავსებდა: მიტირის჻ და჻ ღ~თსა჻ მადლობს჻ შემხედველთა჻ ადუღებდა: იტყვის჻ ნახეთ჻ ეს჻ სოფელი჻ ბედსა჻ მისსა჻ უჩვენებდა:

204. ავთანდილ჻ იგი჻ მინდორი჻ ოთხ჻ ახუმით჻ გარდაიარა: დააგდო჻ მზღვარი჻ არაბთა჻ სხვათ჻ მზღვართა჻ არე჻ იარა: მაგრა჻ მის჻ მზისა჻ გაყრამან჻ სიცოცხლე჻ გაიზიარა: თქუა჻ თუ჻ მე჻ მასმცა჻ ვიახლე჻ აწ჻ ცხელსა჻ ცრემლსა჻ ვღური჻ არა:

205. ახალმან჻ ფიფქმან჻ დათოა჻ ვარდი჻ დათურთილა჻ დანასა: მოუნდის჻ გულსა჻ დაცემა჻ ზოგჯერ჻ მიმართის჻ დანასა: თქუა჻ ჭირი჻ ჩემი჻ სოფელმან჻ ოთხმოცდაათი჻ ანასა: მოვშორდი჻ ლხინსა჻ ყველასა჻ ჩანგსა჻ ბარბითსა჻ და჻ ნასა:

206. მოეგონის჻ მისი჻ მკვლელი჻ შეეყარის჻ ჴორცთა჻ თრთოლა: დახუდის჻ მჴეცი჻ ფიცხლად჻ მოკლის჻ არ჻ შეზარდის჻ მათგან჻ ყოლა: შენგან჻ კიდე჻ მზეო჻ ჩემი჻ შეუძლია჻ ვისმცა჻ ბრძოლა: მოგშორდი჻ და჻ გამომაგდე჻ ოჴრად჻ დამრჩეს჻ სპათა჻ ყოლა:

207. საყუარელი჻ მოეგონის჻ გაუახლდის჻ ცეცხლი჻ ალთა: ჰე჻ სოფელო჻ შეგებრალდე჻ ნუ჻ რჯი჻ ბედსა჻ შესაწყალთა: შემოქმედო჻ მიმაბრუნვე჻ რომელი჻ სცნობ჻ იდუმალთა: ესე჻ თქუა჻ და჻ სისხლის჻ ცრემლი჻ გამოსეტყუა჻ მელნის჻ თვალთა:

208. ვარდი჻ მის჻ მზისა჻ გაყრილი჻ უფრო჻ და჻ უფრო჻ ჭკნებოდა: გულსა჻ უთხრის჻ თუ჻ დასთმეო჻ ამად჻ არ჻ დია჻ ბნდებოდა: უცხო჻ უცხოთა჻ ადგილთა჻ საძებრად჻ იარებოდა: მგზავრთა჻ ჰკითხევდა჻ ამბავთა჻ მათ჻ თანა჻ ემოყვრებოდა:

209. იგი჻ პირად჻ მზისა჻ მგზავსი჻ ერთობ჻ მოვლის჻ სრულად჻ ჴმელთა: ქუეყანასა჻ უნახავთა჻ ოჴერთა჻ და჻ კაცრიელთა: არ჻ დააგდებს჻ უნახავად჻ წყალთა჻ კლდეთა჻ ტყეთა჻ ველთა: მაღრიბს჻ ჰკითხავს჻ მაშრიყელთა჻ რომ჻ ჩინელთა჻ მაჩინელთა:

210. მუნ჻ ეძებს჻ ცრემლი჻ მტირალსა჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად: უჩნდის჻ ქუეყანა჻ ტახტად჻ და჻ მკლავი჻ სადებლად჻ თავისად: ვაი჻ საყვარელო჻ მოგშორდი჻ გული჻ შენ჻ დაგრჩა჻ ავისად: შენთუის჻ სიკუდილი჻ მეყოფის჻ ლხინად჻ ჩემისა჻ თავისად:

211. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ მოვლო჻ სრულად჻ მოიარა: ასრე჻ რომე჻ ცასა჻ ქვეშე჻ არ჻ დაურჩა჻ არ჻ იარა: მაგრა჻ იგი჻ მის჻ ამბისა჻ მსმენელსაცა჻ ვერ჻ მიმხუდარა: ამას჻ შიგან჻ წელიწადი჻ სამი჻ სამ჻ თვედ჻ მიიყა:

212. მიხუდა჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ უგემურსა჻ მეტად჻ მქისსა: თვე჻ ერთ჻ კაცსა჻ ვერა჻ ნახავს჻ ვერას჻ შვილსა჻ ადამისსა: იგი჻ ჭირი჻ არ჻ უნახავს჻ არ჻ რამინს჻ და჻ არცა჻ ვისსა: დღე჻ და჻ ღამე჻ იგონებდა჻ საყუარელსა჻ მასვე჻ მისსა:

213. მას჻ მიხუდა჻ წვერი჻ სადგურად჻ მაღლისა჻ მთისა჻ დიდისა: მუნით჻ გამოჩნდა჻ მინდორი჻ სავალი჻ დღისა჻ შვიდისა: მის჻ მთისა჻ ძირსა჻ წყალი჻ დის჻ არად჻ სანდომი჻ ჴიდისა: ორგნითვე჻ ტყესა჻ შეეკრა჻ ნაპირი჻ წყლისა჻ კიდისა:

214. ზედ჻ წაადგა჻ შეექცევის჻ დღესა჻ დროთა჻ ანგარიშობს: თვენი჻ ესხნეს჻ ორანიღა჻ ამად჻ სულთქვამს჻ არა჻ იშობს: ვაი჻ თუ჻ საქმე჻ გამიმჟღავნდეს჻ კვლა჻ ამისთუს჻ გულმოშიშობს: ავსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ შესცულის჻ თავსა჻ ახლად჻ ვერვინ჻ იშობს:

215. საგონებელი჻ შეექმნა჻ დადგა჻ საქმისა჻ მრჩეველად: თქუა჻ თუ჻ დავბრუნდე჻ ეგზომი჻ ხანი჻ რად჻ დავჰყავ჻ მე჻ ველად: ჩემსა჻ რა჻ ვჰკადრო჻ მნათობსა჻ ვიყავ჻ რად჻ დღეთა჻ მლეველად: მისი჻ ვერა჻ ვცნა჻ ჭორადცა჻ ვარ჻ ვისთა჻ გზათა჻ მკულეველად:

216. თუ჻ არ჻ დავბრუნდე჻ საძებრად჻ დავჰყო჻ სხვანიცა჻ ხანანი: რომელსა჻ ვეძებ჻ ვერა჻ ვსცნნე჻ ამბავნი჻ მე჻ მისთანანი: დრო჻ გარდაუწყდეს჻ შერმადინს჻ მიხუდენ჻ ღაწვისა჻ ბანანი: მივიდეს჻ ჰკადროს჻ მეფესა჻ საქმენი჻ დასაგვანანი: