... (S-4988), XVII-XVIII სს.

1987. ამისთანათა჻ სიტყუათა჻ გრძლად჻ და჻ გულმდუღრად჻ ტიროდა: მერმე჻ ადგა჻ და჻ ვთქვა჻ ვითა჻ ასრე჻ სულთქმითა჻ ყვიროდა: ტაგრუცსა჻ გაესალამა჻ ტანსა჻ ძაძასა჻ იცმიდა: თავსა჻ ნაცარსა჻ იყრიდა჻ არა჻ გვირგვინსა჻ ირქმიდა:

1988. შინა჻ მოვიდა჻ შინ჻ მოკვდა჻ ფრიდონ჻ მათისა჻ სევდითა: მათუკან჻ აღარ჻ ვარგ჻ იყო჻ არცა჻ კარგისა჻ ბედითა: თვალნი჻ დაუდგა჻ ბედ჻ კრულსა჻ საგონებლითა჻ მეტითა: ნურადინ჻ იყო჻ მორჭმული჻ ლარ჻ საქონლითა჻ დიდთა:

1989. ქართველთა჻ ღმრთისა჻ დავითის჻ ვის჻ მზე჻ მსახურებს჻ სარებლად: ესე჻ ამბავი჻ გავლექსე჻ მე჻ მათად჻ ლხინთა჻ მარებად: ვინ჻ არის჻ აღმოსავლეთით჻ დასავლეთს჻ მათად჻ მარებლად: ორგულთა჻ მათთა჻ დამწუელად჻ ერთგულთა჻ გამამაგრებლად:

1990. მე჻ ვთქვი჻ ქება჻ თამარისა჻ და჻ ჴმელთა჻ შინა჻ მნათისა: ვთქვი჻ მათი჻ ქება჻ მიზეზად჻ მქონდა჻ ქებისა჻ მათისა: რომანულისა჻ თვალისა჻ მის჻ ბრილისა჻ და჻ სათისა: მემცა჻ ვით჻ მექო჻ ვერ჻ აქებს჻ ბრძენნი჻ თუ჻ შეკრბენ჻ ათისა:

1991. დავითის჻ ქნანი჻ ვითა჻ ვთქუნე჻ სიჩალხე჻ სიხაფეთანი: ესე჻ ამბავნი჻ უცხონი჻ უცხოთა჻ ჴელმწიფეთანი: პირველ჻ ზნენი჻ და჻ საქმენი჻ ქებანი჻ მათ჻ მეფეთანი: ვპოვენ჻ და჻ ლექსად჻ გარდავთქუი჻ ამითა჻ ვილაყბეთანი:

1992. ესე჻ ასეთი჻ სოფელი჻ არვისგან჻ მისანდობელი: წამია჻ კაცთა჻ თვალისა჻ და჻ წამწამისა჻ მსწრობელი: რასათვის჻ ეძებთ჻ რას჻ აქნევთ჻ ბედია჻ მაყივნებელი: ვის჻ არ჻ შეგიცულის჻ კარგია჻ ორისავ჻ იყოს჻ მხლებელი: