... (S-4988), XVII-XVIII სს.

1. რაცა჻ ვის჻ რა჻ ბედმან჻ მისცეს჻ დასჯერდეს჻ და჻ მას჻ უბნობდეს: მუშა჻ მიწყივ჻ მუშაობდეს჻ მეომარი჻ გულოვნობდეს: კულავ჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობა჻ უყუარდეს჻ და჻ გამოსცნობდეს: არცა჻ ვისგან჻ დაიწუნოს჻ არცა჻ სხვათა჻ უწუნობდეს:

2. თუ჻ მიჯნურსა჻ მიჯნურობა჻ ეტლად჻ მამცა჻ რადგან჻ ბედმან: მე჻ მით჻ ვიცან჻ საქმე჻ მათი჻ თავით჻ ჩემით჻ შენახედმან: სიტყუა჻ კარგი჻ გამოვაგო჻ ლექს჻ მრავალმან჻ ენამეტმან: შეიზომნეს჻ ჭირნი჻ მათნი჻ ჭირთა჻ ჩემთა჻ მეათედმან:

3. შაირობა჻ პირველადვე჻ სიბრძნისაა჻ ერთი჻ დარგი: სამხთო჻ საღ~თოდ჻ გასაგონი჻ მსმენელთათვის჻ დიდი჻ მარგი: კულავ჻ აქაცა჻ იამების჻ ვინცა჻ ისმენს჻ კაცი჻ ვარგი: გრძელი჻ სიტყუა჻ მოკლედ჻ ითქმის჻ შაირია჻ ამად჻ კარგი:

4. ვითა჻ ცხენსა჻ შარა჻ გრძელი჻ და჻ გამოსცდის჻ დიდი჻ რბევა: მობურთალსა჻ მოედანი჻ მართლად჻ ცემა჻ მარჯვედ჻ ქნევა: მართ჻ აგრევე჻ მელექსესა჻ ლექსთა჻ გრძელთა჻ თქმა჻ და჻ ხევა: რა჻ მისჭირდეს჻ საუბარი჻ და჻ დაუწყოს჻ ლექსმან჻ ლევა:

5. მაშინღა჻ ნახეთ჻ მელექსე჻ და჻ მისი჻ მოშაირობა: რა჻ ვეღარ჻ მიხუდეს჻ ქართულსა჻ დაუწყოს჻ ლექსმან჻ ძვირობა: არ჻ შეამოკლოს჻ ქართული჻ არა჻ ქნას჻ სიტყვა჻ მცირობა: ჴელმარჯვედ჻ სცემდეს჻ ჩოგანსა჻ იჴმაროს჻ დიდი჻ გმირობა:

6. მე჻ ვიკადრებ჻ ლექსთა჻ კარგთა჻ ვერვინა჻ თქვას჻ ჩემი჻ ფერი: ცხელის჻ ცრემლით჻ ავატირო჻ მე჻ სოფელი჻ ჩემი჻ მტერი: ცა჻ ქვეყანა჻ შევატაკო჻ ვითა჻ მიწა჻ გავამტვერი: ამა჻ ჩემმან჻ საუბარმან჻ შეაქციოს჻ ყმა჻ და჻ ბერი:

7. მოშაირე჻ არა჻ ჰქვიან჻ თუ჻ ვინმე჻ თქვას჻ ერთი჻ ორი: თავი჻ ყუელას჻ ნუ჻ ჰგონია჻ მელექსეთა჻ კარგთა჻ სწორი: თუ჻ სადმე჻ თქვას჻ ერთი჻ ორი჻ უმგზავსო჻ და჻ შორი჻ შორი: მაგრა჻ იტყუის჻ ჩემი჻ სჯობსო჻ უცილობლობს჻ ვითა჻ ჯორი:

8. მეორე჻ ლექსი჻ ცოტაი჻ ნაწილი჻ მოშაირეთა: არ჻ ძალუც჻ სულქმნა჻ სიტყვათა჻ გულისა჻ გასაგმირეთა: ვამგზავსე჻ მშვილდი჻ ბედითი჻ ყმაწუილთა჻ მონადირეთა: დიდსა჻ ვერ჻ მოჰკვლენ჻ ჴელად჻ აქუს჻ ჴოცა჻ ნადირთა჻ მცირეთა:

9. ამბავი჻ წურილად჻ უანბოს჻ ზე჻ სადმე჻ არა჻ წასთვალოს: ყოვლსა჻ კაცსა჻ ამატებდეს჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ აკრძალოს: ლექს჻ ქართული჻ აღარიბოს჻ საუბარი჻ გაასრულოს: ნახოს჻ კარგმან჻ გამგონემან჻ არსად჻ სიტყვა჻ არ჻ აბრალოს:

10. მესამე჻ ლექსი჻ კარგია჻ სანადიმოდ჻ სამღერელად: სააშიკოდ჻ სალაღობოდ჻ ამხანაგთა჻ სათრეველად: ჩვენ჻ მათიცა჻ გვიამების჻ რაცა჻ ოდენ჻ თქვან჻ ნათელად: მოშაირე჻ არა჻ ჰქვიან჻ ვერას჻ იტყუის჻ ვინცა჻ გრძელად:

11. მე჻ გიამბობ჻ ვინცა჻ იყვნეთ჻ ხელობისა჻ მოძებარი: სხვასა჻ ყუელას჻ მოეშვენით჻ სოფლის჻ ლხინად჻ იგი჻ კმარი: ვისთა჻ თვალთა჻ ყოვლი჻ თემი჻ ერთად჻ უჩანს჻ იგივ჻ არი: მათი჻ საქმე჻ ვერ჻ ვამგზავსე჻ ვითა჻ სმასა჻ მეომარი:

12. ჴამს჻ მელექსე჻ ნაჭირვებსა჻ მისსა჻ ცუდად჻ არ჻ აბრკმობდეს: ერთი჻ უჩნდეს჻ სამიჯნურო჻ ერთსა჻ ვისმე჻ აშიკობდეს: ყუელას჻ მისთუის჻ ჴელოვნობდეს჻ მას჻ აქებდეს჻ მას჻ ამკობდეს: მისგან჻ კიდე჻ ნურა჻ უნდა჻ მისთვის჻ ენა჻ მუსიკობდეს:

13. ჩემი჻ აწ჻ ცანით჻ ყოველმან჻ მას჻ ვაქებ჻ ვინცა჻ მიქია: ესე჻ მჩანს჻ დიდად჻ სახელად჻ არ჻ თავი჻ გამიქიქია: იგია჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ უწყალო჻ ვითა჻ ჯიქია: მისი჻ სახელი჻ შეფრქვევით჻ ქვემორე჻ მითქვამს჻ მიქია:

14. ვთქვა჻ მიჯნურობა჻ პირველი჻ და჻ ტომი჻ გვართა჻ ზენათა: ძნელად჻ სათქმელი჻ საჭირო჻ გამოსაგები჻ ენათა: იგია჻ საქმე჻ საზეო჻ მომცემი჻ აღმაფრენათა: ვინცა჻ ეცდების჻ თმობასა჻ ჰქონდა჻ მრავალთა჻ წყენათა:

15. მას჻ ერთსა჻ მიჯნურობასა჻ ჭკვიანნი჻ ვერ჻ მიხუდებიან: ენა჻ დაშურების჻ მსმენლისა჻ ყურნიცა჻ დავალდებიან: ვთქუათ჻ ხელობანი჻ ქვენანი჻ რომელნი჻ ჴორცთა჻ ხუდებიან: მართ჻ მასვე჻ ბაძვენ჻ თუ჻ ოდენ჻ არ჻ სიძვენ჻ შორით჻ ბნდებიან:

16. მიჯნური჻ შმაგსა჻ გვიქვიან჻ არაბულითა჻ ენითა: მით჻ რომე჻ შმაგობს჻ მისისა჻ ვერ჻ მიჴდომისა჻ წყენითა: ზოგთა჻ აქუს჻ სა~ღთო჻ სიახლე჻ და჻ შურების჻ აღმა჻ ფრენითა: კულავ჻ ზოგთა჻ ქვე჻ უც჻ ბუნება჻ კეკლუცთა჻ ზედან჻ ფრფენითა:

17. მიკვირს჻ კაცი჻ რად჻ იფერებს჻ საყუარლისა჻ სიყუარულსა: ვინცა჻ უყვარს჻ რად჻ აყივნებს჻ მისთვის჻ მკვდარსა჻ მისთვის჻ წყლულსა: თუ჻ არ჻ უყვარს჻ რად჻ არა჻ სძულს჻ რად჻ აყივნებს჻ რაცა჻ სძულსა: ავსა჻ კაცსა჻ ავი჻ სიტყვა჻ ურჩევნია჻ სულსა჻ გულსა:

18. თუ჻ მოყვარე჻ მოყვრისათვის჻ ტირს჻ ტირილსა჻ ემართლების: სიარული჻ მარტოება჻ შვენის჻ გაჭრად჻ დაეთვლების: იგონებდეს჻ მისგან჻ კიდე჻ ანუ჻ როდეს჻ მოეცლების: არ჻ დააჩნდეს჻ მიჯნურობა჻ სჯობს჻ თუ჻ კაცსა჻ იახლების:

19. მას჻ ცოცხალი჻ ნუ჻ ელევის჻ რაცა჻ პირველ჻ შეუყვარდეს: ნურცა჻ ლხინსა჻ აუზვავდეს჻ ნურცა჻ ჭირსა჻ შეუზარდეს: მისთვის჻ დასთმოს჻ ყუელაკაი჻ მისთვის჻ ველთა჻ გამოვარდეს: ნურა჻ გავა჻ სოფელიცა჻ მისი჻ კერძი჻ გარდაჰ჻ ქარდეს:

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა: