... (S-4988), XVII-XVIII სს.

257. მან჻ ყმამან჻ ქვაბსა჻ მიმართა჻ განვლნა჻ წყალნი჻ და჻ კლდენია: ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ მონახნა჻ დიდნი჻ ხენია: მაზედან჻ ჭურეტად჻ გავიდა჻ ძირსა჻ დააბა჻ ცხენია: მუნით჻ უჭურეტდა჻ იგი჻ ყმა჻ მივა჻ ცრემლ჻ მინადენია:

258. რა჻ ტყენი჻ გავლნა჻ მან჻ ყმამან჻ მოსილმან჻ ვეფხის჻ ტყავითა: ქვაბისა჻ კარსა჻ გამოდგა჻ ქალი჻ ჯუბითა჻ შავითა: ატირდა჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესართავითა: იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ყელსა჻ მოეჭდო჻ მკლავითა:

259. ყმამან჻ უთხრა჻ დავო჻ ასმათ჻ ჴიდნი჻ ზღვასა჻ ჩაგვიცვივდეს: ესე჻ თქვა჻ და჻ მკერდსა჻ ჴელნი჻ იკრნა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცვივდეს: ვეღარ჻ მივხუდით჻ ჟამიერად჻ ჩვენ჻ ვისიცა჻ ცეცხლნი჻ გუწვიდეს: ქალი჻ შებნდა჻ მოეხვია჻ ერთმანერთსა჻ ცრემლი჻ სწმინდეს:

260. იგი჻ ტევრი჻ გაეჴშირა჻ დანაგლეჯსა჻ მათსა჻ თმასა: ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა: იძახდიან჻ მოთქმიდიან჻ ჴმას჻ სცემდიან჻ კლდენი჻ ჴმასა: ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკვირვებით჻ მათსა჻ ეგრე჻ ქცევაზმასა:

261. სული჻ დაიღო჻ მან჻ ქალმან჻ დასთმო჻ გულისა჻ წყლულობა: ქვაბს჻ შეიყუანა჻ ტაიჭი჻ მოჰჴადა჻ აკაზმულობა: მას჻ ყმასა჻ შეხსნა჻ შეიღო჻ აბჯრისა჻ წელმორტყმულობა: მაშიგ჻ შევიდეს჻ მას჻ დღესა჻ გარდაჴდა჻ გამოსრულობა:

262. ავთანდილს჻ უკვირს჻ ამბავი჻ ისი჻ თუ჻ ვცნაო჻ მე჻ რითა: გათენდა჻ ქალი჻ გამოდგა჻ მოსილი჻ მითვე჻ ფერითა: შავსა჻ აუდვა჻ ლაგამი჻ სწმენდდა჻ რიდისა჻ წვერითა: შეჰკაზმა჻ მოაქუს჻ აბჯარი჻ წყნარად჻ არ჻ რამე჻ ჩხერითა:

263. მის჻ მოყმისა჻ წესი჻ იყო჻ მეტსა჻ თურე჻ არას჻ ეჯდა: ქალი჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ თმისა჻ ტევრსა჻ გაიგლეჯდა: ერთმანერთსა჻ მოეხვივნეს჻ აკოცა჻ და჻ ცხენსა჻ შეჯდა: ასმათ჻ ისრე჻ დაღრეჯილი჻ კულავ჻ უფრორე჻ დაიღრეჯდა:

264. ავთანდილ჻ ახლოს჻ კულავ჻ ნახა჻ სახე჻ მისივე჻ კაცისა: ულვაშაშლილი჻ წუერგამო჻ ნუ჻ თუ჻ მზეაო჻ ქვე჻ ცისა: ეყნოსა჻ სული჻ ალვისა჻ ქართაგან჻ მონატაცისა: ასრე჻ უჩნს჻ მოკლვა჻ ლომისა჻ მართ჻ ვითა჻ ლომსა჻ ვაცისა:

265. მასვე჻ გზასა჻ წამოვიდა჻ რომე჻ გუშინ჻ შეეარა: შამბი჻ გავლო჻ გაეშორა჻ თავი჻ მინდორს჻ გააგარა: ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკვირვებით჻ მალვით჻ ხესა჻ მოეფარა: თქუა჻ თუ჻ ღმერთმან჻ ესე჻ საქმე჻ მეტად჻ კარგად჻ მომიგვარა:

266. ავთანდილ჻ თქუაჟამად჻ ვპოვე჻ ვრბოდი჻ ვისთვის჻ სურვილითა: მისთვის჻ კიდე჻ მომსახურე჻ ვნახო჻ ჰყუანდეს჻ ნუთუ჻ ვითა: ნუთუ჻ რასაც჻ მოველოდდე჻ მითხრას჻ ამან჻ მე჻ ამბავთა: თვარამ჻ მე჻ ვარ჻ იგი჻ ლომი჻ რომე჻ მჴეცთა჻ მოვსრავ჻ ჴრმლითა:

267. აწ჻ ამას჻ ჩემთვის჻ ღმრთისაგან჻ სხვა჻ საქმე჻ რა჻ ვამჯობინო: ქალი჻ შევიპყრა჻ მის჻ ყმისა჻ ამბავი჻ ვაანბობინო: ჩემიცა჻ ვუთხრა჻ მართალი჻ ყუელაი჻ გავაბჭობინო: მას჻ ყმასა჻ ჴმალი჻ არა჻ ვჰკრა჻ არც჻ მას჻ დავისობინო:

268. ჩამოვიდა჻ ცხენი჻ ახსნა჻ მისგან჻ ხესა჻ შემობმული: ზედა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ ქვაბი჻ იყო჻ კარგახმული: მუნით჻ ქალი჻ გამოიჭრა჻ გულ჻ მდუღარე჻ ცრემლ჻ დასხმული: ეგონა჻ თუ჻ დაბრუნდაო჻ პირი჻ ვარდი჻ ბროლ჻ ფიქალი:

269. ვერ჻ იცნა჻ სახე჻ არ჻ გვანდა჻ მისი჻ მის჻ ყმისა჻ სახესა: ფიცხლა჻ გაიქცა჻ მიმართა჻ ზახილით჻ კლდესა჻ და჻ ხესა: ყმა჻ გარდაიჭრა჻ დააბა჻ ვითა჻ კაკაბი჻ მახესა: ჴმას჻ სცემდეს჻ კლდენი჻ ქალისა჻ ზახილსა჻ მუნ჻ ერთსახესა:

270. მას჻ ყმასა჻ თავი჻ არ჻ მისცა჻ ჭურეტადცა჻ ებილწებოდა: ვითა჻ კაკაბი჻ არწივსა჻ ქვეშე჻ მიდამო჻ წრწებოდა: ტარიელს჻ ვისმე჻ უძახდა჻ მისთვის჻ მწედ჻ არ჻ ემწებოდა: ავთანდილ჻ მუჴლსა჻ უყრიდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა:

271. ქალი჻ კიოდა჻ ტიროდა჻ ჴმასა჻ მოსცემდეს჻ მთა჻ ვითა: უზახის჻ ლომო჻ ტარიელ჻ არ჻ იყო჻ ამად჻ ზავითა: ავთანდილ჻ ეტყუის჻ ნუ჻ შმაგობ჻ ნუ჻ ხარ჻ ცნობითა჻ ავითა: ღარიბი჻ უადგილოსა჻ მოველ჻ მართ჻ ოდენ჻ თავითა:

272. ეტყოდა჻ სულე჻ რამც჻ გიყავ჻ კაცი჻ ვარ჻ ადამიანი: უფერო჻ ქმნილნი჻ მინახვან჻ ვარდნი჻ და჻ ისი჻ იანი: მისი჻ რამ჻ მითხარ჻ ვინ჻ არის჻ ტანსარო჻ პირბაკმიანი: სხვად჻ არას჻ გიზამ჻ ნუ჻ გეშის჻ ნუ჻ ჰყივი჻ ეგრე჻ ჴმიანი:

273. ქალი჻ ეტყოდა჻ ტირილით჻ სარჩელი჻ უგავს჻ პრჭობასა: თუ჻ არ჻ შმაგი჻ ხარ჻ დამეხსენ჻ შმაგი჻ ხარ჻ მოდი჻ ცნობასა: აწ჻ მეტად჻ ძნელსა჻ საქმესა჻ მნუკევ჻ ადვილად჻ თხრობასა: ცუდათ჻ ნუ჻ სცთები჻ ნუ჻ ელი჻ მაგა჻ ამბვისა჻ მბობასა:

274. კულავ჻ ეტყვის჻ ყმაო჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ მე჻ ნუკვი჻ მე჻ რასა: მაგა჻ საქმისა჻ ვერა჻ იქს჻ ვერცა჻ კალამი჻ წერასა: შენ჻ ერთხელ჻ მეტყვი჻ მითხარო჻ მე჻ ასჯერ჻ გეტყვი჻ ვერასა: ვითა჻ სიცილი჻ ტირილსა჻ მიჯობს჻ ვაგლახი჻ მღერასა:

275. ყმა჻ ეტყუის჻ ხედავ჻ სისხლისა჻ თვალთა჻ მდის჻ ცრემლთა჻ წყალები: დრო჻ გამიგრძელდა჻ მიმჭირდა჻ მაჩნია჻ მით჻ აწყა჻ ლები: ვიცი჻ არ჻ მომკლავ჻ ღარიბი჻ ღარიბსა჻ შეგეწყალები: მაგა჻ ამბვითა჻ დამივსე჻ ცეცხლისა჻ მეა჻ წყალები:

276. ქალო჻ არ჻ იცი჻ სით჻ მოვალ჻ რა჻ ჭირნი჻ მომითმენიან: ოდითგან჻ ვეძებ჻ ამბავთა჻ ესე჻ არვისგან჻ მსმენიან: შენ჻ მიპოვნიხარ჻ სიტყუანი჻ ჩემნი჻ რაზომცა჻ გწყენიან: ვერ჻ დაგეხსნები჻ მიამბე჻ ჩემგან჻ ნუღარა჻ გრცხუენიან: