... (S-4988), XVII-XVIII სს.

217. უანბოს჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ თვით჻ ჩემგან჻ დავედრებული: მათ჻ შექნან჻ გლოვა჻ ტირილი჻ ქნან჻ საქმე჻ გამწარებული: მერმე჻ მივიდე჻ ცოცოხალი჻ მე჻ სხვაგან჻ სადმე჻ რებული: ამას჻ იგონებს჻ ტირილით჻ გონება჻ შევიწრებული:

218. იტყვის჻ ღ~თო჻ სამართალნი჻ შენნი჻ ჩემთუის჻ რად჻ ამრუდენ: მე჻ ეგზომნი჻ სიარულნი჻ კიდე჻ რად჻ გლახ჻ გამიცუდენ: გულით჻ ჩემით჻ სიხარულნი჻ აჰფხურენ჻ ჭირნი჻ დაუბუდენ: დღეთა჻ ჩემთა჻ ცრემლი჻ ჩემნი჻ ვერაოდეს჻ დავიყუდენ:

219. კულაცა჻ იტყვის჻ დათმობა჻ სჯობს჻ და჻ თავსავე჻ ეუბნების: დღეთა჻ მეტად჻ ნუ჻ მოჰკუდები჻ გული჻ ჩემი჻ ნუ჻ დადნების: უღ~თოდ჻ ვერას჻ ვერ჻ მოვაწევ჻ ცრემლი჻ ცუდად჻ მედინების: განგებასა჻ ვერვინ჻ შესცულის჻ არ჻ საქნელი჻ არ჻ იქმნების:

220. თავს჻ უთხრა჻ მოჰკვე჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ აუგიანსა: მიხვალ჻ დაგხუდების჻ თინათინ჻ ანათებს჻ დღესა჻ მზიანსა: გკითხოს჻ მის჻ მზისა჻ ამბავსა჻ რა჻ გმართებს჻ ვაგლახიანსა: იგონებს჻ წამწამ჻ მიჰყუების჻ ტყის჻ პირსა჻ შამბნარ჻ წყლიანსა:

221. ყოვლნი჻ არსნი჻ ცათ჻ ქუეშეთნი჻ ერთობ჻ სრულად჻ მომივლიან: მაგრა჻ საქმე჻ მის჻ კაცისა჻ ვერა჻ სადა჻ შემიგნიან: უღონიოდ჻ მართალ჻ იყვნეს჻ რომელთაცა჻ ქაჯად჻ თქვიან: აწ჻ ტირილი჻ არას჻ მარგებს჻ ცუდად჻ ცრემლნი჻ რასა჻ მდიან:

222. მთით჻ ჩამოვიდა჻ ავთანდილ჻ გავლო჻ წყალი჻ და჻ ტყენია: მინდორს჻ აცორვებს჻ ტაიჭსა჻ შეჟღრენით჻ მონაწყენია: გასცუდებოდეს჻ მკლავნი჻ და჻ მისნივე჻ სიამაყენია: ბროლისა჻ ველსა჻ სტურფობდეს჻ გიშრისა჻ მუნ჻ საყენია:

223. მობრუნება჻ დააპირა჻ სულთქნა჻ მერმე჻ ივაგლახა: მას჻ მინდორსა჻ დაემართა჻ გზა჻ თვალითა჻ გამოსახა: თვესა჻ ერთსა჻ სულიერი჻ კაცი჻ არსად჻ არ჻ ენახა: მჴეცნი჻ იყვნეს჻ საშინელნი჻ მაგრა჻ არა჻ შეუზახა:

224. მას჻ მინდორთა჻ შუაშიგა჻ ამოსული჻ ქედი჻ არი: გაფიცხდა჻ და჻ ზედ჻ წაადგა჻ მოიმარჯუა჻ საომარი: ჩემი჻ ბრძოლა჻ ვისმცა჻ ეძლოს჻ შევჰკრა჻ ერთად჻ მთა჻ და჻ ბარი: დავჰჴოცო჻ და჻ ჩამოვჰყარო჻ წავიყვანო჻ პატიმარი:

225. თუცა჻ მჴეცქმნილი჻ ავთანდილ჻ გულამოსკვნით჻ და჻ კვნესითა: ეგრეცა჻ ჭამა჻ მოუნდის჻ ადამის჻ ტომთა჻ წესითა: ისრითა჻ მოკლის჻ ნადირი჻ როსტომის჻ მკლავ჻ უგრძესითა: შამბისა჻ პირსა჻ გარდაჴდა჻ ცეცხლი჻ დააგზო჻ კვესითა:

226. ცხენსა჻ მისცა჻ საძოვარი჻ ვირე჻ მწვადი჻ შეიწოდეს: ექვსნი჻ რამე჻ ცხენოსანნი჻ ნახა჻ მისკენ჻ მოვიდოდეს: თქუა჻ თუ჻ ჰგვანან჻ მეკობრეთა჻ თვარა჻ კარგი჻ რამც჻ იცოდეს: აქა჻ კაცი჻ ჴორციელი჻ ვეჭუ჻ ყოფილა჻ არაოდეს:

227. ჩვენ჻ ასრე჻ მყოფნი჻ არ჻ ვარგვართ჻ რა჻ გუნახვენ჻ ვემაჯანებით: შეირტყა჻ წელთა჻ აბჯარი჻ შეჯდა჻ ტანითა჻ ჯანებით: მზად჻ აქუს჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ ჴრმალი჻ მოიმარჯა჻ ნებით: მისმან჻ მებრძოლმან჻ ყოველმან჻ გაყრამცა჻ იაჯა჻ ნებით:

228. ჴელთა჻ ჰქონდა჻ საომარი჻ მათკენ჻ მივა჻ მხიარული: ორთა჻ კაცთა჻ წვეროსანთა჻ ყმა჻ მოჰყვანდა჻ უწვერული: თავსა჻ იყო჻ დაკოდილი჻ შეებნიდა჻ სისხლსა჻ გული: ტიროდეს჻ და჻ იჭირვოდეს჻ ცოტა჻ ედგა჻ მას჻ გლახ჻ სული:

229. უყივლა჻ თუ჻ ძმანო჻ ვინ჻ ხართ჻ მეკობრეთა჻ დაგამგზავსენ: მათ჻ მიუგეს჻ დაგვიწყნარდი჻ გვიშველე჻ რა჻ ცეცხლნი჻ ავსენ: ვერა჻ გვარგო჻ მოგუიმატენ჻ ჭირნი჻ ჭირთა჻ მოგვისავსენ: საგლოველი჻ მოგვიტირენ჻ ღაწვნი჻ შენცა჻ დაიმხასენ:

230. ავთანდილ჻ მიდგა჻ ეუბნა჻ მათ჻ კაცთა჻ გულ჻ მდუღარეთა: მათ჻ უთხრეს჻ მათი჻ ამბავი჻ ტირილით჻ მოუბარეთა: ჩუენ჻ ვართო჻ ძმანი჻ სამნივე჻ მით჻ ვიდენთ჻ ცრემლთა჻ მწარეთა: დია჻ გვაქვს჻ ციხექალაქი჻ ხატაეთს჻ არემარეთა:

231. კარგი჻ გვესმა჻ სანადირო჻ ნადირობას჻ წამოვედით: გუყვეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ წყლისა჻ პირსა჻ გარდაჴედით: სანადირო჻ მოგვეწონა჻ თვესა჻ ერთსა჻ არ჻ წავედით: ვჴოცეთ჻ მჴეცსა჻ უსაზომო჻ მინდორით჻ და჻ მთით჻ და჻ ქედით:

232. ჩვენ჻ სამთა჻ ძმათა჻ ჩვენთანა჻ მესროლნი჻ დავაწბილენით: მით჻ ერთმანერთსა჻ სამთავე჻ ჩუენ჻ კიდე჻ დავეცილენით: მე჻ უკეთ჻ მოვჰკლავ჻ მე჻ გჯობო»჻ სიტყვანი჻ ვავაქილენით: ვერ჻ გავაჩინეთ჻ მართალი჻ ვისარჩლეთ჻ ვითაკილენით:

233. დღეს჻ ავჰყარენით჻ ლაშქარნი჻ სავსენი჻ ირმის჻ ტყავითა: ვთქუით჻ გავაჩინოთ჻ მართალი჻ ვინ჻ ვსჯობთ჻ თავისა჻ მკლავითა: თავსა჻ ვიახლნეთ჻ მარტონი჻ დავდგეთ჻ მართ჻ ოდენ჻ მკლავითა: თვით჻ დანახულსა჻ მოვჰკლვიდეთ჻ ნუ჻ ვისრვით჻ დამნახავითა:

234. ჩუენ჻ ვიახლენით჻ სამთავე჻ სამნივე჻ მეაბჯრენია: ლაშქართა჻ წასულა჻ უბრძანეთ჻ მით჻ არას჻ მოაზრენია: მოვინადირეთ჻ მინდორი჻ მთანი჻ ტყენი჻ და჻ ღრენია: დავჴოცეთ჻ მჴეცი჻ მფრინველი჻ რაცა჻ ზედ჻ გარდაგუფრენია:

235. აზასდად჻ მოყმე჻ გამოჩნდა჻ კუშტი჻ პირ჻ გამქუშავია: ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ მერანი჻ რამე჻ შავია: თავსა჻ და჻ ტანსა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავია: ჯერთ჻ მისი჻ მსგავსი჻ შვენება჻ კაცთაგან჻ უნახავია:

236. რა჻ მათ჻ კაცთა჻ ესე჻ სიტყუა჻ თქვეს჻ ავთანდილ჻ ვაგლახ჻ ვება: მოეგონა჻ მისი჻ მზე჻ და჻ მეფესთანა჻ მისი჻ შვება: ჰე჻ მოგშორდი჻ ჩემო჻ მზეო჻ მამხუდეს჻ შენი჻ თუ჻ შოვება: იყოს჻ ჩემთა჻ ჭირთა჻ ნაცულად჻ ნეტარ჻ მე჻ და჻ იშოვება: