... (S-4988), XVII-XVIII სს.

119. აწ჻ ესე჻ მიკვირს჻ რა჻ იყო჻ ანუ჻ რა჻ ვნახე჻ დარული: მან჻ დამიჴოცა჻ ლაშქარი჻ ადინა჻ სისხლი჻ ღვარული: კაცთა჻ ჴორცისად჻ ვით჻ ითქმის჻ ისრე჻ თვალთაგან჻ ფარული: უცილოდ჻ ღმერთსა჻ მოვსძულდი჻ აქამდი჻ მე჻ მხიარული:

120. ტკბილნი჻ მისნი჻ წყალობანი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გამემწარნეს: დამავიწყდეს჻ რაცა჻ დღენი჻ მხიარულსა჻ წამეარნეს: ყოვლმან჻ პირმან჻ ვაგლახ჻ მიყოს჻ ვეღარავინ჻ მინეტარნეს: სადამდისცა჻ დღენი჻ მესხნეს჻ ვეღარამან჻ გამახარნეს:

121. ქალმან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ მე჻ სიტყვასა჻ დანაყბედსა: ჰე჻ მეფეო჻ რად჻ ემდურვი჻ ანუ჻ ღმერთსა჻ ანუ჻ ბედსა: რად჻ დასწამებ჻ სიმწარესა჻ ყოველთათვის჻ ტკბილად჻ მხედსა: ბოროტიმცა჻ რად჻ შეექმნა჻ კეთილისა჻ შემოქმედსა:

122. მაგას჻ ნუ჻ ბრძანებ჻ მეფეო჻ ეგე჻ კულა჻ ბედნიერია: ყოვლი჻ ქვეყანა჻ შეიპყარ჻ ფერჴთ჻ ქვეშ჻ მოამტვერია: მოგჩვენებია჻ გრძნეულად჻ მუხთალი჻ შენი჻ მტერია: ეგრე჻ არა჻ ჴამს჻ სიტყვასა჻ გკადრე჻ და჻ დამიჯერია:

123. თუ჻ ცუდი჻ რამე჻ გინახავს჻ მაცთური჻ ანუ჻ ქაჯია: ამისთვის჻ მეფე჻ რად჻ სჭმუნავ჻ ანუ჻ რად჻ გაისაჯია: სიტკბოს჻ სანაცვლოდ჻ ღ~თისაგან჻ სიმწარე჻ რად჻ გიაჯია: მასვე჻ ევედრე჻ მოასხი჻ ყოვლი჻ მუყრი჻ და჻ აჯია:

124. იგი჻ პირმზე჻ მოახსენებს჻ მაგად჻ ნურა჻ გენაღულების: კაცი჻ იყო჻ ჴორციელი჻ მოვნახოთ჻ და჻ გამოჩნდების: ეგ჻ ნუ჻ გიმძიმს჻ თვარემ჻ შენი჻ სიმძიმილი჻ მე჻ მამხვდების: რად჻ დააჭკნობ჻ ყაყაჩოსა჻ უშენობა჻ არა჻ შვენდების:

125. მე჻ ამას჻ ვარჩევ჻ მეფე჻ ხარ჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი: შორს჻ არის჻ თქუენი჻ სამძღვარი჻ ბრძანება჻ მიუთხრობელი: გაგზავნე჻ კაცი჻ ყოველგნით჻ მისთა჻ ამბავთა჻ მცნობელი: ადრე჻ სცნობ჻ არის჻ იგი჻ ყმა჻ შობილი჻ თუ჻ უშობელი:

126. თუ჻ ყოფილა჻ იგი჻ მოყმე჻ ჴორციელი჻ ჴმელთა჻ მვლელად: მას჻ ნახვიდა჻ სხვაცა჻ ვინმე჻ გამოჩნდების჻ მასწავლელად: თუ჻ არ჻ ეშმა჻ გჩვენებია჻ ლხინთა჻ შენთა჻ შემცულელ჻ მშლელად: სევდისაგან჻ მოიცალეთ჻ რად჻ შექნილხართ჻ მოუცლელად:

127. არას჻ გვარგებს჻ სიმძიმილი჻ უსარგებლოდ჻ ცრემლთა჻ ვღვრიდეთ: თუ჻ გავიჭრათ჻ საძებარად჻ მოვიაროთ჻ კიდით჻ კიდეთ: სჯობს჻ რომ჻ მასვე჻ შემოქმედსა჻ ვეაჯნეთ჻ და჻ დავმორჩილდეთ: კლიტე჻ გავხსნათ჻ მაჯლიშისა჻ ლხინი჻ ლხინსა჻ ჩამოჰკიდეთ:

128. როსტან჻ სიტყუა჻ ასულისა჻ მოეწონა჻ ეკეთაცა: პირი჻ ჴელით჻ დაუჭირა჻ გარდაჰკოცნა჻ კულავ჻ და჻ კულაცა: უბრძანა჻ თუ჻ დაგმორჩილდე჻ რაცა჻ მეთხრა჻ აგრე჻ ვქნაცა: იგივეა჻ მჴსნელი჻ ჩემი჻ ვინცა჻ მიწა჻ გამაკაცა:

129. მოასხეს჻ კაცნი჻ გაგზავნეს჻ ოთხთავე჻ ცისა჻ კიდეთა: უბრძანეს჻ წადით჻ პატიჟთა჻ თავიმცა჻ რად჻ დაჰრიდეთა: მონახეთ჻ ძებნეთ჻ იგი჻ ყმა჻ სხვად჻ ნურად჻ მოიცლიდეთა: მისწერეთ჻ წიგნი჻ სადაცა჻ ვერ჻ მიხუდეთ჻ ვერ჻ მიხვიდეთა:

130. კაცნი჻ წავიდეს჻ იარეს჻ მართ჻ ერთი჻ წელიწადია: მონახეს჻ ძებნეს჻ იგი჻ ყმა჻ იკითხეს჻ კულავ჻ და჻ კულა჻ დია: ვერცა჻ თუ჻ ნახეს჻ ნახული჻ ღ!თისაგან჻ დანაბადია: ცუდად჻ მაშურალნი჻ მოვიდეს჻ მათსავე჻ გულსა჻ ზადია:

131. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ჩვენ჻ ჴმელნი჻ მოვიარენით: მაგრა჻ ვერ჻ ვჰპოვეთ჻ იგი჻ ყმა჻ მით჻ ვერა჻ გავიხარენით: მისსა჻ მნახავსა჻ სულდგმულსა჻ კაცსა჻ ვერ჻ შევეყარენით: ჩვენ჻ ვერა჻ გარგეთ჻ საქმენი჻ სხვანი჻ რა჻ მოიგვარენით:

132. მეფე჻ ბრძანებს჻ მართალ჻ იყო჻ ასული჻ და჻ ჩემი჻ ძეო: ვნახე჻ რამე჻ ეშმაკისა჻ სიცრუდე჻ და჻ სიბილწეო: ჩემად჻ მტერად჻ წამოსრული჻ გარდმოჭრილი჻ ზეცით჻ ზეო: გამიშვია჻ შეჭირვება჻ არა჻ მგამა჻ ყოლე჻ მეო:

133. ასე჻ თქვა჻ და჻ სიხარულით჻ თამაშობა჻ ადიადა: მგოსანი჻ და჻ მოშაითი჻ იჴმეს჻ პოვეს჻ რაცა჻ სადა: უხვად჻ გასცა჻ საბოძვარი჻ ყველა჻ დარბაზს჻ შემოხადა: მისი჻ მსგავსი჻ სიუხვითა჻ ღ~თნ჻ სხვამცა჻ რა჻ დაბადა:

134. მეფე჻ ადგა჻ მუჴლ჻ მოყრილმან჻ შემოქმედსა჻ თაყუანისცა: მრავალ჻ გვარი჻ სასუმელები჻ მეღვინეთა჻ ჴელთა჻ მისცა: მუჴლმოყრილნი჻ ვადიდებდეთ჻ დაგვაჯერნა჻ რაცა჻ ვისცა: ამად჻ ნურას჻ ვეაჯებით჻ შეგუაცილოს჻ სხვასა჻ ვისმცა:

135. ავთანდილ჻ ჯდა჻ მარტო჻ საწოლს჻ ეცვა჻ ოდენ჻ მას჻ პერანგი: იმღერდა჻ და჻ იხარებდა჻ წინა჻ ედგა჻ ერთი჻ ჩანგი: შემოვიდა჻ მის჻ წინაშე჻ თინათინის჻ მონა჻ ზანგი: მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ტანი჻ ალვა჻ პირი჻ მანგი:

136. ავთანდილს჻ მიხუდა჻ მოსმენა჻ საქმისა჻ სანატრელისა: ადგა჻ და჻ კაბა჻ ჩაიცვა჻ მჯობი჻ ყოვლისა჻ ჭრელისა: უხარის჻ ნახვა჻ ვარდისა჻ არ჻ ერთგან჻ შეუყრელისა: ამოა჻ ჭურეტა჻ ტურფისა჻ სიახლე჻ საყვარელისა:

137. ავთანდილ჻ ლაღი჻ უკადრი჻ მივა჻ არვისგან჻ რცხვენოდა: მას჻ ნახავს჻ ვისთა჻ ვამთაგან჻ ცრემლი჻ მრავალჯერ჻ სდენოდა: იგი჻ უებრო჻ ქუშად჻ ჯდა჻ ელვისა჻ მსგავსად჻ შვენოდა: მთვარესა჻ მისთა჻ შუქთაგან჻ უკუნი჻ გარდაჰფენოდა:

138. გაცრცვილსა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ყარყუმნი჻ უსაპირონი: ებურნეს჻ მოშლით჻ რიდენი჻ ფასისა჻ თქმად჻ გასაჭირონი: შვენოდა჻ შავნი჻ წამწამნი჻ გულისა჻ გასაგმირონი: მას჻ ბროლსა჻ ყელსა჻ ეკიდნეს჻ გრძლად჻ თმანი჻ არ჻ უჴშირონი: