... (S-4988), XVII-XVIII სს.

277. ქალმან჻ უთხრა჻ რას჻ შეგესწარ჻ მე჻ ვინ჻ ვარ჻ და჻ ანუ჻ შენო: მზე჻ არ჻ მახლავს჻ შეგეტყვების჻ თრთვილო჻ ასრე჻ მით჻ მაწყენო: გრძელი჻ სიტყუა჻ საწყინოა჻ ასრე჻ მოკლედ჻ მოგახსენო: ვერასათვის჻ ვერ჻ გიანბობ჻ რაცა჻ გინდა჻ იგი჻ ქენო:

278. კულაცა჻ ჰკითხა჻ ზენარობით჻ მიუყარნა჻ მუხლნი჻ წინა: მაგრამ჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰყარა჻ მუდარობა჻ მოეწყინა: პირსა჻ ზედან჻ გაგულისდა჻ თვალთა჻ სისხლი჻ მოედინა: ადგა჻ თმითა჻ წამოზიდნა჻ ყელსა჻ დანა჻ დააბრჯინა:

279. ეგრე჻ უთხრა჻ მე჻ ეზომი჻ ჯავრი჻ ვითა჻ შეგარჩინო: როგორა჻ თუ჻ ამატირო჻ ცრემლი჻ ცუდად჻ დამადინო: გიჯობს჻ მითხრა჻ ამისმეტი჻ მართ჻ აღარა჻ არ჻ გაწყინო: თვარა჻ ღმერთმან჻ მტერი჻ ჩემი჻ მოკლას჻ ვითა჻ მოგაკვდინო:

280. ქალმან჻ უთხრა჻ ეგე჻ ღონე჻ მოიგონე჻ მატად჻ ავი: თუ჻ არ჻ მომკლავ჻ არ჻ მოვკუდები჻ მრთელი჻ ვარ჻ და჻ მოუკლავი: რად჻ არ჻ გითხრა჻ სადამდისცა჻ ვიყო჻ ჭირთა჻ უნახავი: კულავ჻ თუ჻ მამკლავ჻ სასაუბროდ჻ აღარ჻ მედგას჻ ზედა჻ თავი:

281. უთხრა჻ თუ჻ ლომო჻ ავთანდილ჻ შეიქენ჻ ელვა჻ კრთომითა: თუ჻ მამკლავ჻ დამჴსნი჻ სოფელსა჻ ეგ჻ მიჯობს჻ ბევრის჻ ზომათა: არ჻ ვიცი჻ ფიფქო჻ მით჻ მაწყენ჻ მიპოვე჻ მზე჻ წაჴდომითა: შენებრი჻ კაცი჻ ჩემგ჻ მეტსა჻ ვერვის჻ უდარებს჻ ომითა:

282. კულავ჻ ეტყვის჻ ყმაო჻ რად჻ მპოვე჻ ვინ჻ მეუბნები჻ მე჻ ვინო: ეგე჻ ამბავი჻ ცოცხალსა჻ ენითა჻ ვერ჻ მათქმევინო: მე჻ თავი჻ ჩემი჻ ნებითა჻ ჩემითა჻ მოგაკულევინო: ვითა჻ უსტარი჻ ბედითი჻ ადვილად჻ დაგახევინო:

283. ჩემი჻ სიკუდილი჻ შენ჻ ჩემად჻ პატიჟად჻ ნურად჻ გგონია: მით჻ რომე჻ დამხსნი჻ ტირილსა჻ შემშრების჻ ცრემლთა჻ ფონია: ჩალად჻ მჩანს჻ ყოვლი჻ სოფელი჻ მისთვისვე჻ შემიწონია: ვერ჻ გიცნობ჻ ვინ჻ ხარ჻ ვის჻ გითხრა჻ სიტყუანი჻ მისანდონია:

284. ყმამან჻ თქუა჻ თუ჻ არ჻ ეგების჻ აწ჻ ამისი჻ ასრე჻ თქმევა: სხვასა჻ რასმე჻ მოვიგონებ჻ სჯობს჻ საქმისა჻ გამორჩევა: გაუშვა჻ და჻ ცალკე჻ დაჯდა჻ ტირს჻ დაუწყო჻ ცრემლთა჻ ფრქვევა: ქალსა჻ უთხრა჻ გაგარისხე჻ აწ჻ არ჻ ვიცი჻ ვით჻ დავრჩე჻ ვა:

285. ქალი჻ დაუჯდა჻ კუშტგვარად჻ ქუშობს჻ ჯერთ჻ არ჻ დამტკბარია: ავთანდილ჻ ქვე჻ ზის჻ ტირილად჻ აღარას჻ მოუბარია: ვარდისა჻ ბაღსა჻ მოგუბდა჻ ცრემლისა჻ საგუბარია: კულავ჻ იქით჻ ქალი჻ ატირდა჻ მისთვის჻ გულნალმობარია:

286. ყმა჻ მტირალი჻ შეებრალა჻ ამად჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ ღვარნა: მაგრა჻ უჯდა჻ უცხოს჻ უცხო჻ არ჻ ბაგენი჻ აუბარნა: ყმამან჻ ცნა჻ თუ჻ გონებანი჻ ჩქარნი჻ ჩემთვის჻ დააწყნარნა: ცრემლ჻ დენილი჻ შეეხვეწა჻ ადგა჻ მუხლნი჻ მიუყარნა:

287. უთხრა჻ ვიცი჻ აღარ჻ ვარგხარ჻ შენ჻ აწ჻ ჩემთვის჻ დასანდობლად: გაგარისხე჻ დაგრჩომივარ჻ ღარიბად჻ და჻ ამად჻ ობლად: აწ჻ ეგრეცა჻ თავი჻ ჩემი჻ დამიც჻ შენთვის჻ დასანდობლად: ამად჻ რომე჻ შეცოდება჻ შვიდგზის჻ თქმულა჻ შესანდობლად:

288. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ თუცა჻ ავად჻ მოგაწონე: მიჯნურისა჻ შებრალება჻ ჴამს჻ ესეცა჻ გაიგონე: სხვაგნით჻ ყოვლგნით჻ უღონო჻ ვარ჻ არვინ჻ არის჻ ჩემი჻ ღონე: სულთა჻ მოგცემ჻ გულისათვის჻ სხვა჻ მეტიმცა჻ რა჻ გამონე:

289. რა჻ ქალსა჻ მიხუდა჻ ყმისაგან჻ მიჯნურობისა჻ ხსენება: გულ჻ ამოჴნიჩვით჻ დაიწყო჻ ასკეცად჻ ცრემლთა჻ დინება: კულავ჻ გაამაღლა჻ ზახილით჻ ტირილი჻ არ჻ გაცინება: ავთანდილს჻ ღ~თნ჻ წადილი჻ მისცა჻ გულისა჻ ლხინება:

290. იტყუის჻ თუ჻ ამა჻ სიტყუითა჻ მას჻ ფერი჻ შეეცვალების: ვისთვის჻ მე჻ ჴელი჻ უცილოდ჻ მას჻ ცრემლი჻ ემალ჻ მალების: კულავ჻ უთხრა჻ დაო჻ მიჯნური჻ მტერთაცა჻ შეებრალების: ესეცა჻ იცი჻ სიკუდილსა჻ თვით჻ ეძებს჻ არ჻ ეკრძალების:

291. ვარ჻ მიჯნური჻ ხელი჻ ვინმე჻ გაუძლებლად჻ ხელთა჻ დგმისად: ჩემმან჻ მზემან჻ გამომგზავნა჻ საძებარად჻ იმა჻ ყმისად: ღრუბელიცა჻ ვერ჻ მიხუდების჻ მე჻ მისრულვარ჻ სადა჻ მისად: გული჻ თქუენი჻ მიპოვნია჻ მისი჻ შენდა჻ შენი჻ მისად:

292. მისი჻ სახე჻ გულსა჻ ჩემსა჻ ხატად჻ ასრე჻ გამოვხატე: მისთვის჻ ხელმან჻ გამოჭრილმან჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაალქატე: ორისაგან჻ ერთი჻ მიყავ჻ ტყვე჻ მქმენ჻ ანუ჻ მააზატე: ან჻ მაცოცხლე჻ ანუ჻ მამკალ჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მამიმატე:

293. ქალმან჻ უთხრა჻ ყმასა჻ სიტყუა჻ პირველისა჻ უამესი: ეგე჻ სიტყვა჻ მოიგონე჻ დია჻ რამე჻ უკეთესი: წეღან჻ საქმე჻ მტერობისა჻ გულსა჻ ჩემსა჻ ჩამოსთესი: აწ჻ მოყვარე჻ გიპოვნივარ჻ დისაგანცა჻ უფრო჻ დესი:

294. ჩემსა჻ თავსა჻ მიჯნურობა჻ მართალია჻ არ჻ ნაჭორად: ჩემი჻ ვერა჻ ვერ჻ მოგკიდე჻ მეუბნები჻ მრუდსა჻ სწორად: ვინცა჻ აქა჻ გამომგზავნა჻ არვინ჻ მჩანს჻ მისად჻ სწორად: მისგან჻ კიდე჻ სხვა჻ მნათობი჻ შევაწონე჻ ერთ჻ დრამ჻ ორად:

295. გამოჭრილვარ჻ ვიარები჻ დამწვავს჻ ცეცხლთა჻ საჴმილია: ამა჻ ყმისა჻ მიზეზითა჻ სულ჻ ჴმელეთი჻ მომივლია: ჭირთა჻ ნაცულად჻ შენ჻ გიპოვე჻ თუ჻ არ჻ მეტყვი჻ ცრემლს჻ მილია: თქუენად჻ ძებნად჻ მოვიძულვე჻ სახლი჻ კარი჻ ზღუდე჻ ვლია:

296. თუ჻ შენ჻ გწადდეს჻ ჩემი჻ შეყრა჻ იგი჻ იტყუის჻ არას჻ არა: მაგრამ჻ ჩემი჻ ყოფა჻ ღმერთმან჻ ვიცი჻ ბოლოდ჻ დამამწარა: შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ მივის჻ თავი჻ ჩემი჻ მოგაბარა: იტყუის჻ მივხუდი჻ ჩემსა჻ ლხინსა჻ მე჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ მიწა჻ არა: