... (S-4988), XVII-XVIII სს.

297. მაშა჻ რადგან჻ მიჯნურობა჻ შენად჻ ღონედ჻ მოიგონე: არ჻ ეგების჻ ამას჻ იქით჻ თუცა჻ თავი჻ არ჻ გამონე: არ჻ შენ჻ მოგეც჻ თავი჻ ჩემი჻ დაგაბნიე჻ დაგაღონე: შენთვის჻ მოვჰკვდე჻ ამისებრი჻ მემცა჻ საქმე჻ რა჻ ვიღონე:

298. მე჻ მისითა჻ მიზეზითა჻ არ჻ მინახავს჻ დღე჻ ნათელი: შიგან჻ ვზივარ჻ დევთა჻ ქვაბსა჻ ვდუღ჻ და჻ მამდის჻ ცხელი჻ ცრემლი: მიწას჻ ვლახავ჻ თუ჻ ზე჻ ვჰფრინავ჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ მართალი: ღ~თნ჻ მომკლას჻ ან჻ მილხინოს჻ დიდ჻ არს჻ მისი჻ სამართალი:

299. აწ჻ რაცა჻ გითხრა჻ თუ჻ ამა჻ საქმესა჻ დამმორჩილდები: რასაცა჻ ეძებ჻ მიხუდები჻ უცილოდ჻ არ჻ ასცილდები: თუ჻ არ჻ მამისმენ჻ ვერ჻ ჰპოვებ჻ რაზომცა჻ ცრემლსა჻ მილდები: მოგხუდების჻ მდურვა჻ სოფლისა჻ საქმესა჻ დაცასწბილდები:

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომე ეუბნების თვითან ქვაბში:

300. ყმამან჻ უთხრა჻ ეგე჻ საქმე჻ ამას჻ ჰგავსო჻ არა჻ სხვასა: ორნი჻ კაცნი჻ მოდიოდეს჻ სადაური჻ სადმე჻ გზასა: უკანამან჻ წინა჻ ნახა჻ ჩავარდნილი჻ შიგან჻ ჭასა: ზედ჻ წაადგა჻ ჩაჰყიოდა჻ ტირს჻ იზახის჻ ვაგლახვასა:

301. ეგრე჻ უთხრა჻ ამხანაგო჻ იყავ჻ მანდა჻ მომიცადე: წავალ჻ თოკთა჻ მოსაჴმელად჻ მწადსო჻ თუმცა჻ ამოგზიდე: მას჻ ქვეშეთსა჻ გაეცინნეს჻ გაუკვირდა჻ მეტად჻ კიდე: შემოჰყივლა჻ არ჻ გელოდე჻ სად჻ გაგექცე჻ სად჻ წავიდე:

302. აწ჻ დაო჻ შენსა჻ ჴელისაა჻ ჩემი჻ საბელი჻ ყელისა: რასაცა჻ მიზამ჻ შენ჻ იცი჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ლხენისა: სხვად჻ უღონოა჻ უშენოდ჻ ჩემგან჻ აპყრობა჻ ჴელისა: თვარა჻ ვისმცა჻ ექნა჻ გვარლითა჻ შეკვრა჻ თავისა჻ მრთელისა:

303. ქალმან჻ უთხრა჻ მამეწონა჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი: ხარ჻ უცილოდ჻ კარგი჻ ვინმე჻ მოყმე჻ ბრძენთა჻ საქებარი: ხარ჻ ვინათგან჻ აქანამდის჻ მაგა჻ ჭირთა჻ დამთმობარი: რაცა჻ გითხრა჻ მამისმინე჻ გიპოვნია჻ საძებარი:

304. ამა჻ მოყმისა჻ ამბავი჻ არსად჻ არა჻ იპოვების: თვით჻ თუ჻ არ჻ გითხრობს჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ ვისგან჻ დაიჯერების: მოილოდინე჻ მოვიდეს჻ რაზომცა჻ დაგეყოვნების: დადუმდი჻ ვარდსა჻ ნუ჻ აზრობ჻ ცრემლითა჻ ნუ჻ ითოვნების:

305. ყმამან჻ თქვა჻ ვარდო჻ ნუ჻ სჭკნები჻ დრო჻ მოვიდა჻ შენის჻ ზრვისა: ერთმანერთსა჻ მოეხვივნეს჻ ცრემლით჻ ჴოცნენ჻ სახეპირსა: ასმათ჻ ტირის჻ სისხლის჻ ცრემლსა჻ ტევრი჻ დადგა჻ ნათხზის჻ თმისა: იგი჻ ტირან჻ სოფლისათვის჻ და჻ სოფელი჻ მათთვის჻ ტირსა:

306. ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ გითხრობ჻ მე჻ სიტყუასა჻ ამისთანსა: იგი჻ მინდორს჻ არონინებს჻ ტანსა჻ მტერთა჻ მემაჯანსა: ვსჭამ჻ გლახ჻ მარტო჻ ნადირისა჻ მისგან჻ ჴორცსა჻ მონატანსა: აწვე჻ მოვა჻ არა჻ ვიცი჻ თუ჻ დაჰყოვნის჻ დიდსა჻ ხანსა:

307. ამას჻ გვედრებ჻ მოიცადო჻ თავი჻ სხვაგან჻ არსად჻ არო: რა჻ მოვიდეს჻ შევეხვეწო჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ რა჻ მოვაგვარო: ერთმანერთსა჻ შეგამეცნიო჻ თავი჻ შენი჻ შევაყუარო: თვით჻ გიანბნანოს჻ საქმე჻ მისი჻ საყუარელსა჻ გაახარო:

308. ტირს჻ ვაიმე჻ საყვარელო჻ წახველ჻ რასმე჻ ქვეყანასა: თავი჻ შენად჻ საძებარად჻ შევაცურვე჻ შიგან჻ ზღვასა: მოვეშორვე჻ გამზრდელთ჻ და჻ სწორნი჻ ჩემნი჻ ვაგლახვასა: ანუ჻ მოვჰკვდე჻ ანუ჻ დავრჩე჻ მოველოდდე჻ ნეტარ჻ რასა:

309. უთხრა჻ დავო჻ ღ~თნ჻ შეგზღოს჻ საიქიოს჻ მისაგები: ღ~თსა჻ სწადდეს჻ ჩემი჻ ლხინი჻ ასრე჻ ამად჻ არ჻ ვიწვები: ჩემთა჻ ცეცხლთა჻ დავსებასა჻ სხვასა჻ ვისმცა჻ ვეხვეწები: თუ჻ მიბრძანებს჻ ჩემებრ჻ ხელსა჻ გაღანამცა჻ ვიახლები:

310. ქალი჻ ჰკადრებს჻ საუბართა჻ იგი჻ მოყმე჻ ატირდების: ვაგლახ჻ მეო჻ საყვარელო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მოგედების: ვინ჻ შეიპყრა჻ გული჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდე჻ ვინ჻ ხელთდების: ოდის჻ მამცეს჻ კაცსა჻ ხლებად჻ აქათ჻ ასრე჻ მემტერების:

311. ქალსა჻ ყმამან჻ მოუსმინა჻ დაჰმორჩილდა჻ დართო჻ ნება: ამას჻ ზედან჻ მოიხედნეს჻ ჴევით჻ ესმა჻ ჩხაპუნება: მთვარე჻ წყალსა჻ გამოსრული჻ ვნახე჻ შუქთა჻ მოფინება: უკურიდეს჻ აღარა჻ ქნეს჻ მუნ჻ ხანისა჻ დაყოვნება:

312. ქალმან჻ უთხრა჻ ყმაო჻ ჟამად჻ მოგცა჻ ღმერთმან჻ რაცა჻ გინა: მაგრა჻ თავი჻ უჩინო჻ ქენ჻ დამალული჻ იყავ჻ შინა: ამა჻ ყმისა჻ მეუნებლე჻ ჴორციელი჻ არავინა: თუ჻ ვითა჻ რა჻ მოვაგვარო჻ შენი჻ ნახვა჻ არ჻ ეწყინა:

313. ავთანდილ჻ ქვაბსა჻ დამალა჻ ქალმან჻ დამალვით჻ მალითა: იგი჻ ყმა჻ ცხენით჻ გარდაჴდა჻ ჰშვენოდა჻ კაპარჭ჻ ჴმალითა: ატირდეს჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესამალითა: ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ჭურეტითა჻ იდუმალითა:

314. ამარტის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან: დიდხან჻ იტირეს჻ ყმამან჻ და჻ მან჻ ქალმან჻ შაოსანამან: შეხსნა჻ შეიღო჻ აბჯარი჻ ცხენიცა჻ შეიყუანა჻ მან: დადუმდეს჻ ცრემლნი჻ მოჰკვეთნა჻ შავმან჻ გიშრისა჻ დანამან:

315. ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭურეტდა჻ ტყვე჻ საკნით჻ ნააზატები: მან჻ ქალმან჻ ქვეშე჻ დაუგო჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ნატები: მაზედან჻ დაჯდა჻ იგი჻ ყმა჻ სულთქუამს჻ ჭირ჻ მონამატები: სისხლისა჻ ცრემლსა჻ გაეწნა჻ შუა჻ გიშრისა჻ სატები: