... (S-4988), XVII-XVIII სს.

179. ლაშქრობა჻ და჻ ნადირობა჻ შენი჻ ჩემსა჻ დამგზავსენ: აქათ჻ სამ჻ წელ჻ მამიცადე჻ ხვაშიადი჻ შემინახე: მე჻ კულავ჻ თუმცა჻ შემოვბრუნდი჻ ალვა჻ ჩემი჻ არ჻ დაჭნა჻ ხე: არ჻ მოვბრუნდე჻ მამიგლოვე჻ მიტირე჻ და჻ მივაგლახე:

180. მაშინღა჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ არ჻ საქმე჻ სასურვალია: აცნობე჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ იყავ჻ მართ჻ ვითა჻ მთურალია: მიხუდათქო჻ საქმე჻ რომელი჻ ყოვლთათვის჻ გარდუვალია: გლახაკთა჻ მიე჻ საჭურჭლე჻ ოქრო჻ ვერცხლი჻ და჻ თვალია:

181. მაშინ჻ უფრო჻ მომეჴმარე჻ ამისგანცა჻ უფრო჻ მჴედრე: ნუთუ჻ ადრე჻ დამივიწყო჻ მახსენებდი჻ ზედაზედრე: მეტად჻ კარგად჻ დამიურვე჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე: ზრდანი჻ ჩემნი჻ მოიგონენ჻ გული჻ შენი჻ მოიმდედრე:

182. რა჻ მონამან჻ მოისმინა჻ გაუკვირდა჻ შეეზარა: თვალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმოღვარა: მოახსენა჻ უშენომან჻ გულმან჻ რამცა჻ გაიხარა: ვიცი჻ რომე჻ არ჻ დასდგები჻ მაგას჻ გიშლი჻ ამად჻ არა:

183. განღა჻ ქნას჻ ლომმან჻ იმედი჻ დაგედვას჻ რაცა჻ მისადა: მეფისა჻ ცამდის჻ მაღლისა჻ მზისაცა჻ უფრო჻ მზისადა: უთქვენოდ჻ მყოფი჻ არ჻ ვარგვარ჻ არცა჻ თუ჻ აქა჻ ვზი჻ სადა: მარტოსა჻ თავი჻ რად჻ დაგიც჻ სავალად჻ მაგა჻ გზისადა:

184. ჩემად჻ ნაცულად჻ დაგაგდებო჻ ესე჻ სიტყვა჻ ვით჻ მიბრძანე: როგორა჻ ვქნა჻ პატრონობა჻ რამც჻ გიფერე჻ რამც჻ გიგვანე: შენ჻ მარტოსა჻ გიგონებდე჻ მემცა჻ მიწა჻ ვიაკვანე: სჯობს჻ ორნივე჻ გავიპარნეთ჻ წამოგყვები჻ წამიტანე:

185. ყმამან჻ უთხრა჻ მამისმინე჻ მართლად჻ გითხრობ჻ არა჻ ჭრელად: რა჻ მიჯნური჻ ველთა჻ რბოდეს჻ მარტო჻ უნდა჻ გასაჭრელად: მარგალიტი჻ აღარ჻ მომხუდეს჻ უსასყიდლოდ჻ უვაჭრელად: კაცი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ჴამს჻ ლახვრისა჻ დასაჭრელად:

186. მისი჻ ცეცხლი჻ გულსა჻ ჩემსა჻ დამწველი჻ და჻ მედებია: მას჻ ერთსაცა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ რაცა჻ მიიმედებია: შენგან჻ კიდე჻ არა჻ მივის჻ ძმები჻ არცა჻ მე჻ დებია: იმოქმედე჻ დღეთა჻ შენთა჻ რაცა჻ გიმოქმედებია:

187. ვისმცა჻ უთხარ჻ ხვაშიადი჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ ვარგა: უშენოსა჻ პატრონობა჻ ვის჻ მივანდო჻ ვინ჻ იქს჻ კარგა: სანაპირო჻ გაამაგრე჻ მტერმან჻ ახლოს჻ ვერ჻ იბარგა: კულავ჻ ნუთუმცა჻ შემოვიქცე჻ ღმერთმან჻ სრულად჻ არ჻ დამკარგა:

188. ფათერაკი჻ სწორად჻ მოჰკლავს჻ ერთი჻ იყოს჻ თუნდა჻ ასი: მარტოობა჻ ვერას჻ მიზამს჻ მცავს჻ თუ჻ ცისა჻ ძალთა჻ დასი: აქათ჻ სამ჻ წელ჻ არ჻ მოვიდე჻ მაშინ჻ გმართებს჻ გლოვა჻ ფლასი: წიგნსა჻ მოგცემ჻ გმორჩილობდენ჻ ვინცა჻ იყოს჻ ჩემი჻ ხასი:

აქა წიგნი ავთანდილისა თავის ყმას თანა:

189. დაწერა჻ თუ჻ ჩემნო჻ ყმანო჻ გამზრდელნო჻ და჻ ზოგნო჻ ზრდილნო: ერთგულნო჻ და჻ მისანდონო჻ ამას჻ ზედა჻ გამოცდილნო: თქუენ჻ ჩემისა჻ საწადლისა჻ მიდგომილნო჻ ვითა჻ ჩრდილნო: წიგნი჻ ჩემი჻ მოისმინეთ჻ ყოვლნო჻ ერთგან჻ შემოხდილნო:

190. მიწაცა჻ თქვენი჻ ავთანდილ჻ ისმინეთ჻ გიწერ჻ მე჻ რასა: თვით჻ ვიქ჻ ჴელითა჻ ჩემითა჻ ამა჻ წიგნისა჻ წერასა: ცოტასა჻ ხანსა჻ ვირჩივე჻ გაჭრა჻ სმასა჻ და჻ მღერასა: პურად჻ და჻ საჭმლად჻ მივენდე჻ ჩემსა჻ მშვილდსა჻ და჻ ცერასა:

191. საქმე჻ რამე჻ მიც჻ თავისა჻ ზე჻ სადმე჻ გარდსახვეწელი: დავჰყო჻ მარტო჻ და჻ ღარიბად჻ ესე჻ წლეული჻ მე჻ წელი: გემუდარები჻ ამისთვის჻ ვარ჻ თქუენი჻ შემომხვეწელი: მე჻ დამახვედროთ჻ სამეფო჻ მტერთაგან჻ დაულეწელი:

192. მე჻ შერმადინ჻ დამიგდია჻ ჩემად჻ ნაცულად჻ პატრონობდეს: სიკუდილსა჻ და჻ სიცოცხლესა჻ სადამდისცა჻ ჩემსა჻ სცნობდეს: ყოვლთა჻ მზეებრ჻ მოგეფინოს჻ ვარდს჻ სადმე჻ არ჻ აჭნობდეს: შემცოდესა჻ ყველაკასა჻ ვითა჻ ცვინსა჻ დაადნობდეს:

193. თქვენცა჻ იცით჻ გამიზრდია჻ ვითა჻ ძმა჻ და჻ ვითა჻ შვილი: ამას჻ ასრე჻ მორჩილობდით჻ არის჻ ვითამც჻ ავთანდილი: ბუკსა჻ იკრას჻ აქნევინეთ჻ ყოვლი჻ საქმე჻ ჩემგან჻ ქნილი: მე჻ თუ჻ დრომდის჻ არ჻ მოვიდე჻ გლოვა჻ გმართებს჻ არ჻ სიცილი:

194. ესე჻ წიგნი჻ გაასრულა჻ წყლიანმან჻ და჻ სიტყვანაზმა: წელთა჻ ოქრო჻ შემოირტყა჻ საღარიბოდ჻ შეეკაზმა: ბრძანა჻ მინდორს჻ შევჯდებიო჻ ლაშქარიცა჻ დაერაზმა: მასვე჻ წამსა჻ წამოვიდა჻ შინა჻ ხანი჻ არა჻ დაზმა:

195. ბრძანა჻ წადით჻ ყველაკაი჻ აქა჻ მომჴრედ჻ არვინ჻ მინა: მონებიცა჻ მოიშორვა჻ თავი჻ გაითავისწინა: მარტო჻ გარე჻ შემობრუნდა჻ შამბი჻ შიგან჻ გაირბინა: მიწყივ჻ ჰქონდის჻ საგონებლად჻ მისი჻ მკვლელი჻ თინათინა:

196. იგი჻ ველი჻ გაირბინა჻ ლაშქართაგან჻ გაეკიდა: ვინცა჻ ნახა჻ სულიერმან჻ ანუ჻ ვინმცა჻ გაეკიდა: ვის჻ მახვილი჻ ვერას჻ ავნებს჻ მკლავი჻ მისი჻ გაეკიდა: მისგან჻ ტვირთი჻ კაეშნისა჻ ტვირთად჻ კარგად჻ გაეკიდა:

197. რა჻ ლაშქართა჻ ინადირეს჻ და჻ პატრონი჻ მოითუალეს: იგი჻ პირმზე჻ ვეღარ჻ ჰპოვეს჻ პირი჻ მათი჻ იფერმკრთალეს: მათსა჻ დიდსა჻ სიხარულსა჻ სამძიმარი჻ ანაცვალეს: ყოვლგან჻ რბოდეს჻ საძებარად჻ ვინცა჻ იყო჻ უცხენმალეს: