... (S-4988), XVII-XVIII სს.

139. დაღრეჯით჻ იყო჻ მჯდომარე჻ ძოწეულითა჻ რიდითა: ავთანდილს჻ უთხრა჻ დაჯდომა჻ წყნარად჻ ცნობითა჻ მშვიდითა: მონამან჻ სელნი჻ დაუდგნა჻ დაჯდა჻ კრძალვით჻ და჻ რიდითა: პირისპირ჻ პირსა჻ უჭვრეტდა჻ სავსე჻ ლხინითა჻ დიდითა:

140. ქალმა჻ უბრძანა჻ ზარი჻ მლევს჻ მე჻ ამისისა჻ თხრობისა: მწადდა჻ არა჻ თქმა჻ რომლისა჻ ღონე჻ არა჻ მაქუს჻ თმობისა: მაგრამ჻ შენც჻ იცი჻ მიზეზი჻ შენისა჻ აქა჻ ჴმობისა: რად჻ ვზი჻ ქუშად჻ და჻ დაღრეჯით჻ ასრე჻ მიჴდილი჻ ცნობისა:

141. ყმამან჻ ჰკადრა჻ საზაროსა჻ ჩემგან჻ თქმაღა჻ ვით჻ იქნების: მზესა჻ მთვარე჻ შეეყაროს჻ დაილევის჻ დაცაჭკნების: აზრად჻ არად჻ აღარა჻ მცალს჻ თავი჻ ჩემი჻ მეგონების: თქვენვე჻ ბრძანეთ჻ რაცა჻ გიმძიმს჻ ანუ჻ რაცა჻ გეკურნების:

142. ქალმან჻ უთხრა჻ საუბარი჻ კეკლუც჻ სიტყვად჻ არ჻ დუხჭირად: იტყუის჻ თუცა჻ აქანამდის჻ ჩემგან჻ შორს჻ ხარ჻ დანამჭირად: მიკუირს჻ მოგხვდა჻ წამის჻ ყოფად჻ საქმე჻ შენად჻ საჭვი჻ რად: მაგრამ჻ გითხრობ჻ პირველ჻ ხოლმე჻ სენი჻ მე჻ მჭირს჻ რაცა჻ ჭირად:

143. გახსოვს჻ ოდეს჻ შენ჻ და჻ როსტანს჻ მინდორს჻ მჴეცი჻ დაგეჴოცა: ყმა჻ გენახა჻ უცხო჻ ვინმე჻ რომე჻ ცრემლი჻ მოეჴოცა: მას჻ უკანით჻ გონებამან჻ მისმან჻ ასრე჻ დამამჴოცა: შენ჻ გენუკვი჻ მონახვასა჻ კიდით჻ კიდე჻ მოლაჴო჻ ცა:

144. აქანამდის჻ ნაუბარსა჻ თუცა჻ ვერას჻ ვერ჻ გეტყუია: მაგრა჻ შორით჻ სიყუარული჻ შენგან჻ ჩემი჻ შემიტყუია: ვიცი჻ რომე჻ გაუწყვეტლად჻ თვალთა჻ ცრემლი჻ გისეტყუია: შეუპყრიხარ჻ სიყუარულსა჻ გული჻ შენი჻ დაუტყუია:

145. ქალმან჻ უთხრა჻ რადაც჻ მინდი჻ არ჻ ეგების჻ არა჻ მბობა: პირველ჻ დაგდებ჻ სამსახურსა჻ გაგიჩნდების჻ ჯომარდობა: ნამუსი჻ და჻ ჭკვათა჻ ხლათვა჻ ვნახო჻ შენი჻ ნაზარდობა: შეჰმობრუნდე჻ ედემს჻ მსგავსად჻ აგიყუავდეს჻ შენ჻ ვარდობა:

146. ასრე჻ გითხრა჻ სამსახური჻ ჩემი჻ გმართებს჻ ამა჻ ორად: პირველ჻ ყმა჻ ხარ჻ ჴორციელი჻ არვინა჻ გუყავს჻ შენად჻ სწორად: მერმე჻ ჩემი჻ მიჯნური჻ ხარ჻ დასტურია჻ არ჻ ნაჭორად: წადი჻ იგი჻ მოყმე჻ ძებნე჻ ახლოს჻ იყოს჻ თუნდა჻ შორად:

147. იგი჻ კაცი჻ შვენიერი჻ ჴმელთა჻ იყოს჻ გნუკევ჻ პოვნად: კიდით჻ კიდე჻ მოიარე჻ ამაყურად჻ შეუპოვნად: მზისა჻ შუქი჻ მოგეფინოს჻ ვერ჻ ვინ჻ ჴელყოს჻ დასათოვნად: სცნა჻ მის჻ ყმისა჻ ყოფა჻ სადმე჻ ფიცხლად჻ მოდი჻ დაუყოვნად:

148. შენგან჻ ჩემი჻ სიყვარული჻ ამით჻ უფრო჻ გაამყარე: რომე჻ დამხსნა჻ შეჭირვება჻ ეშმა჻ ბილწი჻ ასაპყარე: გულსა჻ გარე჻ საიმედო჻ ია჻ მორგე჻ ვარდი჻ ყარე: მერმე჻ მოდი჻ ლომო჻ მზესა჻ შეგეყრები჻ შემეყარე:

149. სამსა჻ ძებნე჻ წელიწადსა჻ იგი჻ შენი჻ საძებარი: ჰპოვო჻ მოდი჻ გამარჯვებით჻ მხიარულად჻ მოუბარი: ვერა჻ ჰპოებ჻ დავიჯერებ჻ იყო჻ თურე჻ უჩინარი: კოკობი჻ და჻ დაუმჭკნარი჻ ვარდი჻ დაგხუდე჻ დაუმჭკნარი:

150. ფიცით჻ გითხრობ჻ შენად჻ კიდე჻ თუ჻ შევირთო჻ რაცა჻ ქმარი: მზეცა჻ მამხვდეს჻ ჴორციელი჻ ჩემთუის჻ კაცად჻ შენაქმარი: სრულად჻ მოვსწყდე჻ სამოთხესა჻ ქუესკნელს჻ ვიყო჻ დასანთქმარი: შენი჻ მკლევიდის჻ სიყვარული჻ გულსა჻ დანა჻ ასაქმარი:

151. მოახსენა჻ ყმამან჻ მზეო჻ ვინ჻ გიშერი჻ აწამწამე: სხვა჻ პასუხი჻ რამცა჻ კადრე჻ ანუ჻ რამცა჻ შევიწამე: მე჻ სიკვდილსა჻ მოველოდი჻ შენ჻ სიცოცხლე჻ გამიწამე: ვითა჻ მონა჻ სამსახურად჻ გაღანამცა჻ წავე჻ წა჻ მე:

152. კულაცა჻ ჰკადრა჻ აჰა჻ მზეო჻ ღმერთმან჻ რადგან჻ მზედ჻ დაგბადა: მით჻ გმორჩილობს჻ ზეციერი჻ მნათობია჻ რაცა჻ სადა: მე჻ რომ჻ თქვენგან჻ მოვისმინე჻ წყალობანი჻ მედიადა: ვარდი჻ ჩემი჻ არ჻ დაჭკნების჻ შუქი჻ შენი჻ იეფადა:

153. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ შენად჻ რადმცა჻ შევიწყალე: არასათვის჻ არ჻ დავდგები჻ უსაცილოდ჻ წავალ჻ ხვალე: გული჻ ფერი჻ ლაჟვარდისა჻ გავაწითლე჻ გავალალე: სიცოცხლისა჻ უკეთესი჻ რა჻ ვივალე჻ რამც჻ ვივალე:

154. კულავ჻ შეჰფიცეს჻ ერთმანერთსა჻ დააპირეს჻ ესე჻ პირი: გაახლეს჻ და჻ გაამრავლეს჻ საუბარი჻ სიტყვა჻ ხშირი: გაადვილდა჻ აქანამდის჻ გარდეჴადა჻ რაცა჻ ჭირი: თეთრთა჻ კბილთათ჻ გამოჰკრთების჻ თეთრი჻ ელვა჻ ვითა჻ ჭვირი:

155. ერთად჻ დასხდეს჻ ილაღობეს჻ საუბარი჻ ასად჻ აგეს: ბროლ჻ ბალახში჻ შეხვეული჻ და჻ გიშერი჻ ასადაგეს: ყმა჻ ეტყვის჻ თუ჻ შენთა჻ მჭურეტთა჻ თავი჻ ხელი჻ ასად჻ აგეს: ცეცხლთა჻ მანდით჻ მოდებულთა჻ გული჻ ჩემი჻ ასადაგეს:

156. ახლოს჻ უზის჻ ლაღი჻ ჭურეტად჻ მისსა჻ მკვლელსა჻ ეუბნების: წამწამ჻ იაჯს჻ შველასა჻ და჻ შემოქმედსა჻ მიენდობის: თუ჻ ზოგიცა჻ არ჻ დაგუჴოცოს჻ ღმერთმან჻ სხვანი჻ რადმცა჻ შობის: სხვამან჻ რამამც჻ დაავიწყოს჻ იგი჻ პირმზე჻ ეგონების:

157. ყმა჻ წავიდა჻ სიშორესა჻ თუცა჻ მისსა჻ ვერ჻ გასძლებდა: უკუღმავე჻ იხედვიდა჻ თვალთა჻ რეტად჻ იყოლებდა: ბროლსა჻ სეტყვს჻ და჻ ვარდსა჻ აზრობს჻ სიყუარულსა჻ ავალებდა: გული჻ ჰქონდა჻ გულისათვის჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ ათრთოლებდა:

158. ყმა჻ წავიდა჻ ეგონების჻ გული჻ სული჻ ვისთუის჻ კვდების: მზევ჻ მოგშორდი჻ ჩემად჻ ნაცულად჻ შენი჻ ჭვრეტა჻ ვის჻ მიხუდების: მე჻ წავალ჻ და჻ შენი჻ შუქი჻ აღარავის჻ მოუხვდების: შენს჻ მგონესა჻ სული჻ ჴორცთა჻ წავა჻ ვეღარა჻ მიუხუდების: