... (Q-296), XVIII ს.

160. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინიქს კარგა სანაპირო გაამაგრე მტერმან კარგად ვერ იბარგა კვლა ნუ თუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა

161. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი მარტოობა ვერას მიზამს მცავს მე თუცა ცისა დასი აქათ სამწელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

162. დაწერა თუ ჩემნო ყმანო dაზრდელნო და ზოგნო ზრდილნო ერთგულნო და მისანდონო ამაზედა გამოცდილნო თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო სიტყვა ჩემნი მოისმინედ ყოვლნო ერდგან შემოყრილნო

163. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერ მერასა თვით ვიქ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა პურად და საჭმლად მივენდე ჩემსა მშვილდსა და ცერასა

164. საქმე რამე მიცს თავისა ზე სმა გარდსახვეწელი დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემომხვეწელი მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი

165. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდს არ ზრვიდეს არ აჭნობდეს შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს

166. თქუენცა იცით გამიზრდია ვითა ძმად ვითა შვილი ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქმნილი მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი

167. ესე წიგნი დაასრულა წყლიალმან და სიტყუა ნაზმა წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ მოეკაზმა ბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა

168. ბძანა წადით ყველაკაი აქა მომხრეთ არ ვინ მინა მონებიცა მოიშორვა თავი გაითავის წინა მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა მიწყივ მისად საგონებლად მის[ი] მკვლელ[ი] თინათინა

169. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა ვინმცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა წაეკიდა ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა

170. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვა[ლ]ეს იგი პირმზე ვეღარ ჰპოეს პირი მათი იფერ მკრთალეს მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენ მალეს

171. ღმერთი ლომო შენდა ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს დარბოდეს და სხვაგანითა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს მისნი სპანი გულ მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოყრიდეს

172. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები უჩვენა იგი უსტარი ამბავი მისი თქმულები რა მოისმინეს ყულაი დარჩა გულ დანაწყლულები თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები

173. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გუეარმისცა უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა განაღამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს ყუელაკამან თაყვანისსცა ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

174. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბალახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს

175. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ ახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ ზღვართ არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვიახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

176. ახალმან ფიფქმან დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა მოუნდის გულსა დაცემა ზოგჯერ მიმართის დანასა თქუის ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდა ათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა ჩანგსა ბარბითსა დანასა

177. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დათმეო ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა მათთანა ემოყვრებოდა

178. მუნ ეძებს ცრემლით მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქუეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად თქუის საყვარელო მოგშორდი გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისად შენთვის სიკუსდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად