... (Q-296), XVIII ს.

81. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა რაცოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია

82. მეფესა ესე ამბავი უჩანს ვით მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსვლა დარდისა

83. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირთა ხეთასა ლაშქართა შექმნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მჴნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ჴევთასა

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

85. მას ტანსა კაბა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა

86. მოვიდა მონა საუბრად მის ყმისა გულს მდუღარისად თავ ჩამოგდებით მტირლისა არ ჭვრეტით მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარისად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად

87. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ძახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რამე ამოსკნოდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

89. სხვაგან ქრის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცარა გაიგონამან არცა გახლიჩნა ბაგეთად თავი ვარდისა კონამან

90. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა როსტენ ჰკადრა შემიტყუვა იმას თქუვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიწუხდა ვერ ვასმინე საუბარი მით დაეყოვნე ხანი მუნ და

91. მეფე გაჰკვირდა გაცასწყრა გული უცს მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მომგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

92. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულმდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვამეო სხვად არას მოუბარია

93. თვალთა ჴელნი უკუივლო ცხელნი ცრემლნ მოიწურნა ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა მკლავნი გაიმამაცურნა ცხენთა შეჯდა მონათამცა საუბარი რად იყურნა – მხარსა გაემართა მათი ჭირნი რა განჰკურნა

94. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დაჴადა მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანეთსა დაჴოცნა თავის ჴელ აუპყრობელად ზოგსა გარდაჰკრის მათრახი მკრდამდის გასაპობელად

95. მეფე გასწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა არცა ნახნა რაზომსაცა მიეწივნეს ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცი კაცსა შემოსტყორცა როსტენ ამად ივაგლახნა

96. შესხდენ მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზე ველად შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად

97. რა ცნა მეფე მოვიდაო ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგუანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა

98. კუალი ძებნეს და უკუირდათ ვერ პოვნა ნაკუალევისა აგრე კულა წმიდად წახდომა კაცისა ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა მიზეზი (ჩუენი ჩანს) ლხინთა ლევისა

99. ბრძანა ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება სიკუდილამდის დამაწყლულა ვერვის ძალუც განკურნება მასვე მადლი ესე იყო წადილ და მისი ნება