... (Q-296), XVIII ს.

279. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზერადდა ანუ ცით მთვარე უღრუბლოდს შუქთა მოფენდეს ქვე ბარდა რომე მათ თანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედარდა გვანდეს შვითავე მნათობთა სხვადმცა რისა ვთქვი მედარდა

280. მათ აკოცეს ერთმანეთსა უცხოობით არ დარიდეს ვარდსა ჰჴლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გარდააჭვდეს ერთმანეთსა აუტირდეს ქარვად შექმნეს იაგუნდი მათნი თუმცა ლალად ღირდეს

281. მობრუნდა ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა ულებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ მზესა თქვენისა ბნელითა

282. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილულ არ დაზრული ყმასა უთხრ[ა] მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ სადაური სით მოსული მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ ვარ მისგანცა გაწირული

283. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბედს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

284. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თავი ვითა გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე მონები მკლავ მაგრებია

285. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ხაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოხვე ლაშქარნი უკან[ა] გამოგკიდენით შენ ველნი წითლად შეღებენ სრულად სისხლისა კიდენით

286. ყუელაკასა მათრახითა თავი უჴმლოდ გარდაჰკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაიმალე მონებიცა დააფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად დავაშეთეთ

287. ჭმუნვა შეექმნა თქვენციცით ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია

288. მიბძანა «მიცან ამბავი მის მზისა წახდომილისა მაშინ ვარ მქმნელი საქმისა მის შენგან მოდომილისა» სამს წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავძლე ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

289. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახე(ა) ქურდნი ვნახე რომე თქვენთვის სიტყუა რამე გაემკვახე(ა) მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახე(ა) მათ მასწავლეს ძმა რომელსა სულ მობრძავი სამე გლახა

290. ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობად შენდა შენი მე გამზრდელი მით ვჰტიროდი მომეგონა მე გლახ ჩემი წამწყმედელი

291. რას მაქმნევდით რა გინდოდით ერთმანეთსა რითა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი თამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით რა მონანი მამწიენით შესაპყრობლად დაგულვნდით აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

292. მოვიხედე მამეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალა ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინა გამოვექეც მეტი არა შევუძახე ჩემი ცხენი უჩინოსა გავს და სხვამცა რას ვასახე

293. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა დაწამწამება მას გავექცივე ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად შვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

294. აწ ვაშად მოხველ მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მსგავსი გმირისა მაგრამ გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღვთივ ზეცით გაწირულისა

295. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

296. ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდი ამისმეტი არა მინდა

297. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყუარელსა გაგყარო ესე რად გენაცვალების

298. წამოსულ ხართ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქმნას და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვა ას რე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი ცხელი შემიქმს ალად მურად