... (Q-296), XVIII ს.

219. ყმამან უთხრა დაო ასმათ ჴიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდი ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდ[...] ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსცვი[...] ქალი შებნდა მოეხვია ერთმანეთსა სისხლი სწმიდნ[...]

220. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმა[...] ერთმანეთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოსთქმიდიან მოსცემდიან კლდენი ჴმასა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა

221. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოჰჴადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსრულობა

222. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმედდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

223. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არას ეჯდა ქალი ტირსა და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანეთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი კვლა უფროე დაიღრეჯდა

224. ავთანდილ ახლოს კვლავ ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო ნუ თუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა

225. [......................................]წამოვიდა რომე გუშინ შეეარა [..........................]ლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა [...........]სჭვრეტს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა [...] თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა

226. [..................................................................................................ე...] [.......................................................................................................] [......................................................................................................] [......................................................................................................]

227. აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი მას ვამბობინო ჩემიცა უთხრა ყველაი მართალ[ი] გავაბრჭობინო მას ყმასა ჴრმალი არა ვკრა არცა მას დავისობინო

228. ჩამოვიდა ცხენი ახსნა მისგან ხესა გამობმული ზედა შეჯდა გაემართა ქვაბი დახვდა კარგანხმული მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო პირი ვარდი ბროლ ბაკმული

229. ვერ იცნა სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა– ფიცხლავ გაიქცა მიმართა ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა ვითა კაკაბი მახესა ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა

230. მას ყმასა თავი არ მისცა ჭვრეტაცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე მიდამო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უზახდა მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა თითითა ეხვეწებოდა

231. ეტყოდა სულე რამც გიყა კაცი ვარ ადამიანი უფერო ქმნილი მინახვან ვარდნი და ისრე იანი მისი რამ მითხარ ვინ არის ტან სარო პირ ბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი

232. ქალი ეტყოდა ტირილით სარჩელ[ი] უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკავ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ სცდები ნუ ელი მაგა ამბისა თხრობასა

233. კვლავ ეტყვის ყმაო რა გინდა ანუ მენუკავ მერასა მაგა საქმისა ვერა იქს ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ იტყვი მითხარო მე ასჯერ გითხრობ ვერასა ვითა სიცილი ტირილსა მიჯობს ვაგლახი მღერასა

234. ქალო არ იცი სით მოვალ რა ჭირი მომითმენია ოდიდგან ვეძებ ამბავსა ესე არვისგან მსმენია შენ მიპოვნიხარ სიტყვანი ჩემი რაზომცა გწყენია ვერ დაგეხსნები მიამბე ჩემგან ნუღარა გრცხვენია

235. ქალმან უთხრა რას შეგესწარ მე ვინ ვარო ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყუების თრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ რაცა გინდა იგი ქენო

236. კვლავცა ჰკითხა ზენარობით მიუყარნა მუხლი წინა მაგრა ვერა ვერ დაჰყარა მუდარობა მოეწყინა პირსა ზედა გაგულისდა თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა ყელსა დანა დააბჯინა

237. ეგრე უთხრა მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო როგორა თუ ამატირო ცრემლი ცუდათ დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას ვითა მოგაკვდინო

238. ქალმან უთხრა ეგე ღონე მოიგონე მატად ავი თუ არ მამკლავ არ მოვკვდები მთელი ვარ და მოუკლავი რად რა გითხრა სადამდიცა ვიყო ჭირთა უნახავი კვლავ თუ მომკლა სასაუბროდ აღარ მედგას ზედან თავი