... (Q-296), XVIII ს.

120. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა ამაოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა

121. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მზგავსად შვენოდა მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა

122. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი შვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი

123. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა მონამან სელი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა პირის პირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა

124. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქნების მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცასჭნების აზრად არად აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების თქვენვე ბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების

125. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად იტყვის თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად გიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად

126. გახსოვს ოდეს შენდა როსტანს მინდორს მჴეცი დაგეხოცა ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა შენ გენუკვი მონახვასა კიდის კიდე მოლაჴოცა

127. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია მაგრამ შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია ვიცი რომე გაუწყუეტლად თვალთა ღაწვი გისეტყუია შეუპყრიხარ სიყვარულსა გულსა შენი დაუტყუია

128. ასრე გითხრობ სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად პირველ ყმა ხარ ჴორციელი არავინა გვყავს შენად სწორად მერმე ჩემი მიჯნური ხარ მართალია არ ნაჭორად წადა იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად

129. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე გულსა აგრე საიმედო ია მორგე ვარდი ყარე მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე

130. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი ჰპოო მოდი გამარჯვებით მხიარული მოუბნარი ვერა პოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი კოკობი და დაუფურჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი

131. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი მზეცა მომხვდეს ჴორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი შენი მკლავდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი

132. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიმწარე ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე

133. კულავცა ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა მე რომ თქვენგან მოვისმინა წყალობანი მეიმედა ვარდი ჩემი არ დაჭნების შუქი შენი იეფადა

134. კულავ შეფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი გაახლდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი თეთრთა კბილთა გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი

135. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასად აგეს ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასადაგეს ცეცხლსა მანდით მოდებულთა გული ჩემ ასადაგეს

136. ყმა წავიდა სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა

137. თქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ესადრე ბროლი და ლალი გავსრულვარ ქარვისა უყვითლესადრე მაშინ რაღა ვჰქნა ვერ ჭვრეტა რა მამხვდეს კულავ უგრძესადრე ჴამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე

138. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების შეჰკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების

139. მოშორვება საყუარლისა მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა ტირს ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ