... (Q-296), XVIII ს.

239. კვლავ ეტყვის ყმაო რად მპოვე ვინ მეუბნები მე ვინო ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკვლევინო ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო

240. ჩემი სიკვდილი შენ ჩემად პატიჟად ნურად გგონია მით რომე დამხსნი ტირილსა შემშრების ცრემლთა ფონია ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი მისთვისვე შემიწონია ვერ გიცნობ ვინ ხარ ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია

241. ყმამან თქვა თუ არ ეგების აწ იმისი ასრე თქმევა სხვასა რასმე მოვიგონებ სჯობს საქმისა გამორჩევა გაუშვა და ცალკე დაჯდა ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა ქალსა უთხრა გაგარისხე აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა

242. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია ავთანდილ ქუე ზის ტირილად აღარას მოუბარია ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია კვლავ იქით ქალი ატირდა მისთვის გულ ნალმობარია

243. ყმა მტირალი შეებრალდა ამად ცხელნი ცრემლი ღვარნა მაგრა უჯდა უცხოს უცხო არ ენანი აუბარნა ყმამან ცნა თუ გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა ცრემლ დენილი შეეხვეწა ადგა მუხლნი მიუყარნა

244. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად გაგარისხე დაგრჩომილვარ ღარიბად და ამად ობლად აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად ამად რომე შეცოდება შვიდ გზით თქმულა შესანდობლად

245. თავი ჩემი სამსახურად თუმცა ავად მოგაწონე მიჯნურისა შებრალება ჴამს ესეცა გაიგონე სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ არვინ არის ჩემი ღონე სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიმცა რა გაქონე

246. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება გულ ამოხვნეჩით დაიწყო ას კეცად ცრემლთა დინება კვლავ გაამაღლა ზახილით ტირილ[ი] არ გაცინება ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა გულისა ლხინება

247. იტყვის თუ ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების კვლავ უთხრა დაო მიჯნური მტერთაცა შეებრალების ესეცა იცი სიკვდილსა თვით ეძებს არ ეკრძალების

248. მიჯნური ხელი ვინმე გაუძლებლად სულთა დგმისად ჩემან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიხვდების მე მისრულვარ სადამდისად გული შენი მიპოვნია მისი შენდა შენი მისად

249. მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე მისთვის ხელმან გამოჭრილმან ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ ტყუე მქენ ანუ მააზატე ან მაცოცხლე ანუ მომკალ ჭირი ჭირსა მამიმატე

250. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა ჩამოსთესი აწ მოყვარე გიპოვნივარ დისაგანცა უფრო დესი

251. მაშა რადგან მიჯნურობა ჩენად ღონედ მოიგონე არ ეგების ამას იქით თუცა თავი არ გამონე არ შენ მოგეც თავი ჩემი დაგაბნიე დაგაღონე შენთვის მოვკუდე ამის ებრივ მემცა საქმე რა ვიღონე

252. აწ რაცა გითხრა თუ ამა საქმესა დამმორჩილდები რასაცა ეძებ მიხვდები უცილოდ არ ასცილდები თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ რაზომსა ცრემლსა მილდები მოგხვდების მდურვა სოფლისა მოკუდები გაცასწბილდები

253. ყმამან უთხრა ეგე საქმე ამას გავსო არა სხვასა ორნი კაცნი მოდიოდეს სადაური სადმე გზასა უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა ზედ მიადგა ჩაჰყიოდა ტირს იძახის ვაგლახ ვასა

254. ეგრე უთხრა ამხანაგო იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინა გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე სად გაგექცე სად წავიდე

255. აწ დაო შენსა ჴელისაა ჩემი საბელი ყელის... სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აპყრობა ჴელის... რასაცა მიზამ შენ იცი შენ ხარ წამალი ხელის... თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავასა მრთელის...

256. ქალმან უთხრა მომეწონა ყმაო შენი ნაუბარ... ხარ უცილოდ კარგი ვინმე მოყმე ბრძენთა საქებარ... ხარ ვინადგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარ... რაცა გითხრა მომისმინე გიპოვნივარ საძებარ...

257. იმა მოყმისა ამბავი არ სადა არ იპოვებბ... თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის არვისგან დაიჯერებბ... მოილოდინე მოვიდეს რაზომცა დაგეყოვნებბ... დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ ცრემლითა ნუ ითოებბ...

258. გითხრა თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელის... ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელის...` მე ასმათ მქვიან რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელის... სულთქმა სულთქმისა ბევრისა მაშა თუ არ ერთხელი...