... (Q-296), XVIII ს.

41. გულსა მისა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერ მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გაჴდის უფრო წყლულად საბრალოსა სიყვარული კაცსა შეიქს გულმოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მისოქალისა თქვა ზედა ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუ თუ ვით ვჰპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი გამრავლდes ხასისა ავთანდილ პირმზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა ვაზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი დადგა თავის ჴელითა მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე მხედველითა

46. უკუდგეს და თაყუნის ცეს მეფეთა და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ჴმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლოფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა ამად ტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთნის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა ამისად ქნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩვენგან ჴელმწიფედ ჴმობილი აქადგან ესე სამეფო მართ შენია მინდობილი ხარმცა ბრძნად მქნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების უხვია ხსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდის ზღვათაცა შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი იგიცა ვინ ორგულია სმა ჭამა დიდათ შესარგი დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა იქს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა

52. მოიჴმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი მომართვი ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუ ვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია ამილახვარო მოასხი რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდია ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა ქუენაბამსა ნასუქალსა რომე გვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქალსა არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მდგომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რა ფერი ჰკრთომია

58. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თვარe აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქმნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო რასათვისცა გაგვაწბილა

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსo ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუხდეს მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

60. დაგიღრეჯა მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყუელასა გასცემს ასული თქუვენი საბოძვარ ჴშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო