... (Q-296), XVIII ს.

259. ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთან... ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა მე მაჯან... ვჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ჴორცსა მონატანას აწვე მოვა არა ვიცი თუ დაჰყოვნის დიდსა ხანას

260. ამას გვედრებ მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო ნუ თუ ვითა მოვაგვარო ერთმანეთსა შეგამეცნე თავი შენი შევაყვარო თვით გიამბოს საქმე მისი საყვარ[ე]ლსა გასახარო

261. ქალსა ყმამან მოუსმინა დამორჩილდა დართო ნება ამაზედა მოიხედნეს ჴევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსული ვნახე შუქთა მოფინება უკუდრიეს აღარა ქნეს მუნ ხანისა დაყოვნება

262. ქალმან უთხრა ყმაო ღმერთმან მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ქმენ დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე ჴორციელი არა ვინა ნუ თუ ვითარ მოვაგვარო შენი ნახვა არ ეწყინა

263. ავთანდილ ქუაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა

264. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეჰხსნა შეიღო აბჯარი ცხენიცა შეიყვანამან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთა შავმან გიშრისა დანამან

265. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მაზედა დაჯდა იგი ყმა სულთქმა ჭირ მონამატები სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები

266. მან ქალმან ჴელყო კვესითა შვება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ჴორცისა შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა ქმნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო გამოყრა უცოხნელისა

267. ცოტად მიწვა მიიძინა თუცა ყოლა ვერა მეტი შეჰკრთა დიდი დაიზახნა წამოიჭრა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იცემს ქალი მისი შენამჭვრეტი

268. რად დაბრუნდიმოახსენამითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა დაეფაჩვნა მარეკი და

269. სევდა მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიველო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუ თუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

270. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდეს ას ნაკეცი ბევრის ბევად მოახსენა მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითი ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

271. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია გეახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

272. უბრძანა დაო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქუეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ აქუს პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსულისა ჩემი ლხინია სიკუდილი გაყრა ჴორცთა და სულისა

273. ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი დაო მივის არა სადა

274. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი და ვიაჯდია რადგან ღმერთსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესა რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო თავი ზომსა გარდგიხდია

275. ყმამან უთხრა რას მენუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღთოდ მემცა ვით დავბადე ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა მამცა რას ვეცადე განაღამცა გავნადირდი თავი ასრე გავიხადე

276. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყუეს თავისანებითა იგი გეახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო არ სავნებლისა ნებითა

277. მან უბრძანა თუ მიჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთვის ხელი მინდორს თავს[ა] ვარებ არას უზამ უგემურსა არაოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ

278. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინა უამბობს არას მისად მაგულვანებლად ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა ვით მთვარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასაგვანებლად