... (Q-296), XVIII ს.

179. ყოველი პირი ქვეყანისა მოვლო სულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე არდაურჩა არიარა მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამაშიგან წელიწადი სამი სამთვე მიიყარა

180. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა

181. მას მიხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი დის არად სანდომი ჴიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა

182. ზედ წაადგა შეექცევის დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა ამად სულთქუამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს კვლავ ამისთვის გულმოშიშობს – ავსა კარგად ვერვინ შესცვლის თავსა ახლად ვერვინ იშობს

183. საგონებელი შეექმნა დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვცნა ჭორნიცა ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

184. თუ არ დავბრუნდე საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვცნე ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი

185. უამბოს ჩემი სიკუდილი თვით ჩემგან დავედრებული მათ შექმნან გლოვატირილი ქმნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი სხვაგან მესადმე რებული ამას იგონებს ტირილილით გონება შეიწრებული

186. იტყვის ღმერთო სამართალნი შენი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომი სიარული კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი აფხვრენ ჭირთა დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ

187. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკუდები გული ჩემი ნუ დადნების უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის არ საქნელი არ იქნების

188. თავსა უთხრა მოჰკვე გიჯობს სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის მზისა ამბავი რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამი მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

189. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგიან უღონიოდ მართალ იყუნეს რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს ცუდად ცრემლნი რასა მდიან

190. მთით ჩამოვიდა ავთანდილ გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა შეჟღრენით მონაწყენია გასცუდებოდეს მკლავნი და მისი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია

191. მობრუნება დააპირა სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა მჴეცნი იყუნეს საშინელნი მაგრა არა შეუზახა

192. თუცა მჴეც ქმნილი ავთანდილ გულ ამოსკვნით და კუნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა ისრითა მოკლის ნადირი როსტომის მკლავ უგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა ცეცხლი დააგზო კუესითა

193. ცხენსა მისცა საძოვარი ვირემ მწვადი შეიწოდეს ექუსნი რამე ცხენოსანნი ნახა მისკენ მივიდოდეს თქვა თუ გვანან მეკობრეთა თვარემ კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ჴორციელი კვლავ ყოფილა არაოდეს

194. ჴელთა ჰქონდა ისარ მშვილდი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ძმა მოჰყუანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

195. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამზგავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსე ვერა გვარგო მოგვიმატენ ჭირი ჭირთა მოგვისავსე სატირელნი მოგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხავსე

196. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დია გვაქუს ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა

197. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გვყუეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვჴოცეთ მჴეცსა უსაზომო მინდორით და მთით და ქედით

198. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით «მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო» სიტყუანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით