... (Q-296), XVIII ს.

299. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დაავლებული ასმათს უბძანა მას აქეთ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალ[ი] დამწვარი დავალებული

300. კაცმან ვით პოოს ღთისაგან რაც არა დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბადია კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს მითქს ბადე დანაბადუია აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს დანაბადია

301. მაგრამ ღმერთმან მოწყალემან მით ცნობითა ერთი გზითა ორი მისი მოწყალება დღესაც მამცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყუარულთა ჩემით რითმე მიზეზითა კულავ ნუ თუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

302. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამს მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს

303. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირე სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკვანე

304. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მჴარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიძახნა ცხელნი ცრემლნი გარდმოყარნა

305. მოთქვამს აჰიაჰი საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

306. ისმენდი მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ჴელმქმნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცავ სევდათა სისხლისა ღვართა დენასა

307. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექუსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვითიყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

308. მამაჩემი ჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდა წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

309. ხალვა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები თქუა წამალია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

310. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქუენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთ გულად ნამსახურისა

311. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა შევწირე ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მფლობელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე ვითა ძმამან და მშობელმან

312. ერთი სამეფო საკარგმო უბოძა ამირბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს აქუს ამირ სპასალარობა მეფე რა დაჯდა არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ არა აქუს კეისარობა

313. თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრივ ამილბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას არა ვგავ ასრე ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა

314. ძე არ ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრული დღემცა იგი მე მივეცი ამილბარსა მეფემან თქუა შვილად გავზრდი თვით ჩემივე გვარი არსა

315. მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ჴელმწიფეთა ქცევა ქნართად მოვიწიფე დავემზგავსე მზესა თვალად ლომსა ნაკუთად

316. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ მზგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკულა მართ ვითა სირისა არა გაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა

317. ასმათ შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ მიხდილისა მზესა მე ვჯობდი შვენებით ვით ბინდსა ჟამი დილისა იტყოდეს ჩემნი მნახავნი მზგავსია ედემს ზრდილისა აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა