... (Q-296), XVIII ს.

61. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენოდაუმადლა ბრძანებანი უიმედნა– ჩემი ძრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა

62. ეგე არ მიმძიმს ვაზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე სიყმაწვილისა დღენია კაცი არარის სითგანცა საბრძანებელი ჩვენია რომე მას ჩვემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

63. ერთია მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმერთმან არ მამცა ყმა შვილი ვარ საწუთროსა თმობითა– ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კულა ბურთაობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზრდობითა

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთა გამომკრთალთა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა

65. კულავ უბძანა თავსა ჩემსა რას იცინი რას დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარვანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერი არ ამიკლო ამაზეო

66. უბძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუნარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბარისა ნუ მოჰკუეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

67. მიწამცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვად მოვასხნეთ მოწმად თქვენივე სპანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია

68. – მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

69. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდასწყვიდეს იცინოდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავშიშველი სამდღ ვლიდეს

70. კულავ ბრძანე მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთან მარებელად თორმეტი ჩემად ისრისა მამრთმელად მოსახმარებელად ერთია შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

71. მონადირეთა უბრძანა მინდორი მოიარენით დაცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს მოდით და მოიჯარენით გაყარეს სმა და ნადიმი მუნ ამოდ გავიხარენით

72. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახჩოსანი პირს ოქროს რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარე შემოჰკროდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაჰფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

74. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსვლა ნადირთა ყოვლთა მინდორთა კიდითა

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწდომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს ჭვრეტადცა სჯობდეს რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიჰხოცდეს და მიესროდეს მინდორს სისხლსა მიასხმიდეს რა ისარნი დაელივნის მონანი ყე მოართმიდეს მჴეცი მათგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

77. იგი ველი გაირბინეს ჯოგი გარე შემოისხეს დაჰჴოცეს და ამოწყვიდეს ცათა ღმერთი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლ ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავს ალვაა ედემ ისხეს

78. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის და წყალსა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრნეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მჴნენია

79. ერთმან ერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქად დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ჰყვებოდეს უბძანე თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

80. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგვხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეხმარებით– ვისგან ნაკრავი გვინახავს მჴეცნი ვერ წაღმა წარებით