... (H-740), XVIII ს.

158. თვით: საჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივ: მცემდეს: ძისა: დარად: მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად: ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად: არ: მომეშუნეს: დავმორჩილდი: თაყუანისმცეს: ამილბარად:

159. თავადობა: ინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხვათა: ვნაპიროდი: თუ: ვინ: იყუის: მავნებელი: ჩემთა: სპათა: ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზემი: შევქნი: მღერა: სმათა: სპათა: ვმოსდი: ვნაპირობდი: ქება: თქუან: ჩემთა: ქნათა:

160. ტარიელს: თვალნი: სისიხლისა: ცრემლითა: დაღამებიან: თქუა: ნახვისაცა: უღირსსა: ვისგან: საჴმილნი: მდებიან: უმისოდ: ძმანი: რად: მძმობენ: ანუ: რად: დანი: მდებიან: აწყა: ვახსენებ: დღესა: მას: ოდიდგან: ცეცხლნი: მდებიან:

ამბავი ტარიელისი გამიჯნურებისა:

161. კულა: დაიწყო: თქმა: ამბვისა: მან: რანიცა: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვდიოდით: გვენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გიკუირა:

162. მეფემან: ახმა: დურაჯთა: მითხრა: მიტანად: ქალისად: გამოუხმენ: და: წავედით: ჩემად: სადებლად: ალისად: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდად: მე: საწუთროსა: ვალისად: ალმასისა: ჴამს: ლახვარი: ლახურად: გულისა: სალისად:

163. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: ფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: მრავალ: იყო: სარიჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა:

164. ზღუდედ: მოვლიდა: ზურმუხტი: ხედ: ალვა: დარიგებითა: მეფე: გარდაჴდა: მუნ: სადა: კოშკად: ბაზარი: გებითა: შიგნით: შევედით: სრა: დაგუხუდა: მოცული: ფარდაგებითა: მაშინ: ნასობთა: ლახუართა: სულნო: ვით: დაუდგებითა:

165. ვიცოდი: სწადდა: არვისგან: ნახვა: მის: მზისა: დარისა: მე: გარეთ: ვდეგ: და: მეფემან: შევლო: ფარდაგი: კარისა: ვერას: ვხედევდი: ოდენ: ჴმა: მესმოდა: საუბარისა: ასმათს: უბრძანა: გამოხმა: დურაჯთა: ამილბარისა:

166. ასმათ: ფარდაგსა: აზიდნა: გარეთ: ვდეგ: მოფარდაგულსა: ქალსა: შევხედენ: ლახვარი: მეცა: ცნობასა: დაგულსა: მოვიდა: მივსცენ: დურაჯნი: მთხოვნა: ცეცხლითა: დაგულსა: ვაიმე: მას: აქეთ: საჴმილსა: დაუწვავ: ნიადაგულსა:

167. აწ: წაჴდეს: იგი: ნათელნი: მზისაცა: მოწუნარენი: მისი: ვერ: გასძლო: ხსენება: დაბნდა: და: სულთქნა: მწარენი: ყმა: და: ასმათი: ტიროდეს: ჴმას: სცემდეს: იგი: არენი: ჭმუნვით: თქუეს: მკლავნი: ცუდ: ქმნილნი: ვაი: გმირთა: მემუქარენი:

168. ასმათმან: წყალი: დაასხა: ცნობად: მოვიდა: ტარია: დიდხან: ვერა: თქუა: სევდამან: გული: შეუპყრა: დარია: დაჯდა: და: მწარეთ: სულთ: ითქუნა: ცრემლი: მიწასა: გარია: თქუა: ჩემგან: მისი: ხსენება: ვაიმე: რა: დიდი: ზარია:

169. მიმდონი: საწუთროსანი: მისთა: ნივთთაგან: რჩებიან: იშვებენ: მაგრა: უმუხთლოდ: ბოლოდ: ვერ: მოურჩებიან: ვაქებ: ჭკუასა: ბრძენთასა: რომელნი: ეურჩებიან: ისმენდი: ჩემთა: ამბავთა: თუ: სულნი: შეღამრჩებიან:

170. დურაჯნი: მივსცენ: გავიღე: სხვა: გზა: ვეღარა: თავისა დავეცი: დავბნდი: წამიჴდა: ძალი: მჴართა: და: მკლავისა: რა: სულად: მოვე: შემესმა: ჴმა: ტირილისა: და: ვისა: გარე: მომრტყმოდა: ჯალაბი: ვითა: ჩამსხდომი: ნავისა:

171. შიგან: ვწევ: დიდთა: დარბაზთა: ტურფითა: საგებელითა: ზედა: მტიროდეს: მეფენი: ცრემლითა: უშრობელითა: პირსა: იხოკდეს: ჴელითა: ღაწვისა: გამპობელითა: მუყრნი: მოასხნეს: სენითა: მთქუეს: გამაბელზე: ბელითა:

172. მე: რა: მნახა: თვალ: ახმული: მეფე: ყელსა: მომეხვია: ცრემლით: მითხრა: შვილო: შვილო: ცოცხალხარღა: სიტყუა:თქუია: მე: პასუხი: ვერა: გავეც: ვითა: შმაგი: შეჰვკრთი: დია: კულა: დავეცი: დაბნედილი: გულსა: სისხლი: გარდმეთხია:

173. სრულად: მუყრნი: და: მულიმნი: მე: გარე: შემომცვიდიან: მათ: ჴელთა: ჰქონდა: მუსაფი: ყოველნი: იკითხვიდიან: მტერ: დაცემული: ვეგონე: არვიცი: რას: ჩმახვიდიან: სამდღემდის: ვიყავ: უსულო: ცეცხლი: უშრეტნი: მწვიდიან:

174. აქიმნიცა: იკუირვებდეს: ესე: სენი: რა: გვარია: სამკურნელო: არა: სჭირსრა: სევდა: რამე: შემოჰყრია: ზოგჯერ: შმაგად: წამოვიჭრი: სიტყუა: მცდარი: წამერია: დედოფალი: ზღვასა: შეიქს: რომე: ცრემლი: დაუღურია:

175. სამსა: დღესა: დარბაზს: ვიყავ: არ: ცოცხალი: არცა: მკუდარი: მერმე: ცნობა: მომივიდა: მივხუდი: რასმე: მიუმხუდარი: ვთქუი: თუ: ჰაი: ჰაი: რაშიგან: ვარ: მე: სიცოცხლე: გარდამჴდარი: თმობა: ვსთხოე: შემოქმედსა: ვჰკადრე: სიტყუა: სამუდარი:

176. ვთქუი: თუ: ღ~თო: ნუ: გამწირავ: აჯა: ჩემი: შეისმინე: მომეც: ძალი: დათმობისა: ცოტად: ვითა: აღმადგინე: აქა: ყოფა: გამამჟღავნებს: სახლსა: ჩემსა: მიმაწვინე: ღ~თნ: ქნა: და: მორე: ვსჯობდი: გული: წყლული: გავარკინე: