... (H-740), XVIII ს.

1. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა: ჴრმალ: კაპარჭი: მოიმაგრა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა: სხვასა: მჴარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: გაჰკურნა:

2. მონათა: ჴელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: მან: იგინი: გლახ: დაჴადნა: მტერთაცა: საწყალობელად: ჰკრნა: ერთმანერთსა: დაჴოცნა: თავსა: ჴელ: აუპყრობელად: ზოგსა: გადაჰკრის: მათრაჴი: ქვედ: მკერდამდის: გასაპობელად:

3. მეფე: გაწყრა: გაგულისდა: ლაშქარიცა: შეუზახნა: მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უჭურიტნა: არცა: ნახნა: რაზომნიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მტუერთა: დაასახა: კაცი: კაცსა: შემოსტყორცის: როსტან: ამად: ივაგლახნა:

4. [........]მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: [...........]ი: და: წყლიანი: მივა: ტანისა: მრხეველად: [............]: მერანსა: მიეფინების: მზე: ველა[...]: [...........]ლა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველა[...]:

5. [........]ოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენ[....]: [........]იკარგა: არ: უნახავს: თუალსა: [.......]: [......]უესკნელსა: ჩაძრომილსა: ანუ: ზეცა[......]: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კვალსა: მისგან[........]:

6. კულა: ძებნეს: და: გაუკუირდა: ვერ: პოვნა: ნაკუალევისა: აგრე: კუალ: წმიდად: წაჴდომა: კაცისა: ვითა: დევისა: ლაშქარნი: მკუდართა: ტიროდეს: სწრაფა: აქუს: წყლულთა: ხუევისა: მეფემან: ბრძანა: ვნახეო: მიზეზი: ლხინთა: ლევისა:

7. ბრძანა: ღ~თსა: მოეწყინა: აქანამდის: ჩემი: შვება: ამად: მიყო: სიმწარითა: სიამისა: დანაღულება: სიკუდილამდის: დამაწყლულა: ვერვის: ძალუც: განკურნება: მასვე: მადლი: ასრე: იყო: წადილი: და: მისი: ნება:

8. ესე: თქვა: და: შემობრუნდა: დაღრეჯილი: წამოვიდა: არცა: ჰკრაღა: ასპარეზსა: ვამი: ვამსა: მოურთვიდა: ყუელაკაი: მოიშალა: სადაცავინ: მჴეცთა: სრვიდა: ზოგთა: თქვეს: თუ: მართალია: ზოგი: ღ~თო: უზრახვიდა:

9. მეფე: საწოლს: შემოვიდა: სევდიანი: დაღრეჯილ[....]: მისგან: კიდე: არვინ: შეჰყვა: ავთანდილ: უჩს: ვითა: შვილ[...]: ყუელაკაი: გაიყარა: ჯალაბი: ჩანს: არ: დაჯრილ[.....]: გაბედითდა: სიხარული: ჩაღანა: და: ჩანგი: ტკბილ[....]:

10. [......]გეთი: მამისა: ეგეთი: დაღრეჯილობ[...]: [........]და: ჰქონდა: მზისაცა: ცილობა[....]: [..........]უბრძანა: ძილია: თუ: ღუიძილობა: [......]ღრეჯით: ზის: სჭირს: ფერ: შეცულილობა:

11. ერთაი: ახლავს: ავთანდილ: წინაშე: უზის: სკამითა: უცხო: ყმა: ვინმე: უნახავს: ასრე: დაღრეჯით: ამითა: თინათინ: ბრძანა: აწ: წავალ: შესულა: არ: ჩემგან: ჟამითა: მიკითხოს: ჰკადრე: იყო: თქუი: აქა: ერთითა: წამითა:

12. ხანი: გამოჴდა: იკითხა: ნეტარ: რასა: იქს: ქალიო: ჩემი: ლხინი: და: ჯავარი: ჩემი: სოფლისა: წყალიო: მოლარე: ჰკადრებს: მოვიდა: აწყაღა: ფერ: ნამკრთალიო: დაღრეჯით: გცნა: და: მიბრუნდა: წინაშე: მომავალიო:

13. უბრძანა: თუ: წადი: უჴმე: უმისობა: ვით: გავსძლეო: მოახსენე: რად: დაბრუნდი: შენ: მამისა: სიცოცხლეო: მოდი: ჭმუნვა: გამიქარვე: გულსა: წყლულსა: მეწამლეო: გითხრა: ჩემი: სამიზეზო: მეთუ: ლხინთა: რად: დავლეო:

14. თინათინ: ადგა: მივიდა: მიჰყუა: მამისა: ნებასა: უგავს: პირისა: სინათლე: მთვარისა: მოვანებასა: მამამან: გუერცა: დაისვა: აკოცებს: ნება: ნებასა: უბრძანა: მახლავ: რად: არა: რად: მელი: მოყუანებასა:

15. ქალმან: ჰკადრა: ჴელმწიფეო: დაღრეჯილსა: ვინცა: გცნობდეს: ვინცა: გნახა: კადნიერად: რაზომ: გინდა: ამაყობ[........]: თქუენი: აგრე: დაღრეჯანი: მნათობთაცა: დაამ[.........]: კაცმან: საქმე: მოიგვაროს: ვეჭუ: ჭმუნვას[.............]:

16. [უბრძანა: შვილო]: რაზომცა: მჭირს: საქმე: სავაგლახია: შენი: ჭურეტა: და: სიახლე: ლხინადვე: დამისახია: მომქარვები: სევდისა: მართ: ვითა: მუფარახია: ვეჭუ: რა: სცნა: შენცა: მამართლო: ჩემი: ჭმუნვა: და: ახია:

17. უცხოსა: და: საკუირველსა: ყმასა: რასმე: გარდვეკიდე: მისმან: შუქმან: გაანათლა: სამყარო: და: ჴმელთა: კიდე: რა: უმძიმდა: არ: ვიცოდით: ან: ტიროდა: ვისთვის: კიდე: ჩემად: ნახვად: არ: მოვიდა: გავგულისდი: წავეკიდე:

18. მე: რა: მნახა: ცხენსა: შეჯდა: თვალთა: ცრემლნი: მოიჴოცნა: შესაპყრობლად: შეუზახენ: სპანი: სრულად: დამიჴოცნა: ვითა: ეშმა: დამეკარგა: არ: კაცურად: გარდამკოცნა: ჯერთცა: ესე: არა: ვიცი: ცხადი: იყო: თუ: მეოცნა:

19. აწ: ესე: მიკვირს: რა: იყო: ანუ: რა: ვნახე: დარული: მან: დამიჴოცნა: ლაშქარნი: ადინა: სისხლი: ღვარული: კაცად: ჴორცისად: ვით: ითქმის: ისრე: თვალთაგან: ფარული: უცილოდ: ღ~თსა: მოვსძულდი: აქამდის: მე: მოხარული:

20. ტკბილნი: მისნი: წყალობანი: ბოლოდ: ასრე: გამემწარნეს: [......................................]ა: დღენი: მხიარულსა: წამეარნეს: [...........................]ვაგლახ: მიყოს: ვეღარამან: მანეტარნეს: [...............................]ენი: მესხნენ: ვეღარამან: გამახარნეს: