... (H-740), XVIII ს.

290. აწ: მითქუამს: საქმე: უშენო: შენცა: სცან: ესე: მცნებული: რადგან: ქალია: სამეფოდ: ჩვენგანვე: სახელ: დებული: ვინცაღა: ნახავს: აწ: ნახოს: აჰა: დღე: ედემს: ხლებული: გვერცა: დაისვა: ორნივე: სრას: დამხუდით: მოვალ: შვებული:

291. მოვინადირეთ: მინდორი: ძირი: მთისა: და: გორისა: იყო: სიმრავლე: ძაღლისა: შავარდნისა: და: ქორისა: ადრე: დავბრუნდით: ვიარეთ: არეჯი: გზისა: შორისა: აღარ: იბურთეს: დაშლა: ქნეს: თამაშობისა: ორისა:

292. ჩემთა: მჭურეტელთა: მოეცვა: ქალაქი: შუკა: და: ბანი: ომ: გარდაჴდილსა: მშვენოდეს: მაენიანნი: კაბანი: ფერ: მიჴდილ: გვარად: ვშვენოდი: ვარდი: ცრემლითა: ნაბანი: ვინცა: მიჭურეტდის: ბნდებოდის: მათრლად: არს: არ: კათაბანი:

293. რიდენი: რომე: მეშოვნეს: ქალაქსა: ხატაელთასა: იგი: მეხვივნეს: მშვენოდეს: ვახელებ: გულსა: ხელთასა: მეფე: გარდაჴდა: დარბაზთა: შევედით: ჩემთა: მზრდელთასა: შევხედენ: დავჰკრთი: ელვასა: ღაწუთა: მზეებრ: ნათელთასა:

294. მას: მზესა: ტანსა: ემოსნეს: ნარინჯის: ფერნი: ჯუბანი: ზურგით: უთქს: ჯარი: ხადუმთა: დას: დასად: უბან: უბანი: სრულად: ნათლითა: აევსო: სახლი: შუკა: და: უბანი: მუნ: ვარდსა: შუა: შვენოდეს: ძოწ: მარგალიტი: ტყუბანი:

295. ნაომარსა: დაკოდილსა: ჴელი: ყელსა: ჩამომება: დედოფალი: საჯდომთაგან: ადგა: წინა: მომეგება: ვითა: შვილი: გარდამკოცნა: ღაწვი: ვარდი: დამილება: მითხრა: ნუ: ეჭუ: ამას: იქით: თუღა: მტერი: შეღაგება:

296. ახლოს: დამისვეს: ადგილსა: მუნ: სადა: მიამებოდა: პირის: პირ: მიჯდა: იგი: მზე: გული: ვისთვისცა: კუდებოდა: მალვით: უჭურეტდი: მიჭურეტდის: სხვად: არად: მეგონებოდა: თვალნი: მოვსწყუიდნი: სიცოცხლე: ამითა: მეარებოდა:

297. შეიქნა: სმა: და: პურობა: მგზავსი: მათისა: ძალისა: სხვა: გახარება: ასეთი: არს: უნახავი: თვალისა: ჯამი: და: ჭიქა: ყუელაი: ფეროზისა: და: ლალისა: არვისი: ბრძანა: მეფემან: არცა: გაშუება: მთურალისა:

298. მე: მუნა: მყოფი: მივეცი: შვებასა: მეტის: მეტასა: არ: შემომხედნის: შევხედნი: ცეცხლმან: დამიწყის: შრეტასა: კაცთა: კრძალვასა: ვაწვევდი: გულსა: შმაგსა: და: რეტასა: რა: უამეა: პირის: პირ: საყუარელისა: ჭურეტასა:

299. დააგდეს: მღერა: მუტრიბთა: სულეთო: თავი: ხარიან: მიბრძანეს: შვილო: ტარიელ: ვით: გითხრათ: ვით: გვიხარიან: ნეტარძი: გვაქუსო: მებრძოლნი: მით: ჩვენნი: ვაგლახ: არიან მართალან: შენნი: მჭურეტელნი: არ: ცუდად: იმკუეხარიან:

300. აწ: თუცა: გმართებს: შემოსა: ვის: მორჭმით: მოგივლენიან: არ: შეგმოსთ: მაგა: კაბათა: არ: აგჴდით: ტურფად: გშვენიან: აწ: გქონდეს: ასი: საჭურჭლე: ვის: შუქნი: მოგიფენიან: თვით: შეიკერე: რაცა: გწადს: ჩვენგან: ნუღარა: გრცხვენიან:

301. მომართვეს: ასნი: კლიტენი: ასთავე: საჭურჭლეთანი: თაყუანის: ვეც: და: დავლოცენ: დავლათნი: მათთა: სვეთანი: მაკოცეს: ადგეს: ორნივე: თვით: იგი: მზენი: მზეთანი: რა: გასცნეს: ზომნი: ვით: გითხრნე: ლაშქართა: სისავსეთანი:

302. კულაცა: დაჯდა: მხიარული: მოიმატა: სმა: და: მღერა: კულა: გაგრძელდა: ნადიმობა: ბარბითი: და: ჩანგთა: ჟღერა: დედოფალნი: წამოვიდეს: შეეყარსა: მწუხრსა: დღე: რა: ძილ: პირამდის: სიხარულსა: სიხარული: ჰგვანდა: ვერა:

303. ავიყარენით: მიგუჭირდა: სმა: დოსტაქნისა: მეტისა: საწოლს: შემოვე: შემექნა: ცნობა: მართ: ვითა: რეტისა: ძალი: არ: მქონდა: ტყუე: ქმნილსა: მე: ამა: ცეცხლთა: შრეტისა: მეგონებოდის: მალხენდის: გონება: მისგან: ჭურეტისა:

304. მონა: მოვიდა: მიამბო: ამბავი: მან: მართალია: შენსა: ამბავსა: იკითხავს: აჯიღოსანი: ქალია: მაშინვე: ვიცან: ავიჭერ: ჩქარ: ჩქარად: გულ: გამკრთალია: მოვიდა: ვნახე: ასმათი: ჩემთანა: მომავალია:

305. მე: ვისთვის: ვკუდები: მიამა: ასმათის: ნახვა: მე: მისად: აღარ: მიუშვი: ვაკოცე: ქნადღა: თაყუანის: ცემისად: ჴელი: მოვჰკიდე: დავისვი: ახლოს: ტახტისა: ჩემისად: ვჰკითხე: თუ: ნეტარ: მისულა: მორჩი: ალვისა: ხევისად:

306. მიამბე: მისი: ამბავი: სხვად: ნურას: მეუბნებია: მითხრა: თუ: კადრებ: მართალსა: აწ: ჩემგან: არა: სთნებია: დღეს: ერთმან: ერთი: გინახავს: და: ტურფად: მოგწონებია: აწ: კულაცა: ცნობა: ამბვისა: მას: ჩემთვის: უბრძანებია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა:

307. წიგნი: მომართვა: ჩავხედენ: პირისა: თემთა: მთენისა: ეწერა: ვნახე: სინათლე: წყალ: ჯავარისა: შენისა: ომ: გარდაჴდილი: შვენოდი: შენატევები: ცხენისა: არ: ავი: მიმიჩს: მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა:

308. ღ~თნ: თუმცა: ენა: ჩემი: ქებად: შენდა: უშენოსა: შენთვის: მკუდარი: აღარ: ვიტყუი: მაშა: მამკლავ: უშენოსა: მზემან: ლომსა: ვარდ: გიშერი: ბახჩა: ბაღად: უშენოსა შენმა: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მართებს: უშენოსა: