... (H-740), XVIII ს.

214. დღესა: ერთსა: საწოლს: მოვე: მეფის: სრითა: წამოსრული: ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მივეცი: თვალთა: რული: წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული: კარსა: მცველმან: მონა: უჴმო: უთხრა: რამე: დაფარული:

215. მონააო: ასმათისა: უთხარ: საწოლს: შემოყუანა: მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესო: გულსა: დანა: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: ამიფოლხუდა: ჯაჭუთა: მანა: წავე: მონა: წავიტანე: რამცა: უთხარ: ამისთანა:

216. ბახჩა: შევლე: არა: დამხუდა: კაცი: ჩემი: მოუბნარი: ქალი: წინა: მომეგება: მხიარული: მოცინარი: მითხრა: ვაშად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი: მოდი: ნახე: ვარდი: შენი: უფრჭუნელი: და: დაუმჭკნარი:

217. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა: სადა: დგა: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა: შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა: მკრთალითა: მე: შემომხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბითა: თვალითა:

218. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყუა: მისსა: მონასურსა: ოდენ: ტკბილად: შემომხედნის: ვითამცარამ: შინაურსა: ასმათ: უთხრა: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა: აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კულა: მიმცა: ალმა: მურსა:

219. ასმათ: გამომყუა: წავედით: ფარდაგი: გამოვიარე: ვთქუი: საწუთროო: ვის: წეღან: გული: დრამთანა: მიარე: მაშინ: მოგეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე: გულმან: გაყრისა: სიძნელე: კულა: უფრო: დაიტიარე:

220. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარეთ: შიგან: ბაღი: მითხრა: ეგრე: წასულისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი: სიმძიმილთა: ერდო: დაჴარჩ: სიხარულთა: კარი: აღი: სირცხვილი: აქუს: საუბრისა: მერმე: თავსა: კრძალავს: ლაღი:

221. მე: უთხარ: დაო: შენგან: ვეჭუ: ამა: გულისა: წამალსა: ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბვითა: შრეტდი: ამალსა: ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყუეტ: შენ: ზედა: ზედა: მავალსა: თუარა: სცნობ: ჩემთვის: არა: ვეჭუ: მეშენგან: არ: დანამალსა:

222. შევჯე: წამოვე: მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა: საწოლს: შემოვე: ხელქმნილსა: ღონე: არ: მქონდა: ძილისა: ბროლი: და: ლალი: შევიქენ: მე: ულურჯესი: ლილისა: ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა:

223. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათი: მოსულისა: დრონია: სიტყუანი: შემოეთვალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: ჩვენ: ვართო: ჯაბანნი: არ: ციხე: უმაგრონია: ნეტარ: ეგ: თქუენი: ჴელმწიფე: ჩვენზედა: რა: პატრონია:

წიგნი ხატაელთ მეფისა ტარიელს წინაშე:

224. მოეწერა: რამაზ: მეფე: წიგნსა: გიწერ: ტარიერსა: გამიკუირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: რაგვარა: თუ: მანდა: გეჴმე: ვინ: ჰპატრონობ: ბევრსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კულავღა: წიგნსა: შენმიერსა:

225. უბრძანე: წვევა: ლაშქრისა: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: მარსკულავთა: ურიცხვი: მოკრფეს: ინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყოველი: მართ: ჩემკე: მონა: სხპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

226. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნა: მათ: შინა: ხანდაზმულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქრისა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიკეთე: აბჯართა: ხვარაზმულობა:

227. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელ: შავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

228. შინა: მოვე: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცხელი: ცრემლი: გარდმომჩქეფდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვთქუი: თუ: ჯერთცა: ვერ: გამეფდა: ჴელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რადგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა:

229. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკუირვებულსა: ასმათის: წიგნი: მომართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვებულსა:

230. ვითა: მართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წავე: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

231. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანის: ბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქ: მონავანითა: ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა: საკუირველი: და: ღარიბი: უცხო: პირითა: ტანითა:

232. შევე: დავჯე: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გამინათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სვეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედის: წამწამ: ჭურეტად: