... (H-740), XVIII ს.

233. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამილბარსა: მან: ბალიში: დამართებით: დადვა: მას: ზედ: საქებარსა: დავჯე: მივსცენ: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკუირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყუი: მისგან: ნაუბარსა:

234. მიბრძანა: ძუღან: გეწყინა: გაგზავნა: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნევ: ვითა: ყუავილი: ბარისა: დაგსჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრა: ჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამილბარისა:

235. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრა: მეტად: უარეა: არა: თქმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზეპირ: მიცინია: ქუე: ქუე: მითქუამს: იდუმალ: ვა: ძოღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთვალვა:

236. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევჯერდი: დიდითა: ზენაარითა: ფიცითა: გეცრუო: ღ~თნ: მიწა: მქნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზიცითა:

237. აწ: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაპირე: ღ~თნ: ქნას: და: გაგიმარჯუდეს: მორჭმულიმცა: ჩემკერძ: ირე: მაგრა: რავქნა: კულაცა: ნახვა: მომხუდებოდეს: შენი: ვირე: გული: მომეც: გაუყრელად: ჩემი: შენთვის: დაიჭირე:

238. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად: მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკულელად: შენ: სინათლედ: თვალთათ: ჩემთა: მიჩნდე: მზეებრ: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქუელად:

239. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირსა: მოწყალება: იჩქითითა: ღ~თისა: ამად: არ: მკუირსა: შენთა: შუქთა: შემომადგა: გულსა: ბნელსა: ზედა: ჭურსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

240. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შევჰფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიცაო: გულსა: მიცა: ღ~თი: მომკლავს: ამასიქით: თავსა: ვეტყუი: ამას: ვსწურთიცა:

241. დავყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყუანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმან: ერთსა: ვეუბენით: მერე: ავდეგ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგის: გულსა: ფენით:

242. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკუირს: მისისა: გამყრელი: გული: მიც: კლდისა: ტინისა:

ტარიელისაგან ხატაეთს წასულა და მათი დიდი ომი:

243. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესასხდომლად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრახავს: ჴრდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა:

244. დავაგდე: ზღვარი: ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხვია: ვინ: ხატაეთ: ზედა: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩვენთა: მგელთაცა: დასჭამენ: თქუენნი: ინდონი: თხანია:

245. მე: შემამძღუნეს: რამაზისგან: ძღუნად: საჭურჭლე: საშინელი: მითხრეს: კადრებს: ნუ: ამოგუწყუეტ: არის: შენგან: არ: საქნელი: ზენაარი: გამოგვიღე: მით: გუაბია: ყელსა: წნელი: მოურბევლად: მოგახსენნეთ: თავნი: შვილნი: საქონელი:

246. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდევ: თვით: ჩვენვე: შეგვინანია: თუ: ღთულებ: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქვეყანა: ჩვენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგუტყდენ: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია:

247. გვერცა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბრძენი: მით: კადრებთ: გლახენით: არიან: მეტად: მუხთალნი: ჩვენ: ერთხელ: კულაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

248. ჩვენ: ამას: ვარჩევთ: წახვიდეთ: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლო: გეკიდენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულ: მართლა: იყუნენ: მიენდევ: აფიცე: ღ~თითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შერისხდი: რისხვითა: კულადა: კულაცითა:

249. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვსცან: შენი: დანაპირები: სიკუდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგუდგამს: ვერ: ქუითკირები: ლაშქართა: დავჰყრი: წამოვალ: ცოტათა: შენკერძ: ვირები:

250. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგნი: მოყმენი: ქუელანი: თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყუელანი: დავედრე: სადა: მე: მევლნენ: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მომდევდით: მიშველეთ: გიჴმობ: თუ: მინდეთ: ყუელანი:

251. სამდღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კულა: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: კულა: ძღნობა: ამისთანისა: