... (H-740), XVIII ს.

119. ასმათ: უთხრა: ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლსა: რა: ერგების: მე: ვითა: ვთქუა: წვევა: თქმისა: რადგან: ეგრე: არ: ეგების: ვხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების: ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქმნას: რა: ღონე: აეგების:

120. მეხვეწებოდა: ლამოდა: მისგან: რასამე: სმენასა: ნუ: ყოსო: ღ~თნ: გაძლება: მემცა: ვით: მივეც: ენასა: თუ: რას: სცნობ: ვეჭო: ამისგან: თქუენსა: რასამე: ლხენასა: არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა:

121. ამას: დაყმუნდა: ტარიელ: დამწვარი: დაალებული: ასმათს: უბრძანა: მას: აქათ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული: რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული: კულა: ესე: ყმა: მწვავს: მტირალი: ცრემლითა: დასველებული:

122. კაცმან: ვით: პოოს: ღ~თისაგან: რაცა: არა: დანაბადია: მით: გული: ჩემი: საჴმილმან: აწ: ასრე: დანაბადია: კულა: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია: აწ: ჴელთა: ნაცულად: ლხინისა: მაქუს: ჩალა: დანაბადია:

123. მაგრა: ღ~თნ: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა: ორი: მისი: მოწყალება: დღესმცა: მომცა: ამა: გზითა: პირველ: შეჰყრის: მოყუარულთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა: კულა: ნუთუმცა: სრულად: დამწვა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა:

124. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: იძმოს: ანუ: თუნდა: იდოს: ჴამსო: მისთვის: სიკუდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს: ღ~თნ: ერთი: რად: აცხოვნოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს: შენ: ისმენდი: მე: გიამბობ: რაღა: გინდა: წამეკიდოს:

125. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მოიტანე: დაბნედილსა: მაპკურნებდი: გული: მითა: გარდამბანე: მკუდარი: მნახო: დამიტირე: სულთქმა: გაათანისთანე: მე: სამარე: გამიკუეთე: აქა: მიწა: მიაკვანე:

126. ღილ: ჩახსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოჰყარნა: ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა: ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა: მერმე: სულთქნა: დაიზახნა: ცრემლი: ცხელნი: გარდმოყარნა:

127. მოთქუამს: ჰაი: ჰაი: საყუარელო: ჩემო: ჩემთვის: დაკარგულო: იმედო: და: სოცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო: ვინ: მოგკუეთა: არა: ვიცი: ხეო: ედემს: დანერ: გულო: ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწვა: გულო: ასჯერ: დადაგულო:

ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა:

128. ისმენდი: მიეც: გონება: ჩემთა: ნათქუამთა: სმენასა: საუბართა: და: საქმეთა: ვისთა: ძლივ: ვათქმევ: ენასა: იგი: ვინ: ხელმქმნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა: ვისგან: შეუცავ: სევდასა: სისხლთა: და: ღვართა: დენასა:

129. ინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაციხართ: მცნობელი: ექუსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თვით: იყო: მპყრობელი: უხვი: მდიდარი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი: ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი:

130. მამა: ჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი: სარიდან: ერქვა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი: ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერ: ცხადი: ვერცა: მპარავი: ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო: გაუმწარავი:

131. ხალვა: მოსძულდა: შეექნა: გულს: კაეშანთა: ჯარები: თქუა: წამიღია: მტერთაგან: ძლევით: ნაპირთა: არები: ყოვლგნით: გამისხსმან: მორჭმით: ვზი: მაქუს: ზიემი: და: ზარები: ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები:

132. ფარსადანს: წინა: დაასკუნა: გაგზავნა: მოციქულისა: შესთვალა: შენ: გაქუს: მეფობა: ინდოეთისა: სრულისა: აწ: მე: მწადს: თქუენსა: წინაშე: მეცა: ვცნა: ძალი: გულისა: სახელი: დარჩეს: ჩემისა: ერთგულად: დასახულისა:

133. ფარსადან: შექნა: ზეიმი: ამა: ამბისა: მცნობელმან: შესთვალა: ღ~თსა: მადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლობელმან: რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ: ინდოეთს: მჯდომელმან აწ: მოდი: ასრე: პატივ: გცნე: ვითა: ძმამან: და: მშობელმან:

134. ერთი: სამეფო: საკარგ: ყმოდ: უბოძა: ამილბარობა: თვით: ამილბარსა: ინდოეთს: აქუს: ამირ: პასალარობა: მეფე: რა: დაჯდეს: არა: სჭირს: ჴელისა: მიუმცუდარობა: სხვად: პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქუს: კეისარობა:

135. თვით: მეფემან: მამა: ჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა: თქუა: ჩემებრი: ამილბარი: ნაძლევივარ: ვისცა: ჰყავსა: ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა: მას: არა: ვგავ: ასრე: ვითა: მე: სხვა: კაცი: არა: მგავსა:

136. ძე: არა: ესვა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა: ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა: ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა: მეფემან: თქუა: შვილად: გავზრდი: თვით: ჩემივე: გვარი: არსა:

137. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყუანეს: შვილად: მათად: საპატრონოდ: მზრდიდეს: სრულად: ლაშქართა: და: ქუეყანათად: ბრძენთა: მიმცეს: სასწავლებლად: ჴელმწიფეთა: ქცევა: ქნათად: მოვიწიფე: დავემგზავსე: მზესა: თვალად: ლომსა: ნაკუთად: