... (H-740), XVIII ს.

197. ადგა: მითხრა: თქუენს: კრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭუ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეზომ: დიდსა: შემართება: გულსა: მისად: უთნევია: ამა: წიგნმან: გაგაგონოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა:

198. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ალი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქთა: ნუ: დაიჩენ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკუდები: მაგრა: ბნედა: ცუდი: მძულსა: აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყუელაკასა: ჩემგან: თქმულსა:

199. ასმათ: დგა: ჩემთვის: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად: თქუა: ძოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვჰკითხავად: გიბრძანებს: მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად: ლომსა: არ: მართებს: ვაგლახი: თუ: ჩემი: თავი: ითხოვად:

200. ბედითი: ბნედა: სიკუდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყუარელსა: უჩვენნე: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყოველნი: ჩვენნი: სახარაჯონია: აწ: მათნი: ჯავრნი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია:

201. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კულა: ჟამი: არ: მამხდომია: ძუღან: ხელქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: აქა: ყუელაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

202. მართლად: გითხრობ: მომისმინე: ესე: რაცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩვენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კულამცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყო: აჰა: ბნელი: გაგითენე:

203. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალვოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მიდამო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალვოდა: მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა:

204. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთვარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღ~თნ: იგი: ნუ: მამცეს: რაცა: რა: შენი: ფერია: სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

205. ასმათს: უთხრა: მე: პასუხსა: ამისმეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: მზეო: რადგან: ნათლად: ჩემთვის: აღმოჰჴდები: აჰა: მკუდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რასაცაღა: სამსახურსა: ვტყუი: თუღა: ვერიდები:

206. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს: ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს: დამცა: ვედრა: ამილბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

207. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: ვისისა: მისგან: მომეცა: მოსმენა: არ: საუბრისა: მქისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: ჰგვანდის: ნათელი: დღისისა:

208. ასმათს: მოვართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვად: ჴელის: შესაბამითა:

209. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახუართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: გამინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს: შევე: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზამი: გაადიდეს:

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა:

210. გავგზავნე: კაცნი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღმრთულებ: ძლიერი: მათი: ერთგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქნების: თავისა: არ: მადრიელი:

211. ჩვენნო: ძმანნო: და: მონანო: თქუენგან: არ: გავიმწარებით: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქუენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩვენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გუნახნეთ: თავისა: სისხლთ: ნუ: ეზიარებით:

212. კაცნი: გავგზავნენ: მე: გულსა: მომეცა: უფრო: ლხინები: დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები: მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები: აწ: ხელ: მქნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები:

213. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი: ჩემთა: სწორთაგან: იყუნიან: ჩემს: წინა: ნადიმობანი: მაგრა: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი: ზოგჯერ: შემცვიან: სევდათა: ვთქუნი: საწუთროსა: გმობანი: