... (H-740), XVIII ს.

99. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზესითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

100. მიეწურვა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმნან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: [...]ს: თუ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: [....]წყნარი[......]სა: მოიძულვის: მოიძაგოს:

101. [..............................................................................................] [..............................................................................................] [..............................................................................................] მე: სიკუდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: გაწირული:

102. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყვები: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯურობითა: დამწვარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია:

103. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყუარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავ: მაგრებია: თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თუ: ვითა: გიაზრებია: გახსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცენ: მონები: არსაპყრებია:

104. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩვენ: ზედა: გარდგეკიდენით: პატრონი: ჩვენი: გაგიწყრა: ჩვენ: ჴაფად: წაგეკიდენით: გიჴმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: კიდენით:

105. ყველაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴმლოდ: გარდაჰკუეთეთ: მეფე: შეჯდა: დაგვეკარგე: კუალი: შენი: ვერ: მოვჰკუეთეთ: ვითა: ქაჯი: დაიმალე: მონებიცა: დავაფეთე[.....] ამან: უფრო: დაგვაშმაგნა: თავი: სრუ[.........]

106. ჭმუნვა: შეექნა: თქვენც: იცით: ჴელმ[..........] მოგნახეს: გძებნეს: ყოველგან: მ[.............] ვერ: ნახეს: შენი: ნახული: ი[...............] აწ: გამომგზავნა: რომელსა: ვერ: მზე: ჰგავს: ვერ: ეთერია:

107. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: ყმისა: წაჴდომილისა: მაშინ: ვარ: მქნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა: სამ: წლამდინ: მითხრა: დადება: უმისოდ: ცრემლთა: მილისა: არ: გიკვირს: გავძლე: ვერ: ჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა:

108. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა: ქურდნი: ვნახე: რომე: თქუენთვის: სიტყვა: რამე: გაემკვახა: მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკუდართა: დაგესახა: მათ: მასწავლეს: ძმა: რომელთა: სულ: მობრძავი: სამე: გლახა:

109. ტარიელსცა: მოეგონა: ომი: მათი: მაშინდელი: იტყუის: მახსოვს: იგი: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი: ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი: მით: ვსტიროდი: მამეგონა: მე: გლახ: ჩემი: წამწყმედელი:

110. რას: მაქნევდით: რა: გინდოდათ: ერთმან: ერთსა: რათა: ვჰგვანდით: თქუენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩვენ: მტირალნი: ღაწუსა: ვბანდით: რა: მონანი: შესაპყრობლად: მამწიენით: გაგულვანდით: [...........]ე: ჩემად: ნაცვლად: თანა: მკუდართა: მიიტანდით:

111. [................................................]ა: რა: პატრონი: შენი: ვნახე: [........................................]ლნეს: ამად: ჴელი: არ: შევახე: [......................................................]მეტი: არა: შეუზრახე: ჩემი: ცხენი: უჩინოსა: ჰგავს: და: სხვასა: რამც: ვასახე:

112. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: და: წამწამება: მას: გავექცევი: ვისგანცა: ჩემი: ვერა: ვცან: ამება: მათ: თურქთა: მიღმა: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება: ავად: შვენოდა: მორევნა: და: ჩემზე: დათამამება:

113. აწ: ვაშად: მოხვე: მიამა: ნახვა: შენისა: პირისა: ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მგზავსი: გმირისა: მაგრა: გარჯილხარ: არა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა: ძნელია: პოვნა: კაცისა: ღ~თივ: ზეცით: განაწირისა:

114. ავთანდილ: უთხრა: ვით: მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა: მაგისად: ნაცულად: რამც: ვიყავ: ღირსი: ქებისა: თქუენისა: სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა: რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზომთა: ცრემლთა: დენისა:

115. მოსრულვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მძებნელი: რა: გნახე: შენგან: საჴმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი: ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახვართა: მცნეს: ბნელი: ბოლოდ: იცოდი: სიკუდილი: ჩემგან: გაყრისა: მზებნელი:

116. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა: დამიგდია: სამსახური: მისი: იქნას: რაღა: გინდა: იაგუნდი: ეგრეცა: სჯობს: ათას: ჯერცა: მინა: მინდა: შენ: გიახლო: სიკუდილამდის: ამისმეტი: არა: მინდა:

117. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების: მიკუირს: თუ: ნაცულად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების: მაგრა: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების: შენ: საყუარელსა: გაგყარო: ესე: რათ: გენაცვალების:

118. წამოსრულხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად: ღ~თნ: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილხარ: მამაურად: მაგრა: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილვარ: ასრე: თურად: მე: თუ: ვიტყუი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად: