... (H-740), XVIII ს.

60. ყოვლთა: ჰკადრეს: თუცა: ყოფა: ჩუენ: უმისოდ: გუიარმისცა: უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა: განაღამცა: გმორჩილობდით: თუ: გუიბრძანო: რაცა: ვისცა: იგი: მონა: აპატრონეს: ყუელაკამან: თაყუანისცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასულა:

61. ამა: საქმეს: მემოწმების: დიონოსი: ბრძენი: ეზროს: საბრალოა: ოდეს: ვარდი: დაეთურთილოს: დაცა: ეზროს: ვის: ბალახში: არა: ჰგვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს: იგი: სადმე: გაღარიბდეს: საყოფთაგან: იაბეზროს:

62. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხ: ახმით: გარდაიარა: დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხუათ: მზღუართა: არე: იარა: მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა: თქუა: თუ: მე: მასმცა: ვეახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღური: არა:

63. ახალმან: ფიფქმან: დათოვა: ვარდი: დათურთილა: დანასა: მოუნდის: გულსა: დაცემა: ზოგჯირ: მიმართის: დანასა: თქუის: ჭირი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანას[...]: მოვშორდი: ლხინსა: ყოველსა: ჩანგსა: ბარბითსა: დანასა:

64. ვარდი: მის: მზისა: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭკნებოდა: გულსა: უთხრა: თუ: დათმეო: ამად: არ: დია: ბნდებოდა: უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა: მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავსა: მათ: თანა: ემოყურებოდა:

65. იგი: პირად: მზისა: მგზავსი: ერთობ: მოვლის: სრულად: ჴმელთა: ქუეყანასა: უკაცურთა: ოჴერთა: და: კაცრიელთა: არ: დააგდებს: უნახავად: წყალთა: კლდეთა: ტყესა: ველთა: მაღრიბს: ჰკითხეს: მაშრიყელთა: რომს: ჩინელთა: მაჩინელთ[..]:

66. კულა: ეძებს: ცრემლი: მტირალსა: სდის: ზღუათა: შესართავისად: უჩნდის: ქუეყანა: ტახტად: და: თავი: სადებლად: მკლავისად: თქუის: საყუარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ვთქუა: ვისად: შენთვის: სიკუდილი: მეყოფის: ლხინად: ჩემისა: თავისად:

67. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: მოვლო: სრულად: მოიარა: ასრე: რომე: ცასა: ქუეშე: არ: დაურჩა: არე: არა: მაგრა: იგი: მის: ამბვისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმხუდარა: ამაშიგა: წელიწადი: სამი: სამთუედ: მიიყარა:

68. მიხუდა: რასმე: ქუეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა: თვე: ერთ: კაცსა: ვერას: ნახავს: ვერცა: შვილსა: ადამისსა: იგი: ჭირი: არ: უნახავს: არ: რამინსა: და: არცა: ვისსა: დღე: და: ღამე: იგონებდის: საყუარელსა: მასვე: მისსა:

69. მას: მიხუდა: წუერი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა: გამოჩნდა: მუნით: მინდორი: სავალი: დღისა: შუიდისა: მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ჴიდისა: ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა:

70. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროსა: დღეთა: ანგარიშობს: თუენი: ესხნეს: ორანიღა: ამად: სულთქამს: არა: იშობს: ვაითუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კულა: ამისთვის: გულ: მოშიშობს ავსა: კარგად: ვერვინ: შესცულის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს:

71. საგონებელი: შეექნა: დადგა: საქმისა: მრჩეველად: თქუა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვსცნა: ჭორადცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკულეველად:

72. თუ: არ: დაუბრუნდე: საძებრად: დავყუნე: სხვანიცა: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვსცნე: ამბავნი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: შერჩენ: ღაწვისა: ბანან[...]: მივიდეს: ჰკადრნეს: მეფესა: საქმენი: დასაგვანან[........]:

73. უამბოს: ჩემი: სიკუდილი: თუით: ჩემგან: დავედრებულ[..]: მათ: შექნან: გლოა: ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცხალი: მე: სხვაგან: სადმე: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შევიწრებული:

74. იტყვის: ღ~თო: სამართალნი: შენნი: ჩემთვის: რად: ამრუდენ: მე: ეზომნი: სიარულნი: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარულნი: აფხურენ: ჭირთა: და[.....]: დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემნი: ვერათ: ოდე[........]:

75. კულაცა: იტყუის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ე[.....]: დღეთა: მეტად: ნუ: მოვკუდები: გული: ჩემი: ნ[.......]: უღთოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემ[..............]: განგებასა: ვერვინ: შესცულის[..................]:

76. ყოვლნი: არსნი: ცათ: ქუეშეთნი: ერთობ: სრულად: მომივლიან: მაგრა: საქმე: მის: კაცისა: ვერა: სადა: შემიგიან: უღონიოდ: მართალ: იყუნეს: რომელთაცა: ქაჯად: თქვიან: აწ: ტირილი: არას: მარგებს: ცუდად: ცრემლნი: რასა: მდიან:

77. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: [...]ჴეცნი: იყუნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

78. თუცა: მჴეც: ქნილი: ავთანდილ: გულ: ამოსკუნით: და: კუნესითა: ეგრეცა: ჭამა: მოუნდის: ადამიანთა: წესითა: ისრითა: მოკლის: ნადირი: როსტომის: მკლავ: უგრძესითა: შამბისა: პირსა: გარდაჴდა: ცეცხლნი: დააგზნა: კუესითა: