... (H-740), XVIII ს.

138. ასმათ: მითხრობდი: რაცა: სცნა: ჩემგან: ამბობა: ცილისა: ხუთისა: წლისა: შევიქენ: მგზავსი: ვარდისა: შლილისა: ჭირად: არ: მიჩნდის: ლომისა: მოკულა: მართ: ვითა: სილისა: არ: ჰგავიდოდის: ფარსადანს: მისი: არა: სმა: შვილისა:

139. ნადიმსა: შიგან: მოყმენი: სიცილით: მომეგებნიან: მოასპარაზე: მესროლთა: ღონე: ჩემგანვე: ძებნიან: მებრძოლთა: შიგან: მებრძოლნი: ვერავინ: ვერ: შემებმიან: თუით: შუბოსანი: ჩემებრი: არავინ: არ: ეგებნიან:

140. მოწამე: ასმათ: ყოვლისა: ხარ: ჩემი: ფერ: მიჴდილისა: მზესა: მე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა: იტყოდეს: ჩემნი: მნახავნი: მგზავსია: ედემს: ზრდილისა: აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა:

141. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი: ესე: რათქუა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი: დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი: თქუა: მაშინვე: მზესა: ჰგვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი:

142. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: ოდეს: შობდა მოციქულნი: მოციქულსა: ინდოეთი: სრულად: სცნობდა: მზე: და: მთვარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა: ყოვლი: არსად: შემოსული: მხიარული: თამაშობდა:

143. ქება: რა: ითქმის: ენითა: აწ: ჩემგან: ნაუბარითა: ფარსადან: დაჯდა: ხარებად: ზიემითა: და: ზარითა: ყოვლგნით: მოვიდეს: მეფენი: ნიჭითა: მრავალ: გვარითა: საჭურჭლე: გასცეს: აივსნეს: ლაშქარნი: საბოძვარითა:

144. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგვიწყეს: მე: და: ქალსა: მართ: მაშინვე: ჰგვანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა: უყუარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა: აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა:

145. ყმა: დაბნდა: რა: სახელისა: ხსენებასა: მიეწურა: ავთანდილსცა: აეტირა: მისმან: ცეცხლმან: გულსა: მურა: ქალმან: სულად: მოაქცია: მკერდსა: წყალი: დააპკურა: თქუა: ისმენდი: მაგრა: ჩემი: სიკუდილისა: დღე: დასტურა:

146. მას: ქალსა: ნესტან: დარეჯან: იყო: სახელად: ჴმობილი: შვიდისა: წლისა: შეიქნა: ქალი: წყნარი: და: ცნობილი: მთვარის: მგზავსი: მზისაგან: შვენებით: ვერ: შეფრობილი: მისსა: ვით: გასძლებს: გაყრასა: გული: ალმასი: წთობილი:

147. იგი: ასრე: მოიწიფა: მე: შემეძლო: შესულა: ომსა: მეფე: ქალსა: ვით: ხედვიდა: მეფობისა: ქნისა: მწთომსა: მამასავე: ჴელთა: მიმცეს: რა: შევიქენ: ამა: ზომსა: ვბურთობდი: და: ვთამაშობდი: ვით: კატასა: ვჴოცდი: ლომსა:

148. მეფემან: სახლი: ააგო: შიგან: სამყოფი: ქალისა: ქვად: ფაზარი: სხდა: დათლილი: იაგუნდისა: თვალისა: ძირსა: ბახჩა: და: საბანლად: სარაჯი: ვარდის: წყალისა: იგი: მუნ: იყუის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა:

149. დღე: და: ღამე: მაჯამრითა: ეკმევოდის: ალვა: თლილი: ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რადგის: ჩრდილი: დავარ: იყო: და: მეფისა: ქურივი: ქაჯეთს: გათხოვილი: მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი:

150. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა: ვერვინ: ვხედევდით: შეიქნა: პირითა: მინა: ვარდითა: ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყუიან: იმღერდის: ნარდითა: მუნ: იზრდებოდის: ტანითა: გაბაონს: განაზარდითა:

151. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ: მეფე: მზრდიდის: ვითა: შვილსა: დღისით: ვიყუი: მას: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა: ძალად: ლომსა: თვალად: მზესა: ტანად: ვგვანდი: ედემს: ზრდილსა: ნასროლსა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქნილსა:

152. რა: მინდორს: შვჯდი: ზარითა: ჴმა: იყუის: ბუკთა: ცემისა: თანა: მყუის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა: ჭურეტად: ქალ: ყმები: დაჯრილი: დგის: თემისა: და: თემისა: ვინ: მნახის: ეყუის: ერთ: წამდის: კუეხა: ნახვისა: ჩემისა:

153. მოსრნის: მჴეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგან: სრეულმან: მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან: შევიდი: შევქნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან: აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლ: ბალახშ: რეულმან:

154. მამა: მამიკუდა: მოვიდა: დღე: სიკუდილისა: მისისა: ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: და: ნიშისა: მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა: ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ხსენება: იშისა:

155. მე: წელი: წდამდის: ბნელსა: ვჯე: საწუთრო: გაცუდებული: დღისით: და: ღამით: ვაებით: ვერვისგან: სულ: დაღებული: გაყუანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული: ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუხარ: შავითა: ღებული:

156. ჩვენ: უფრო: გუტკივის: იგი: ვინ: დაგვაკლდა: სწორად: თავისა: ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა: ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა: შენ: გქონდეს: ამილბარობა: ქნა: მისვე: საურავისა:

157. ავსტირდი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრობელთა: უკანის: გამომიყუანეს: ხასთა: მათ: წინა: მდგომელთა: გამოსულისათვის: ზიემი: შექნეს: ინდოეთს: მფლობელთა: შორს: მამეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: შობელთა: