... (H-740), XVIII ს.

41. მაშინ: უფრო: მომეჴმარე: ამისსაცა: უფრო: მჴნედრე: ნუთუ: ადრე: დამივიწყო: მახსენებდი: ზედა: ზედრე: მეტად: კარგად: დამიურვე: სული: ჩემი: შეივედრე: ზრდანი: ჩემნი: მოიგონენ: გული: შენი: მოიმდედრე:

42. რა: მონამან: გაიგონა: გაუკვირდა: შეეზარა: თვალთა: ვითა: მარგალიტი: ცხელი: ცრემლი: გარდმოყარა: მოახსენა: უშენომან: გულმან: რამცა: გაიხარა: ვიცი: რომე: არ: დაიშლი: მაგას: გიშლი: ამად: არა:

43. განაღა: ლომსა: იმედი: დაგედვას: იმა: მზისადა: მეფისა: ცამდის: მაღლისა: მზისაცა: უფრო: ზისადა: უთქუენოდ: მყოფი: არ: ვარგვარ: არცა: თუ: აქა: ვზისადა: მარტოსა: თავი: რად: დაგიც: სავალად: მაგა: გზისადა:

44. ჩემად: ნაცვლად: დაგაგდებო: ესე: სიტყუა: რად: მიბრძანე: როგორა: ვქნა: პატრონობა: რამც: გიფერე: რამ: გიგვანე: შენ: მარტოსა: გიგონებდე: მემცა: მიწა: ვიაკვანე: სჯობს: ორნივე: გავიპარნეთ: წამოგყვები: წამიტ[.....]:

45. ყმამან: უთხრა: მამისმინე: მართლად: გითხრობ[.....]: რა: მიჯნური: ველთა: რბოდეს: მარტო[..........]: მარგალიტი: არვის: მიხუდეს: უსასყიდ[..........]: კაცი: ცრუ: და: მოღალატე: ჴა[...............]:

46. მისი: ცეცხლი: გულსა: ჩემსა: მომდებია: და: დამდებია: მას: ერთსაცა: ვერ: გაუტეხ: რაცა: მიიმედებია: შენგან: კიდე: არვინ: მივის: ძმები: არცა: მე: დებია: იმოქმედე: დღეთა: შენთა: რაცა: გიმოქმედებია:

47. ვისმცა: უთხრა: ხუაშიადი: შენგან: კიდე: არვინ: ვარგა: უშენოსა: პატრონობა: ვის: მივანდო: ვინ: ქნას: კარგა: სანაპირო: გაამაგრე: მტერმან: ახლოს: ვერ: იბარგა: კულა: ნუთუმცა: შემოვიქცე: ღ~თნ: სრულად: არ: დამკარგა:

48. ფათერაკი: სწორად: მოჰკლავს: ერთი: იყოს: თუნდა: ასი: მარტოობა: ვერას: მიზამს: მცავს: თუ: ცისა: ძალთა: დასი: აქათ: სამწელ: არმოვიდე: მაშინ: გმართებს: გლოვა: ფლასი: წიგნსა: მოგცემ: გმორჩილობდენ: ვინცა: იყოს: ჩემი: ხასი:

წიგნი ავთანდილისი თავის ყმათა თანა:

49. დაწერა: თუ: ჩემნო: ყმანო: დაზრდილნო: და: ზოგნო: ზრდილნო: ერთგულნო: და: მისანდონო: ამაზედა: გამოცდილნო: [......]ჩემისა: ბრძანებისა: მიდგომილნო: ვითა: ჩრდილნო: [........]ჩემი: შეისმინეთ: ყოვლნო: ერთად: შემოყრილნო:

50. [.....]ნი: ავთანდილ: ისმინეთ: გიწერ: მე: რასა: [...........]: ჴელითა: ამა: წიგნისა: წერასა: [.................]ინი: სმასა: და: მღერასა: [..............]ჩემსა: მშვილდსა: და: ცერასა:

51. საქმე: რამე: მიც: თავისა: ზე: სადმე: გარდსახვეწელი: დავყო: მარტო: და: ღარიბად: ესე: წლეული: მე: წელი: გემუდარები: ამისთვის: ვარ: თქვენი: შემომხვეწელი: მე: დამახვედროთ: სამეფო: მტერთაგან: დაულეწელი:

52. მე: შერმადინ: დამიგდია: ჩემად: კერძად: პატრონობდეს: სიკვდილსა: და: სიცოცხლესა: სადამდისცა: ჩემსა: სცნობდეს: ყოვლთა: მზეებრ: მოგეფინოს: ვარდს: ზრვიდეს: არ: აჭკნობდეს: შემცოდესა: ყუელაკასა: ვითა: ცუინსა: დაადნობდეს:

53. თქვენცა: იცით: გამიზრდია: ვითა: ძმა: და: ვითა: შვილი: ამას: ასრე: მორჩილობდით: არის: ვითამც: ავთანდილი: ბუკსა: იკრას: აქნევინეთ: ყოვლი: საქმე: ჩემგან: ქნილი: თუ: დრომდისინ: არ: მოვიდე: გლოვა: გმართებს: არსიცილი:

54. ესე: წიგნი: დაასრულა: წყლიანმან: და: სიტყუა: ნაზმა: წელთა: ოქრო: შემოირტყა: საღარიბოდ: მოეკაზმა: ბრძანა: მინდორს: შევჯდებიო: ლაშქარიცა: დაერაზმა: მასვე: წამსა: წამოვიდა: შინა: ხანი: არა: დაზმა:

55. ბრძანა: წადით: ყუელაკაი: აქა: მემჴრედ: არვინ: მინა: მონებიცა: მოიშორა: თავი: გაითავისწინა: მარტო: გარე: შემობრუნდა: შამბი: შიგა: ჩაირბინა: მიწყივ: მისად: საგონებლად: მისი: მკლველი: თინათინა:

56. იგი: ველი: გაირბინა: ლაშქართაგან: გაეკიდა: ვინცა: ნახა: სულიერმან: ანუ: ვინმცა: გაეკიდა: ვის: მახუილი: ვერას: ავნებს: მისი: მკლავი: გაეკიდა მისგან: ტუირთი: კაეშნისა: ტუირთად: კარგად: აეკიდა:

57. რა: ლაშქართა: ინადირეს: და: პატრონი: მიითვალეს: იგი: პირ: მზე: ვეღარ: ნახეს: პირი: მათი: იფერ: მკრთალეს: მათსა: დიდსა: სიხარულსა: სამძიმარი: ანაცვალეს: ყოვლგან: რბოდეს: საძებარად: ვინცა: იყო: უცხენ: მალეს:

58. შერმადინ: ერთად: შეყარა: ხასი: და: დიდებულები: უჩვენა: იგი: უსტარი: ამბავი: მისი: თქმულები: რა: მოისმინეს: ყუელაი: დარჩა: გულ: დანაწყლულები: თავსა: იცემდეს: არიყო: გული: უცრემლო: ულები:

59. შერმადინ: უთხრა: მართლთხართ: თუ: ცრემლსა: თვალთად: დამილდეთ: მაგრა: გუიჯობს: რომე: მისსა: ბრძანებასა: დავმორჩილდეთ არა: გავრყუნათ: სამსახური: მას: წინაშე: არ: დავსწბილდეთ: ცხადად: გუიჩნდეს: სიხარული: სამძიმარსა: გარდავსცილდეთ: