... (H-740), XVIII ს.

1192. ტარიელ: მოსთქუამს: გამზრდელო: ჰაი: ჰაი: რა: საქმე: მსმენია: მიკუირს: თუ: მზეღა: რად: ნათობს: რად: არა: დაუჩენია: მზე: მოჰკუე: ყოვლთა: სულდგმულთა: სოფელი: აღარ: შენია: ღ~თსა: მიმადლე: შემინდევ: რაცა: შენ: ჩემგან: გწყენია:

1193. მაშინ: გაჴდეს: ყუელაკანი: მტირალად: და: ცრემლთა: მღურელად: დიდი: ხანი: მოიტირეს: თავის: თავის: გაუყრელად: ავთანდილ: და: ფრიდონ: ტირან: გულსადაგად: არ: თუ: ჭრელად: მაგრა: ექმნეს: სულსა: მღებელ: კათოლიკოს: მაწყუერელად:

1194. ზე: ადგეს: და: მოახსენეს: ჰე: მნათობნო: ცისა: მზენო: დასთმეთ: გული: დაიწყნარეთ: ქენით: რაცა: მოგახსენო: იგი: ღ~თნ: გაამაღლა: ვითა: ორბი: მისნო: ფრთენო: აქა: ყოვნა: არა: გუმართებს: არცაღა: გუცალს: გლოვად: ჩვენო:

1195. მადლი: უბრძანეს: აწვივნეს: ქუე: დასხეს: ზე: ადგომილნი: მუნვე: დგეს: იგი: ვაჭარნი: პირსა: ფერ: აერ: კრთომილნი: გაკუირვებულნი: საბრალოდ: მართ: ვერას: ვერ: მიჴდომილნი: უბრძანა: ძმანო: რა: გიკუირს: ჩუენ: იგი: ვართ: წაჴდომილნი:

1196. კულა: უბრძანებდეს: გუიამბეთ: ამბავი: დანარჩომია: მათ: მოახსენეს: პატრონნო: ჰინდოეთს: დიდი: ომია: მოსულა: ხატათ: ლაშქარი: ქალაქსა: შემოსდგომია: რამაზ: არს: ვინმე: ჴელმწიფე: მათად: პატრონად: მჯდომია:

1197. ჯერთ: დედოფალი: ცოცხალა: მკუდართაგან: უფრო: მკუდარია: იბრძვის: ლაშქარი: ჰინდოთა: თუც: იმედ: გარდამწყდარია: გარეთ: ციხენი: წაუხმან: ყუელაი: გარდამჴდარია: მზენო: თქუენ: შუქი: მიჰფინეთ: ჰაი: ჰაი: რა: ავი: დარია:

1198. მუნა: მყოფსა: ყუელაკასა: შეგვეკერა: ჩვენცა: შავი: რამაზს: წინა: გამოვედით: მისრულად: ვთქუით: ჩვენი: თავი: მეფე: ჩუენი: დიდი: არის: მათ: ეწადა: მისი: ზავი: გამოგვიშვა: წაედითო: არა: გუიყო: ყოლა: ავ[...]

1199. რა: ტარიელს: ესე: ესმა: მეტად: ფიცხლა: აიყარა: ეჯი: სამღე: წასავალი: ერთსა: დღესა: წაიარა: დროშა: მისი: აიმართა: წინა: არა: მოეფარა: აწ: ნახე: თუ: გოლიათი: გული: ვითა: ამაგარა:

ტარიელისაგან ინდოეთს მისულა და ხატაელთა დამორჩილება:

1200. ინდოეთს: ზედა: წაადგა: მუნ: მთა: და: დიდი: ქედია: აჩნდა: ლაშქარი: უსახო: ესაკუირველა: ედია: ტარიელ: ბრძანა: მოყმენო: აწ: თქუენგან: რა: იმედია: ადრე: მოვიცლი: ჩემთანა: ღ~თი: და: ჩემი: ბედია:

1201. იმა: ლაშქართა: უნახვან: კულა: ჴმალთა: ჩემთა: კუეთანი: ერთხელ: შემებნეს: დავჴოცენ: შევქენ: აბჯართა: ფეთანი: ავთანდილ: ბრძანა: რად: უნდა: თქმანი: სიტყუათა: მძლეთანი: მართ: ვითა: მტვერთა: წავიხუამთ: მიხუდენ: ფერჴითა: ცვეთანი:

1202. დაეკაზმნეს: საომარად: გაამაყდეს: გაჩაუქდეს: ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: საჴედარნი: ასუბუქდეს: ერთმან: ერთსა: აჯობინეს: მჭურეტელთაგან: არ: გაუქდეს: იგი: ქედი: ჩაიქროლეს: ბუქისაცა: უფრო: ბუქდეს:

1203. წინ: მავალნი: დარაჯათა: მათთა: ზედა: გარდეკიდეს: ტარიასთა: გააქცივნეს: მიეწივნეს: ჩამოჰყრიდეს: მოაგებნეს: მჴარ: დაკრულნი: მათ: წინაშე: მოასხმიდეს: აიზიდნეს: [............................................................................]